რატომ დაუთმო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება თანაგუნდელს
...ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა: 14 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და დიდი ალბათობით, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარებენ.

"სამტრედიის" თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეზე ვლაპარაკობთ. ფინალის ბედი სწორედ ამ 22 წლის შემტევმა გადაწყვიტა: პირველ მატჩში სამტრედიელებმა "ჩიხურა" 2:0 მისი დუბლით სძლიეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში სტუმართა ორივე გოლში უშუალოდ მონაწილეობდა: ჯერ ლამაზი მოძრაობით მცველი გააცურა და პენალტი დაიმსახურა, მერე კი ეფექტური პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გიორგი დათუნაიშვილი, რომელმაც მეორე გოლი გაატანინა.

- ჩიხურა-სამტრედია 2:2 - საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს! [VIDEO+PHOTO]

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

ვინც ზივზივაძის თამაში ნახა, ყველა აღიარებს, რომ საქართველოს ნიჭიერი თავდამსხმელი ეზრდება...

- ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამხელა სიხარულს განიცდით - გუნდი ჩემპიონი გახდა, ფინალურ მატჩებში გატანილ ოთხ გოლში კი უშუალოდ მონაწილეობდით...

- მხოლოდ ჩემი წარმატების გამორჩევა მეუხერხულება - ეს უდიდესი გამარჯვება "სამტრედიას" თითოეული წევრის დამსახურებაა. აწყობილი და დალაგებული გუნდი რომ არ ვყოფილიყავით, თავს ვერც მე გამოვიჩენდი და ვერც რომელიმე სხვა ფეხბურთელი. თუმცა, ცხადია, ჩემი კარგი თამაში მიხარია.

- თერთმეტმეტრიანი "აიკიდეთ", მაგრამ ის არაბულმა შეასრულა - არადა, ასეთ დროს, დაზარალებული ურტყამს, მით უფრო, რომ გუნდის შტატიანი პენალტისტიც ხართ...

- გუნდში ორი პენალტისტი ვართ: თამაშის წინ მწვრთნელი ფურცელზე წერს, რომ ურტყამს ბუდუ ან ბაჩო. პენალტი რომ დაინიშნა, ბაჩოს გავხედე, დარტყმა სურდა... პირველ ფინალში ისედაც გატანილი მქონდა და განზე გავიწიე - მინდოდა, მასაც გაეტანა, რადგან ამას იმსახურებდა. ჩვენ, პირველ ყოვლისა, ძმაკაცები ვართ და ასეთ დროს ეგოისტობა არც მე მახასიათებს და არც მას. ორი გოლი მას რომ გაეტანა, დარწმუნებული ვარ, ჩემს სასარგებლოდაც იმავეს გააკეთებდა.

- მეორე შეხვედრაზე 5 ათასამდე მაყურებელი კი მოვიდა, მაგრამ "დინამო არენაზე" ეს მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ ჩანდა. ასეთ დროს თამაში კომფორტულია?

- რა თქმა უნდა, ბევრად მეტი მაყურებლის მოსვლა გაგვიხარდებოდა. მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია - თბილისში ეროვნულ ჩემპიონატს დიდად არ სწყალობენ. ძირითადად ისევ სამტრედიელი და საჩხერელი მაყურებელი მოვიდა.

მაგრამ ამდენის მოსვლაც ძალიან გამიხარდა. ხალხის თანადგომა სულ სხვაგვარი სტიმულია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი მატჩები სტადიონზე ბევრად მეტ მაყურებელს მოიზიდავს. აქვე, მადლობა სამტრედიელებს - საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს და მათი დამსახურებაა, ეს დღე რომ დაგვიდგა. ისინი მართლა ჩვენი მე-12 მოთამაშეები არიან და სადმე მაყურებელი თუ დადის, უპირველესად, ეს სამტრედიაა - ამ ქალაქში ფეხბურთი უზომოდ უყვართ.

- სეზონის დაწყებამდე, "სამტრედიას" ჩემპიონობა ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან რეალურად საუკეთესო შემადგენლობა არ გყავდათ...

- ეს ჩვენც გვესმოდა. მაგრამ საუკეთესო ის გუნდი კი არ არის, სადაც სახელ-გვარებით ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს შეკრებენ, არამედ ის, სადაც ფეხბურთელების თვისებებს საუკეთესოდ გამოაჩენენ. "სამტრედიაში" ეს გია ცეცაძემ მოახერხა და ამიტომაც არის საქართველოში გამორჩეული მწვრთნელი.

მიმაჩნია, რომ ასეთი გუნდი უკეთეს სტადიონს იმსახურებს. "ეროსი მანჯგალაძეზე" ხელოვნური საფარია, რაც ტრავმიანობის ალბათობას ზრდის და ვარჯიში და თამაში სასიამოვნო არ არის - ყველა ვარჯიშის შემდეგ კუნთები დაჭიმული გვაქვს. რა თქმა უნდა, ბუნებრივ საფარზე თამაში ბევრად გვირჩევნია და იმედია, ჩვენი ხელმძღვანელობა ამ საკითხს მოაგვარებს.

- პირადად თქვენთვის ეს ყველაზე წარმატებული სეზონი იყო...

- მაგრამ მე ამაზე გაჩერება არ მსურს და იმედია, მეტის მიღწევასაც მოვახერხებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ბუდუ, გილოცავ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს. გფარავდეს მისი მადლი. გირსუვებ დიდი შრომით საქართველოს საამაყო ფეხბურთელთა სიაში მოხვედრილიყავი. გაიხარე შენს დიდ ოჯახთან ერთად.
Jango
- თერთმეტმეტრიანი "აიკიდეთ", მაგრამ ის არაბულმა შეასრულა - არადა, ასეთ დროს, დაზარალებული ურტყამს, მით უფრო, რომ გუნდის შტატიანი პენალტისტიც ხართ... - გუნდში ორი პენალტისტი ვართ: თამაშის წინ მწვრთნელი ფურცელზე წერს, რომ ურტყამს ბუდუ ან ბაჩო. პენალტი რომ დაინიშნა, ბაჩოს გავხედე, დარტყმა სურდა... პირველ ფინალში ისედაც გატანილი მქონდა და განზე გავიწიე - მინდოდა, მასაც გაეტანა, რადგან ამას იმსახურებდა. კი ბუდუ,მაგას რა სჯობს როცა ძმაკაცობა, მეგობრობა და ურთიერთგატანა იცით,ესა მთავარი ფეხბურთში. მაგრამ ზოგიერთებს გვაქვს უნარები შევაფასოთ ადამიანის გამომეტყველება, ქცევა,მიხვრა-მოხვრა და ტუჩებზე წავიკითხოთ რას ამბობს და მის ნათქვამს როგორ ხვდებიან. ამიტომაც არ არის საჭირო იმის თქმა რაც არ იყო, ბაჩანამ კონკრეტულად მოგთხოვა რომ მას უნდა დაერტყა, ეს არ იყო წინადადება ან მატჩამდელი დავალება, ეს კონკრეტული მოთხოვნა იყო და შენი როგორც მეგოლის საუკეთესო მომმარაგებელის საგოლე პასებით,მას ამის უფლებაც ჰქონდა ,აქ მას ვერ გავამტყუნებთ,ეგაა რომ ეს იყო "მოთხოვნა" და არა თხოვნა. და ასეც დაწერეთ. ჩემთვის გაუგებარია რატომ მეორეჯერ მახვილდება მაგ თემაზე ყურადღება და მეც ამიტომაც მივანიშნებ რომ არაა საჭირო მწვანის ყვითლად გასაღება, თუნდაც მწვანე ყვითლისაგან წარმოიშვებოდეს ლურჯის შერევით. წარმატებებს გისურვებთ ორივეს. როგორც ვხვდები თქვენ არცერთი არ აპირებთ სამტრედიას ჩემპიონთა ლიგაზე გაჰყვეთ,რაც დიდი შეცდომა იქნება.
samtrezia
ბუდუ არის მაგალითი თუ რას შეიძლება მიაღწიო ახალგაზრდა ფეხბურთელმა შრომით, თამაშის წყურვილითა და სურვილით. სათამაშო პრაქტიკის არ ქონის გამო ჯერ დინამო, მერე ტორპედო (საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი გუნდი) დატოვა და მოვიდა ახალგაზრდა და ერთი შეხედვით უამბიციო გუნდში, სამტრედიაში. აქ მას და სხვა ახალგაზრდებს ენდვნენ (გია ცეცაძემ)და ყველამ ვნახეთ რამხელა პროგრესს მიაღწია ბუდუმაც და სხვებმაც. წარმატებები და კიდე მეტი პროგრესი მინდა ვუსურვო ამ ახალგააზრდა კაცს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს