საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მორიგი სხდომა ჩაატარა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მორიგი სხდომა ჩაატარა და აწ უკვე დასრულებული საფეხბურთო სეზონის ბოლო შვიდი საკითხი განიხილა.

სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ასეთია:

1. უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში, ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" მატჩისას მასპინძელი კლუბის გულშემატკივართა მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა მსაჯებისა და ოფიციალურ პირთა მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება. ასევე, "დინამომ" დაარღვია დებულება და ვერ შეძლო სტადიონზე შეცვლებისთვის საჭირო ელექტროტაბლოს ან მისი შემცვლელი მექანიკური ტაბლოს უზრუნველყოფა. სადისციპლინო კოდექსის თანახმად, ბათუმის "დინამო" სკანდირების გამო დაისაჯა 5000 ლარით, ხოლო ტაბლოს არქონის გამო - 500 ლარით.

2. უმაღლესი ლიგის პლეი აუტის პირველ მატჩში, ლანჩხუთის "გურიასა" და გორის "დილას" შორის, სტადიონზე მომხდარი არაერთი ინციდენტის გამო შეხვედრის მეორე ტაიმი დაიწყო 6 წუთის დაგვიანებით. მასპინძელმა კლუბმა ვერ შეძლო უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაცვა, რასაც მოჰყვა 10-15-კაციან გულშემატკივართა ჯგუფის მიერ მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფურთხება და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა, რასაც დაემატა ფეხბურთელთა გასასვლელ გვირაბში მსაჯების მიმართ კლუბის თანამშრომელთა მხრიდან გამოჩენილი აგრესიაც. სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, "გურია" დაჯარიმდა 10 000 ლარით.

3. უმაღლესი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩში, ქობულეთის "შუქურას" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირებაში დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი. "შუქურას" გულშემატკივრების მხრიდან მატჩისას მეტოქის მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი სკანდირების და მიუღებელი ლექსიკის გამო კლუბი დაჯარიმდა 5000 ლარით და "ჩელე არენაზე" 3-თამაშიანი დისკვალიფიკაციით. "სიონის" ფეხბურთელები - წითელი ბარათით გაძევებული დავით ხურცილავა, კაპიტანი დავით სვანიძე და ჯაბა უგულავა, მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო დაისაჯნენ. ხურცილავა - 5 მატჩით და 1200 ლარით, სვანიძე - 4 მატჩით და 800 ლარით, უგულავა - 3 მატჩით და 800 ლარით. მეკარეთა მწვრთნელი დავით ასლანაძე მატჩის შემდეგ მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაისაჯა 2500 ლარით და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით. განმეორებით შემთხვევაში ასლანაძეს 6 თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა. "სიონის" გუნდის უფროსი ლაშა ალიმბარაშვილი მატჩის შემდეგ მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობისათვის დაისაჯა 2500 ლარით და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით. განმეორებით შემთხვევაში მასაც 6 თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

4. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, "ავაზა" - "საბურთალოს" მატჩის შემდეგ, "საბურთალოს" გულშემატკივრებმა გამოიჩინეს აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯებს. გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ მუსერიძემ კი მსაჯთა ოთახში შესვლა შეძლო და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "საბურთალო" დაჯარიმდა 3000 ლარით, ხოლო ვლადიმერ მუსერიძეს 2017 წლის 29 ნოემბრამდე აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა.

5. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ "მერიის თასის" გათამაშებაში 2004 წელს დაბადებულთა შორის, სულაქველიძის აკადემია მასპინძლობდა თბილისის "ლოკომოტივს". შეხვედრა მე-20 წუთზე შეწყდა, როცა აკადემია 1:0 იგებდა. "ლოკომოტივის" მწვრთნელმა კოტე მელქაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯებს, რასაც "ლოკომოტივის" გულშემატკივართა პროვოცირება, მათი მოედანზე შეჭრა და მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" დაისაჯა 3000 ლარით. მაყურებელთა პროვოცირებისა და მსაჯთა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კი კოტე მელქაძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა 2017 წლის 1 ივნისამდე.

6. 17-წლამდელთა ლიგაში ლანჩხუთის "გურიასა" და მარტვილის "მერანის" მატჩში, მასპინძელთა გულშემატკივრის მხრიდან დაფიქსირდა მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო "გურია" დაჯარიმდა 1000 ლარით.

7. 19-წლამდელთა ლიგის ნახევარფინალში, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრისას, ქუთაისელთა გულშემატკივრების მხრიდან მოხდა მსაჯების მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება. "ტორპედო" დაჯარიმებულია 100 ლარით.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ooo
სამტრედია რატო არდაისაჯა იმისგამო რო U17ის თამაშზე ვაიგულშემატკივარი შევარდა სტადიონზე და ზესტაფონელ ბავშვებს ცემდნენ? იმ თამაშის გაგრდძელება მსაჯმა მოითხოვა და მსაჯი რატო არდაისაჯა? რადგან სტადიონზე როდესაც ბავშვები ცემეს მერე მოვიდა ორი პოლიციელი და მატაც კი სტადიონის კარები არდაუკეტავთ. სირცხვილია ესეთი ფაქტები რო დაუსჯელი რჩება და ვიგაც სხვა გუნდს ელემენტარულს ედავები
kati
მომწონს ეს მიდგომა. აშკარად შეცვლილია და გამკაცრებული. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ ქართველებმაც, რომ სტადიონზე საგინებლად არ უნდა წახვიდე. და ასე იოლად ადამიანი საგინებლად არ უნდა გაიმეტო. გვერდით ქალები და ბავშვები უზით და ისეთი პირით იგინებიან ხოლმე, გული აგერევა
Georgian
Dima/ დიმა სტადიონზე მეტოქე გუნდის და მსაჯების საგინებლად არ უნდა მიხვიდე!!
დათო
და გინება რა უბედურებაა - ქვის ხანაა ისევ? გულშემატკივრობა ისწავლეთ სხვისი შეურაცხყოფის გარეშე და არ იქნება არც 5 ათასიანი და არც 5-ლარიანი ჯარიმები.
dima
რა უბედურებაა 5 ათას ლარიანი გინება? ტრიბუნებზეც დიქტატურაა. თუ იყვირებ გინება არ უნდა წამოგცდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სადისციპლინო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები და მწვრთნელი მკაცრად დასაჯა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება