საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე წრე დაიწყო
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე წრე დაიწყო. მე-15 ტური უცნაური გამოდგა იმ მხრივ, რომ გამარჯვებას ყველა მასპინძელმა მიაღწია და ლიდერთა გუნდის წარმომადგენელი რამდენიმე გუნდი დამარცხდა. შედეგად, ახლა სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "კლერმონმა" და "ლა როშელმა" თანაბარი, 46-46 ქულა დააგროვეს. მათ კვალში კიდევ ორი ქართული გუნდი, "ტულონი" და "კასტრი" მიჰყვება.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც სეზონის დაწყების წინ ლიდერთა შორის არავინ ელოდა, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელია". ჩვენებურის გუნდმა წლეულს 15 თამაშში 8 მოიგო, ოთხი წააგო და სამი ფრედ დაასრულა. რაგბიში მატჩები ფრედ იშვიათად მთავრდება. სამი ფრე საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, რაც ნათლად მიუთითებს, რომ ამ გუნდის დამარცხება ძნელია.

"ლა როშელმა" მე-15 ტურში შინ მიიღო ერთ-ერთი აუტსაიდერი "გრენობლი" და დიდი ანგარიშით - 40:3 დაამარცხა. ყაულაშვილი, რომელსაც ბოლო დროს ძალიან ბევრი გაუცდა, თადარიგში იყო და თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.

ამ გამარჯვების შედეგად "ლა როშელი" ლიდერს, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" დაეწია. "ვულკანებმა" სტუმრად ითამაშეს ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" და 20:26 დამარცხდნენ. საგულისხმოა, რომ თამაშში ქართველ მორაგბეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მიზეზი უცნობია.

ლიდერთა დუეტს ხუთი ქულით ჩამორჩება ლევან ჩილაჩავასა და მამუკა გორგოძის "ტულონი", რომელმაც შინ დაამარცხა პარიზული "მეტრო რასინგი" - 17:11 და ერთგვარი რევანში აიღო გასულ სეზონში ფინალში წაგებისთვის. საგულისხმოა, რომ ტულონელები 34-ე წუთამდე აგებდნენ. საბოლოო გარდატეხა კი მატჩში ბოლო 20 წუთში შეიტანეს. ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ სრულად ითამაშა.

"ტულონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის, შალვა მამუკაშვილის, მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე", რომელმაც სტუმრად წააგო "პოსთან" - 27:32.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მონპელიელების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასპინძლები 22:20 დაწინაურდნენ. მათ ინიციატივა თამაშის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. ქართველი მორაგბეებიდან მხოლოდ მამუკაშვილმა ითამაშა, რომელიც თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ". პარიზელებმა შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივი" - 12:10. სტუმრები ბოლო წუთამდე 10:9 იგებდნენ, მაგრამ პარიზელთა სამხრეთაფრიკელმა მგეზავმა მორნი სტეინმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა და თავისიანებს მოაგებინა.

შედეგად, "სტად ფრანსემ" "ბრივს" სატურნირო ცხრილში ერთი ქულით გაუსწრო. სავარაუდოდ, ჩვენებურთა ამ გუნდებს დივიზიონის დატოვების საფრთხე არ უნდა დაემუქროთ, რადგან ისინი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "გრენობლს" 14 ქულით უსწრებენ. პარიზელთა და ბრიველთა დაპირისპირებაში მონაწილეობა მხოლოდ ჟვანიამ მიიღო, რომელიც თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო; მელიქიძე თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "ლიონი" და "ბაიონი". ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონმა" შინ დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში "ბორდო" - 19:16 და ახლა 28 ქულით მე-12 ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

17 ქულით ბოლო ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი", რომელმაც სტუმრად წააგო "კასტრთან" - 47;18. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

TOP14. XV ტური

ლიონი-ბორდო 19:16, პო-მონპელიე 32:27, კასტრი-ბაიონი 47:18, სტად ფრანსე-ბრივი 12:10, ტულუზი-კლერმონი 26:20, ლა როშელი-გრენობლი 40:3, ტულონი-მეტრო რასინგი 17:11

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 46 ქულა 2. ლა როშელი - 46, 3. ტულონი - 41, 4. მონპელიე - 40, 5. კასტრი - 39, 6. ტულუზი - 38, 7. ბორდო - 36, 8. მეტრო რასინგი - 36, 9. სტად ფრანსე - 33, 10. პო - 33, 11. ბრივი - 32, 12. ლიონი - 28, 13. გრენობლი - 18, 14. ბაიონი - 17.

XVI ტური

მონპელიე-ბორდო, ბრივი-გრენობლი, პო-ლიონი, ლა როშელი-კასტრი, სტად ფრანსე-ტულუზი, კლერმონი-ტულონი, მეტრო რასინგი-ბაიონი.

ინგლისის ჩემპიონატში ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. დივიზიონის ახალბედა, გიორგი ნემსაძის "ბრისტოლი" მწვრთნელის ცვლილების შემდეგ გამოცოცხლდა და ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა მოიგო. ბრისტოლელებმა ამჯერად სტუმრად ითამაშეს უშუალო კონკურენტ "სეილ შარქსთან" და მინიმალური სხვაობით, 24:23 მოიგეს. ნემსაძე განაცხადში არ იყო.

"ბრისტოლი" ახლა 12 ქულით ბოლო ადგილზეა და "სეილ შარქსს" შვიდი ქულით ჩამორჩება. ორი ქულით უსწრებს ნემსაძის გუნდის ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერი", რომელმაც შინ დაამარცხა "ჰარლიქვინზი" - 24:17. აღსანიშნავია, რომ "ვორსტერი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც მე-12 ტურში შინ მოიგო. ბრეგვაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ინგლისი. XII ტური

ნიუკასლი-ვოსფსი 30:34, ბასი-ექსეტერი 11:17, სეილ შარქსი-ბრისტოლი 23:24, გლოსტერი-ნორსჰემპთონი 12:13, ლესტერ ტაიგერზი-სარასენზი 12:16, ვორსტერი-ჰარლიქვინზი 24:17

სატურნირო მდგომარეობა

1. ვოსფსი - 47 ქულა, 2. სარასენზი - 46, 3. ექსეტერი - 38, 4. ბასი - 37, 5. ლესტერ ტაიგერზი - 32, 6. ნორსჰემპთონი - 28, 7. ჰარლიქვინზი - 28, 8. გლოსტერი - 25, 9. ნიუკასლი - 25, 10. სეილ შარქსი - 19, 11. ვორსტერი - 14, 12. ბრისტოლი - 12

XIII ტური

ნიუკასლი-ბასი, გლოსტერი-ვორსტერი, ჰარლიქვინზი-სეილ შარქსი, ნორსჰემპთონი-ბრისტოლი, სარასენზი-ექსეტერი, ვოსფის-ლესტერ ტაიგერზი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
ფაბიო ბორინი ინგლისის მე-4 ლიგის კლუბში ჩაირიცხა
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ოფიციალურად: შვედეთის ნაკრები გრემ პოტერს ჩააბარეს
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
2 ქართული ლელო და 19 ქულა ევროტურნირებზე
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების წლის ბოლო ტური
მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
რაგბი. ლეგიონის ანონსი: "ჩემპიონთა თასზე" ხუთი, "ჩელენჯ კაპზე" ათი
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ევროთასების ნახევარფინალში გავიდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა