23 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
23 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. 2016 წელს გუნდებმა ბოლო სათამაშო დღე გამართეს.

2016 წლის დასკვნითი სათამაშო დღე უხვგოლიანი შეხვედრით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონატის ორი აუტსაიდერი, იბსუ და "მგლები" დაუპირისპირდნენ. მოლოდინისამებრ, მატჩი საკმაოდ გახსნილი გამოდგა და საბოლოოდ "მგლების" გამარჯვებით - 11-6 დასრულდა. ეს ამ გუნდის პირველი სამი ქულაა მიმდინარე გათამაშებაში, სტუდენტებს კი ქულების მოპოვებაზე ფიქრი უკვე 2017 წლიდან მოუწევთ. გამარჯვებულთა რიგებში 5 გოლით გამოირჩა მათი საუკეთესო ფეხბურთელი სერგი მაჭარაშვილი, რომელიც 13 გოლით ჩაუდგა კიდეც სათავეში ბომბარდირთა დავას.

წარმატებულ სერიას განაგრძობს მფკ "აგორა", რომელმაც ზედიზედ მესამე დამაჯერებელი გამარჯვება "თბილისი ვარიორსის" წინააღმდეგ მოიპოვა - 8-1. აღსანიშნავია, რომ ასეთი ანგარიში დიდწილად, შეტევის დასკვნით ფაზაში "მებრძოლების" უყურადღებო და უზუსტო თამაშმა განაპირობა, რაც არანაირად არ აკნინებს "აგორას" ფეხბურთელების დამსახურებულ გამარჯვებას, რაშიც გამორჩეული წვლილი მათ შემტევს, დავით გეგეშიძეს მიუძღვის, რომელმაც წელი "ჰეთ თრიკით" დაასრულა.

უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა მფკ "თბილისისა" და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბის დაპირისპირება. მიუხედავად წინა ოთხ ტურში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულისა, "სტუდენტების" ასპარეზობიდან გამომდინარე, მატჩამდე მცირე უპირატესობა მათ მხარეს იხრებოდა, რასაც ემატებოდა წინა სამ ტურში "დედაქალაქელთა" წარუმატებელი გამოსვლა, თუმცა შეხვედრაში მოვლენები საპირისპიროდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძლებმა მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით, 2-1 სძლიეს მეტოქეს.

პირველი ნახევარი "თბილისის" უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე ვერგამოყენებული საგოლე მომენტის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნეს. თავი მირიან ჯანგავაძემ გამოიჩინა. თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე 33 წამით ადრე გიორგი მამულაძემ მეტოქის კარის მიმართულებით პირველივე დარტყმა გამათანაბრებელ გოლად აქცია.

მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს მიეცა, თუმცა გაცილებით უკეთ "ბათუმელი სტუდენტები" გამოიყურებოდნენ და რომ არა რამდენიმე ეპიზოდში მასპინძელთა კიპერის, ირაკლი გედენიძის ბრწყინვალე თამაში, შესაძლოა, შეხვედრა სულ სხვა სცენარით განვითარებულიყო. მიუხედავად ამისა, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ნიკოლოზ ღუდუშაურის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, მანუკ მხითარიანმა, როგორც შემდეგ გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ამის შემდეგ უკვე ფავორიტთა ჯერი დადგა. მფკ "ტატიშვილი" "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდა და ფაქტობრივად, უშანსოდ, 9-1 დაამარცხა, რითიც ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და ახალ წელს ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ხვდება. სამი გოლია "მედიკოსების" საუკეთესო ბომბარდირის, ლაშა სიგუნავას ანგარიშზე.

დამაჯერებლად იმარჯვა "სტუ-თელასმაც", რომელმაც "აფხაზეთს" სძლია 8-1. თუმცა, რომ არა შექმნილი მომენტების რეალიზაციისას შავიზღვისპირელთა ფატალური უიღბლობა და უზუსტობა, მინიმუმ, ანგარიშში ასეთი სხვაობა არ დაფიქსირდებოდა. როგორც წესი, გამოცდილი მეტოქე ასეთ შეცდომებს არ პატიობს ხოლმე. "ენერგეტიკოსებს" ხუთი გატანილი გოლით, ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დავით ბობოხიძემ ულიდერა.

ამრიგად, ხუთუ ტურის შემდეგ 15 ქულით სატურნირო ცხრილს მფკ "ტატიშვილი" ლიდერობს, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩება "სტუ-თელასი". 11 ქულით მესამე პოზიცია მფკ "აგორას" უკავია, რომელიც ლიდერების მსგავსად, წაუგებლად განაგრძობს ასპარეზობას.

ამ ტურის შემდეგ ფუტსალის ლიგაში ზამთრის შესვენება გამოცხადდა. სეზონი მომდევნო წლის 31 იანვარს, ბათუმში განახლდება.

25.12.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. V ტური

იბსუ - მფკ მგლები 6-11 (2-4)

გოლები: 05:08’ მაჭარაშვილი (0-1), 06:27’ ოვანესიანი (0-2), 08:15’ მამაცაშვილი (1-2), 14:56’გიორგობიანი (1-3), 15:24’ მამაცაშვილი (2-3), 15:52’მაჭარაშვილი (2-4), 25:06’ მაჭარაშვილი (2-5), 25:18’ მამაცაშვილი (3-5), 26:21’ მამაცაშვილი (4-5), 26:52’ მაჭარაშვილი (4-6), 28:42’ ხარატიშვილი (5-6), 30:50’ გიორგობიანი (5-7), 31:56’ ხაჭაპურიძე (5-8), 35:42’ მაჭარაშვილი (5-9), 36:52’ ოვანესიანი (5-10), 37:51’ სეფერთელაძე (6-10), 39:10’ გიორგობიანი (6-11)

გაფრთხილება: 25:46’ კაციტაძე (მგლ), 30:19’ ბუჯიაშვილი (იბსუ)

მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ აგორა 1-8 (0-2)

გოლები: 05:38’ დაჩანიძე (0-1), 10:24’ გიორგაია (0-2), 21:44’ ნინოშვილი (0-3), 22:05’ ალავიძე (0-4), 28:34’ გეგეშიძე (0-5), 29:34’ გეგეშიძე (0-6), 33:26’ ალავიძე (0-7), 37:45’ ხოსიტაშვილი (1-7), 38:46’ გეგეშიძე (1-8)

გაფრთხილება: 04:29’ ნინოშვილი (აგრ)

მფკ თბილისი - მფკ ბსუ(ბთ) 2-1 (1-1)

გოლები: 18:19’ ჯანგავაძე (1-0), 19:27’ მამულაძე (1-1), 34:58’ მხითარიანი (2-1)

გაფრთხილება: 29:27’ მხითარიანი (თბ), 35:12’ ჯალაღანია (ბსუ)

მფკ ტატიშვილი - მფკ დინამო (ბთ) 9-1 (5-0)

გოლები: 00:47’ კეკელია (1-0), 05:20’ ჭუმბურიძე (2-0), 09:10’ სიგუნავა (3-0), 12:54’ ჭუმბურიძე (4-0), 19:45’ სიგუნავა (5-0), 21:43’ ჭანუყვაძე (6-0), 28:17’ დოლიძე ს.კ. (7-0), 30:17’ სიგუნავა (8-0), 32:42’ შამილაძე (8-1), 35:46’ შამილაძე ს.კ. (9-1)

მფკ აფხაზეთი - მფკ სტუ-თელასი 1-8 (0-2)

გოლები: 02:01’ სებისკვერაძე (0-1), 18:17’ ბობოხიძე (0-2), 21:14’ ბობოხიძე (0-3), 24:11’ თოფურია (0-4), 28:44’ კვარაცხელია (1-4), 33:49’ ბობოხიძე (1-5)’ 37:40’ ბობოხიძე (1-6), 38:56’ სებისკვერაძე (1-7), 39:16’ ბობოხიძე (1-8)

ბომბარდირები:

სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 13, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 12, დავით ბობოხიძე (თელასი) – 9, ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი), დავით ნინიძე (დინამო) – 8

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "Silk უნივერსალი", სპორტული ბრენდი SALLER, "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პატნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო Bella Costa.

მედიაპარტნიორები: რადიოები - "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი 95,5", ვებპორტალები: sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]