23 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის V ტურის შეხვედრები გაიმართება
23 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის V ტურის შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც ჩემპიონატში ზამთრის შესვენება გამოცხადდება.

2016 წლის ბოლო სათამაშო დღე გათამაშების ორი აუტსაიდერის, მფკ "მგლებისა" და შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის კლუბის (იბსუ) დაპირისპირებით დაიწყება. თუკი "მგლების" ფეხბურთელებს წინა ტურში განცდილი მწარე მარცხის გამო რეაბილიტაცია სურთ გულშემატკივრის წინაშე, "სტუდენტები" ოთხი უშედეგო ტურის შემდეგ ეცდებიან პირველი ქულების მოპოვებას.

წაუგებელი სერიის წარმატებით გაგრძელებას შეეცდება მიმდინარე სეზონის დებიუტანტი და მთავარი აღმოჩენა მფკ "აგორა", რომლის მეტოქეც წლის ბოლო დაპირისპირებაში, სატურნირო ცხრილის მეზობელი "თბილისი ვარიორსი" იქნება. მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება.

16:00 სთ-ზე დაიწყება სატურნირო თვლასაზრისით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ "თბილისი" და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი დაუპირისპირდებიან. სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში, ორივე გუნდს აქვს შანსი, წელი საუკეთესო ხუთეულში დაასრულოს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, 18:00 სთ-ზე, ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი მფკ "ტატიშვილი" და მესამე ადგილზე მყოფი "დინამო ბათუმი" წარდგებიან. თუკი "მედიკოსების" მოგებათა სერია ოთხ შეხვედრას ითვლის, ბათუმელები ბოლო სამ შეხვედრაში ასპარეზობენ უდანაკარგოდ და ამ მხრივ ფავორიტ მეტოქესთან სერიოზული გამოცდა ელით.

2016 წელი "სტუ-თელასისა" და მფკ "აფხაზეთის" დაპირისპირებით დასრულდება. "ენერგეტიკოსები" მთავარ კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩებიან და მათი მთავარი მიზანი წელს სწორედ ამ სხვაობის შენარჩუნება იქნება. "შავიზღვისპირელები" კი ბოლო ტურებში განცდილი უიღბლობების შემდეგ შეეცდებიან, ფავორიტთან შეხვედრაში ღირსეულად იასპარეზონ. ტურის დასკვნითი შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება.

23.12.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. V ტური

12:00 მფკ იბსუ - მფკ "მგლები"

14:00 მფკ "თბილისი ვარიორსი" - მფკ "აგორა"

16:00 მფკ "თბილისი" - მფკ ბსუ (ბთ)

18:00 მფკ "ტატიშვილი" - მფკ "დინამო" (ბთ)

20:00 მფკ "აფხაზეთი" - "სტუ-თელასი"

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო Bella Costa.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]