26 დეკემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი რაპიდში
26 დეკემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი). საასპარეზოდ 42 ქვეყნის 140-მა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მათ შორის 10 ქართველი დიდოსტატია.

ვაჟებში გამარჯვებულს 15 ტური გამოავლენს. შეჯიბრების პირველ დღეს ხუთი ტური გათამაშდა. უდანაკარგოდ უკრაინელი ანტონ კორობოვი დაწინაურდა. შვიდმა მოჭადრაკემ 4-4 ქულა მოაგროვა.

ოთხოსნებშია თბილისელი ლევან ფანცულაია, რომელმაც სიურპრიზი შემოგვთავაზა: სტარტზე ევროპის ექსჩემპიონ იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი) დაუზავდა, მეორე ტურში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) დაამარცხა (კარლსენს არ უმართლებს ქართველებთან დოჰაში - შარშან აქვე საერთაშორისო ტურნირში ნინო ბაციაშვილს შეუთანხმდა ყაიმზე), მერე დმიტრი იაკოვენკოს (რუსეთი) აჯობა, მეოთხეში ევგენი ტომაშევსკის (რუსეთი) შეუთანხმდა ყაიმზე, მეხუთე ტურში ვლადისლავ არტემიევს (რუსეთი) გააჩერებინა საათი.

ხუთი ტურის შემდეგ დანარჩენ ქართველთა შედეგები ასეთია: ბაადურ ჯობავა - 3, გიგა ყუფარაძე - 2, მიხეილ მჭედლიშვილი - 1.5 ქულა.

ქალებში 12 ტური გათამაშდება. ოთხი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ანა მუზიჩუკი (უკრაინა) ლიდერობს. ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი - 2.5-2.5, ნანა ძაგნიძე - 2, სოფიო გვეტაძე - 1.5, მაკა ფურცელაძე - 1, მერი არაბიძე - 0.5 ქულა.

დღეს ვაჟებში მომდევნო ხუთი, ქალებში კი ოთხი ტური გათამაშდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
ეტყობა მაგნუსს ქართველის ხსენებაზე აზანზარებს--გაიხსენეთ ბადურ ჯობავა,ნინო ბაციაშვილი,ახლა კი ლევანი
გარინჩა
კარგი პარტია მოუგო ფანცულაიამ კარლსენს. ბოლოში დაჯაბნა კომბინაციური აზროვნებით!! მართალია კარლსენი და კარიაკინი ცუდად გამოდიან ჯერ-ჯერობით (აშკარაა ჯერ ვერ მოინელეს განვლილი მატჩი), მაგრამ ეს არანაირად არ ამცირებს ფანცულაიას მიღწევას. ყოჩაღ, ლევან!!!
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნანა ძაგნიძე რაპიდში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორია
დიდებული მაგნუს კარლსენი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია!
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
120 ათასი დოლარი მოგებულს - თბილისი მსოფლიოს ელიტას მასპინძლობს
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენის მარში, ანანდის ფიასკო
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ნანა ძაგნიძის ბრინჯაო და ლევან ფანცულაიას სენსაცია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გიგა ყუფარაძემ კლასიკურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ლევან ფანცულაიას დოჰაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი რჩება
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს
მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი: სამი ნახევარფინალისტი ცნობილია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა