დამთავრდა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატი საკლუბო ძიუდოში, რომელმაც ისტორიაში პირველად სტარტი გაზაფხულზე აიღო
დამთავრდა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატი საკლუბო ძიუდოში, რომელმაც ისტორიაში პირველად სტარტი გაზაფხულზე აიღო.

მაშინ შესარჩევ ეტაპზე გამოვლინდა ოთხი გუნდი, რომლებმაც ფინალურ ტურნირში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. ესენია: გორის "ლომჭაბუკი" (მწვრთნელი: ქართლოს პავლიაშვილი), თბილისის "მებრძოლი-2015" (გოჩა ბერაძე), ასევე დედაქალაქური "ლიდერი" (ალექსანდრე მამუკიშვილი) და ქარელის "დურმიშხანი" (გიორგი ბერუაშვილი).

ფინალური ტურნირი 26 დეკემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა, ნახევარფინალის მონაწილენი კი წილისყრით გამოვლინდნენ. კენჭისყრამ ეს კვარტეტი ასე დააწყვილა - "ლიდერი"-"მებრძოლი" და "მზეჭაბუკი"-"დურმიშხანი".

როგორც ვხედავთ, თბილისური და რაიონების გუნდები დაწყვილდნენ, ჩვენ კი შევნიშნავთ, რომ შესარჩევი ეტაპი სწორედ თბილისურმა დუეტმა მოიგო. მათი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ბოლომდე "მებრძოლმა" იბრძოლა და 4:3 მოიგო. ფინალის მეორე საგზური "ლომჭაბუკმა" გაინაღდა, სძლია რა "დურმიშხანს" 5:2.

გორელებს ვერც ფინალში დაუდგათ ვინმე და იქაც 5:2 მოიგეს "მებრძოლთან", მესამეზე კი "დურმიშხანი" გავიდა - გადამწყვეტ პაექრობაში "ლიდერს" 4:3 აჯობა.

ჩემპიონმა ჯილდოდ 70 000 ლარი მიიღო, ვიცე-ჩემპიონმა - 50 000, მესამეპრიზიორმა - 30 000 ლარი. პრემია გადაეცა "ლიდერსაც" - 10 000 ლარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..