საჩუგბურთო სეზონი გახურდა
ჩოგბურთელებისთვის ახალი სეზონი 2 იანვარს დაიწყო, თან ექვს ტურნირში, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, თითქმის ყველა უძლიერესმა მოისურვა ძალების მოსინჯვა.

WTA-ის ტურნირებზე ყველაზე წარმომადგენლობითი შემადგენლობა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში შეიკრიბა, სადაც "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი გაიმართა. აქ ვიხილეთ TOP10-ის ერთბაშად ხუთი წარმომადგენელი. ყველა მათგანმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, თუმცა, შემდეგ, ზოგიერთს დანებება მოუწია.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ანჟელიკ კერბერს პირველივე მატჩში შეექმნა პრობლემები ეშლი ბარტის წინააღმდეგ, მეოთხედფინალში კი წააგო ელინა სვიტოლინასთან - 4:6, 6:3, 3:6. ნახევარფინალში უკრაინელმა ვერაფერი დაუპირისპირა ჩეხ კაროლინა პლიშკოვას - 2:6, 4:6.

ბადის მეორე მხარეს ფავორიტი გარბინ მუგურუსა იყო. მან ზედიზედ ორი რუსი - დარია კასატკინა (7:5, 3:6, 7:6) და სვეტლანა კუზნეცოვა (7:5, 6:4) გამოთიშა ბრძოლას და ნახევარფინალში მოულოდნელი მეტოქე ელოდა ალიზ კორნეს სახით. ფრანგმა მეოთხედფინალში დომინიკა ციბულკოვას დამარცხება შეძლო. სამწუხაროდ, პირველ სეტში 1:4-ზე მუგურუსამ ფეხში ტკივილი იგრძნო და კორნეს ფინალში გასვლა მიულოცა.

გადამწყვეტ მატში ფავორიტი პლიშკოვა იყო და მან ეს სტატუსი ერთ საათში დაამტკიცა - 6:0, 6:3. კარიერაში მეშვიდე ტიტული საშუალებას მისცემს ჩეხს, დღეიდან მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი გახდეს, რაც მისი კარიერის რეკორდია.

ფავორიტების კრახი ოკლენდში...

ოკლენდის ტურნირს ბევრი არ მიაქცევდა ყურადღებას, პირველ ორ ნომრად დები უილიამსები რომ არ ყოფილიყვნენ განთესილები. თუმცა, ამერიკელებს ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქში იმედგაცრუება ელოდათ.

უკვე მეორე წრეში სერენამ მსოფლიოს 72-ე ჩოგანთან მედისონ ბრენგლთან წააგო - 4:6, 7:6(3), 4:6. მარცხის ძირითადი მიზეზი გახდა უმცროსი უილიამსის მხრიდან 80 (!) უნებლიე შეცდომა. სერენამ ბოლო ორწელიწადნახევარში პირველად წააგო შეხვედრა რეიტინგის TOP70-ის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან.

ასე რომ, ბადის ზედა მხარეს გზა გაეხსნა მოულოდნელ ფინალისტს - ლორენ დევისს. მან დაამარცხა კიკი ბერტენსი, კირუმი ნარა, ბარბორა სტრიკოვა და ელენა ოსტაპენკო და ბოლო ნახევარ წელიწადში მესამედ გავიდა WTA-ის ტურნირის ფინალში.

ბადის ქვედა მხარეს ბევრი ტრავმა იყო. მაგალითად, მეორე წრეში ვერ ითამაშა ვინუს უილიამსმა. მეორე ფინალისტი ხორვატი ანა კონიუჰი აღმოჩნდა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მას ძალები არ ეყო - 3:6, 1:6. ლორენმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

...და შენჟენში

შენჟენში სამი ფავორიტი იყო - აგნიეშკა რადვანსკა, სიმონა ჰალეპი და იოჰანა კონტა. თუმცა, მათგან ნახევარფინალამდე მხოლოდ ბრიტანელმა მიაღწია.

რადვანსკას სვლა მოულოდნელად შეწყვიტა მეოთხედფინალში ელისონ რისკემ, ხოლო ჰალეპმა მეორე წრეში წააგო კატერინა სინიაკოვასთან. ამ უკანასკნელმა ტემპი არ დააგდო და ნახევარფინალში კონტასაც გაუსწორდა, რითაც ფინალში რისკეს გადაეყარა. რთულ ბრძოლაში უფრო ძლიერი ჩეხი ჩობურთელი აღმოჩნდა. მან კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა და პირველად აღმოჩნდება კლასიფიკაციის 37-ე ადგილზე. საინტერესოა, რომ ელისონ რისკემ ზედიზედ მეორე ფინალი წააგო შენჟენში.

ბრისბენი (ავსტრალია)

კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 3)-ალიზ კორნე (საფ) 6:0, 6:3.

ოკლენდი (ზელანდია)

ფინალი

ლორენ დევისი (აშშ)-ანა კონიუჰი (ხორ, 8) 6:3, 6:1.

შენჟენი (ჩინეთი)

ფინალი

კატერნია სინიაკოვა (ჩეხ)-ელისონ რისკე (აშშ, 8) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აშშ-ის ღია: ჩეხები და ამერიკელები უტევენ
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
კაროლინა პლიშკოვა: ბოლქვაძე ძალიან ნერვიულობდა, თუმცა მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა
ეშლი ბარტის გზა - ჩოგბურთიდან კრიკეტში წასვლა, დაბრუნება და "მაიამის" ტურნირის მოგება
მაიამის მასტერსზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ
US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]