ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩებისთვის თემურ შონიას, ბაჩანა არაბულს, საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს უხმო
ვლადიმირ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის ბათუმის "დინამოს" კაპიტანი, ნახევარმცველი თემურ შონია გამოიძახა. ცნობილი გახდა, რომ ნაკრების მწვრთნელის სიაშია სამი თბილისის დინამოელიც - ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე და ოთარ კიტეიშვილიც.

"რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. მაგარი საახალწლო საჩუქარი გამიკეთეს და ჩემი ბავშვური ოცნებები დაგვიანებით, მაგრამ მაინც ამიხდინეს. ახლა მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული, თავს როგორ გამოვიჩენ. მაგრამ ვაისმა შანსი რომ მომცა, ამისთვის მადლობელი ვარ და ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო", - ამბობს თემურ შონია.

26 წლის ფეხბურთელს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ბევრგან კაპიტანიც ყოფილა:

"ბავშვობაში ნაკრებებში ხშირად მიწვევდნენ. ბოლოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოთარ გაბელიას მწვრთნელობის დროს ვითამაშე. ეს ის პერიოდია, როცა თურქეთის ახალგაზრდულს ორჯერ მოვუგეთ და ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი გვქონდა... მაშინ გუნდში ძალიან კარგი შემადგენლობა იყო - კვასხვაძე, კვეკვესკირი, ვაწაძე, თომაშვილი, ოქრიაშვილი, ყენია, დაუშვილი, ივანიშვილი...

ეროვნულ ნაკრებში გამოძახების იმედიც რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი ლაპარაკს არ გასცდენია. ახლა კი ეს რეალური გახდა".

შონია ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე GFF AWARDS 2016-ზეც გამოარჩია: გარდამავალი ჩემპიონატის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ორი "სამტრედიის" ლიდერი გახლდათ - ბუდუ ზივზივაძე და ბაჩანა არაბული, მესამე კი ბათუმის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველი აღმოჩნდა...

- GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]

ერთი შეხედვით, სამეულში ბათუმელთა კაპიტნის მოხვედრა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ სრულიად ლოგიკური იყო, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ არჩევანს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები აკეთებენ. შონიას აღიარება შემთხვევითი ნამდვილად არ იყო. მან 14 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგი იყო და აკი გუნდის ბომბარდირიც გახდა.

2016 წელს შონია ბათუმელთა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორიც გახლდათ - ბრინჯაოს ფინალში მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა თბილისის "დინამოს":

"ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი კარგი ფეხბურთელია და ბუნებრივია, მათ შორის რომ გამოგარჩევენ და სამეულში მოხვდები, ძალიან სასიხარულოა. ამავე დროს, დიდი სტიმულიც არის და კარგია, რომ შრომა გიფასდება".

შონია ბათუმის "დინამოს" მომავალ სეზონშიც დაეხმარება:

"2016 წლის ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი მიმთავრდებოდა და ამის გამო წელიწად-ნახევრით გავახანგრძლივეთ. ასე რომ, მომავალი ჩემპიონატის ბოლომდე ბათუმის "დინამოში" ვრჩები და დიდი იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგა
დაეხმარებაო წერს ჟურნალისტი.რა მესი მახეთ ეს შონია ან კიტეიშვილი ან არაბული.ვის უნდა დაეხმარონ ცოტა არ იყოს გასაკვირია.ესენი ჩემი დიდი პატი ისცემის მიუხედავად არიან უბრალო საქართველოს პირველობის დონის ფეხბურთელები.დინამო თბილის გაუტანაო შონიამ.რა უქნია რა სასწაული?დინამო რა თქვენ გგონიათ გუნდია?ხო ნახეთ ბოლოს დარჩა ევროპის გარეთ ჩვენი დინამო და იქედან ნაკრებში მიყავთ ფეხბურთელები?ვაი ჩვენ პატრონს უბედურს.ნაკრებში იმიტო იძახებენ დინამოელებს რომ ადვილად გაიყიდონ.ფეხბურთი არავის აინტერესებს საქართველოში.დროა მივხვდეთ ამას
valderrama
მეც მაგას ვამბობ, რომ დამკვიდრებულია, და ვფიქრობ, არასწორად, მაგალითად, შეიძლება ალექსანდრე იაშვილის მასშტაბის დონის ფეხბურთელზე თქვა, დინამოს რომ ეხმარებოდა, მაგრამ შონიასადმი და დღეს ჩემპიონატის ყველა ფეხბურთელისადმი პატივისცემის მიუხედავად, არამგონია ერთიორზე მეტად ეს ფრაზა ვინმეზე სათქმელი იყოს
7777
უბრალოდ დამკვიდრებული ტერმინია "დაეხმარება" თორემ არაფერი სხვა საფუძველი არ დევს მეტი ამ სიტყვებში.. შონო კი ჩვენი გუნდის ლიდერია და წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებშივ
დემე
valderrama სავსებით მართალი ბრძანდებით. ისე ხმარობენ ფრაზა - დაეხმარება- ვითომ ესა თუ ის სპორტსმენი სასწაულებს ახდენდეს, საკმარისია მისი გუნდში გამოჩენა იმ გუნდს გამარჯვება გარატირებული აქვს.
valderrama
ერთი შესწორება დიდი მორიდებით მინდა გკადროთ: ბათუმის დინამოს "დაეხმარება" რას ნიშნავს, იმდენად დიდი ფეხბურთელია რომ ბათუმში კი არ ითამაშებს ჩვეულებრივად, არამედ რაღაც ცალკე პონტშია და დაეხმარებაა?:) ბევრჯერ მხვდება ხოლმე ეს ფრაზა საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებზე და მგონი თავში რომ აუვარდეთ ამის წამახალისებელია...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ნორვეგიამ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამარცხებს
მიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ქობულეთის საფარის დანახვაზე, კვასოვი მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!"
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
კაპიტან ჯიქიას რუსეთის ნაკრები ჯიქურ უზბეკეთსაც ვერ უტევდა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
საქართველო VS იორდანია - შეხვედრა 12 წლის შემდეგ
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გიორგი რეხვიაშვილი: ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
საქართველოს ნაკრებმა თბილისში შეკრება დაასრულა და გეზი დუბაისკენ აიღო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა იორდანიასთან ცნობილია
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
სანაკრებო თემაზე: ისინი ვლადიმირ ვაისისგან შანსს ელიან...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
რას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ