ძალიან სანდო წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ 27 წლის უჩა სოსიაშვილი გორის "დილას" აღარ გაწვრთნის...
ჯერ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია კლუბს და არც ოფიციალურად გახმაურებულა, მაგრამ ძალიან სანდო წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ 27 წლის უჩა სოსიაშვილი გორის "დილას" აღარ გაწვრთნის...

უჩა სოსიაშვილმა ორი წლისა და 8 თვის განმავლობაში იმუშავა გორის "დილაში". თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გორში მისი საქმიანობის პერიოდი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო.

დიახ, ისტორიაში პირველად, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა "დილა" საქართველოს ჩემპიონი და ითამაშა ევროთასებზე. სოსიაშვილი კი შეიქნა ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი, ვისი თავკაცობითაც შიდა ქართლის მთავარმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.

არადა, საქართველოს იმ ჩემპიონატში "დილას" ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. რბილად რომ ვთქვათ, რამდენიმე სხვა გუნდი გორულ კლუბზე უფრო უკეთ იყო დაკომპლექტებული. ამის მიუხედავად, "დილამ" საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ჩემპიონთა ლიგაში გორულ კლუბს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა სერბული "პარტიზანის" სახით. გასაგებია, რომ შემადგენლობა არც გორელებს დაეწუნებოდათ, მაგრამ მოხდა ისე, რომ სერბულმა გრანდმა ორივე შეხვედრა მოიგო. "პარტიზანი" წლების განმავლობაში მოდიოდა ერთ გუნდად, "დილა" კი სახელდახელოდ შეკოწიწებული, ერთი თვის კრებული იყო...

ამის შემდეგ "დილა" საქართველოს ჩემპიონატზე გადაერთო და კვლავ გავიდა ევროთასებზე. რა თქმა უნდა, უსიამოვნო იყო მარცხი საშუალოზე დაბალი დონის სომხურ "შირაქთან", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდი ევროთასებისთვის ქრონიკულ უსახსრობაში ემზადებოდა. ზედ ევროსტარტის წინ მთელი შემადგენლობა შეიცვალა.

გასათვალისწინებელია, რომ მთელმა გასულმა სეზონმა სწორედ ამ ნიშნით ჩაიარა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ "დილა" მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებით დაკმაყოფილდა - ამ მიზნის მისაღწევად, გორელებს პლეი აუტში ლანჩხუთის "გურიის" დამარცხება დასჭირდათ. არადა, ორიოდე ქულით მეტი რომ მოეგროვებინა, ევროპალიგის საგზურს მოიგებდა და კიდევ ერთხელ ითამაშებდა ევროთასებზე საქართველოს სახელით.

"დილა" ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იყო, როცა გუნდში ებრაული ინვესტიცია გამოჩნდა. ამ ხალხს სოლიდური გეგმები აქვს და მისი განხორციელება კლუბს სოსიაშვილის გარეშე მოუწევს. რა თქმა უნდა, "დილას" ხელმძღვანელობის უშუალო პრეროგატივაა გუნდისთვის მწვრთნელის შერჩევა. უბრალოდ, ფაქტს გავუსვათ ხაზი - გორული გუნდის სათავეში სოსიაშვილის საქმიანობა მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის გორულ კლუბს. სავარაუდოდ, "დილას" ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გააკეთებს განცხადებას საკითხთან დაკავშირებით. კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სოსიაშვილის ნაცვლად "დილას" გაწვრთნის გიორგი დარასელია, რომელსაც ამ კლუბში უკვე ნამუშევარი აქვს.

ვიდრე ახალი მწვრთნელის ვინაობა გაცხადდება, შეგახსენებთ, რომ სოსიაშვილის სამწვრთნელო კარიერა 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. ამის შემდეგ ის საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მუშაობდა "ავაზაში", ნაყოფიერი პერიოდი გაატარა "სამტრედიაში", რასაც მოჰყვა "დინამოს" მეორე გუნდი, საიდანაც "დილაში" მიიწვიეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
რაც ამ ბიჭმა გორში შეძლო,იმ რესურსებით ,იგივეს ალბათ ვერავინ ვერ შესძლებდა.ასე რომ მადლობა უჩას,მაგრამ მაგას თუ უშვებენ,იქ ვინღა რჩება?ანაც სხვა რაღატომ უერთგულებს გუნდს,ამის დამნახავი?ჩაოხრდება მანდაც საქმე.
kurka
დროული ცვლილებაა უჩა ვეღარ გაქაჩავს დილაში.
barsa
წარმატებები უჩას მისგან კარგი მწვრთნელი დადგება ნამდვილად. ჯერ ახალგაზრდაა ზაან და ჩემპიონის მენტალიტეტი ქვს
daraselias
daraselia qutaisshic iyo da shechama pulebi da gundi lamis gaagdo. exla puliani ebraelebi ipova imat gamocanclavs pulebss da gaipareba ..ai esaa dges qartuli pexburtii... yvela pulis saketeblataa vin vis uzis wilebshi ver gaigeb .. calke garigebuli tamashebii da nagavshia qartuli pexburtii
jarji21
სოსიაშვილს კონტრაქტი კლუბთან 2017-ის მაისის ბოლომდის აქვს.
zangura - ს
ისიანი არაა ცუდი კაცი, მაგრამ არც პროფესიონალი მენეჯერია. ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ბიზნესია და საფეხბურთო ბიზნესში მომუშავე მენეჯერებმა უნდა შეცვალონ საფეხბურთო ბიუჯეტიჭამიები! ამის გარეშე წინსვლა არ იქნება!
Jango
ქართველების სულწასულობა და უაზრობა ამოვიდა კისერში უკვე, რანიერის ჩემპიონი ლესტერი ახლა ბოლოდან მეხუთე ადგილზეა და არავინ ერჩის კლაუდიოს. უჩამ ამდენი გააკეთა გორში და ახლა როცა ის ყველაზე მეტადაა საჭირო,ახლა აგდებენ? ეს გაშვებაც არაა, ეს არის უმადურობა და და გაგდება. ამაზე კრეატიული ვინა გყავთ? ეს რომ 40 წლის იქნება, მის გევრდით გეგუჩაძე და ცეცაძეც კი ჩამქრალი ვარსკვლავები იქნებიან. აზრზე მოდით. სამტრედიელები მადლიერნი ვართ უჩასი!
zangura
გია ისიანი სადაა სად? ეგეთი კაცი გასაშვები იყო? დინამოში მაინც დააბრუნონ.
bagsi
გურიაზეც დაწერეთ რაიმე ,ჟორდანია უნდა ჩამოსულიყო და შეხვედროდა კლუბის ბედოვლათ პრეზიდენტს,ეგებ რაიმე დადებითად გადაწყდ(ეს)ა...
გულშემატკივარი
უჩას წასვლა კი გულის დამწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ ამოწურა ამ კაცმა ამ გუნდში თავის შესაძლებლობები, მთავარი რაც არის გასაკეთებელი მოსაშორებელია, ბატონი ხორგუაშვილი და ტუღუში, ისე არაფერი გამოვა შეჭამენ ამ ფულს და გააქცევენ ინვესტორებს
გარინჩა
"დილაში" მენეჯმენტია გამოსაცვლელი. პროფესიონალი მენეჯერების გარეშე ნებისმიერი ფული გადაყრილია წყალში.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა