"შავი ლომი" ლესტერელ "ვეფხვებს" ვერ მოერია

AutoSharing Option
რიჩარდ კოკერილის "შავმა ლომმა" მის ყოფილ გუნდ "ლესტერ თაიგერსს" "მატიოლი ვუდს უელფორდ როუდზე" ორი ლელო გაუტანა, მაგრამ თავად სამი გაუშვა და ამხანაგური შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 21:13.

ინგლისურ ტურნეზე ეს ჩვენი გუნდის მეორე და ბოლო ამხანაგური თამაში იყო. შეხვედრა წვიმის ფონზე წარიმართა, რამაც მის მსვლელობას თავისი დაღი დაასვა. პირველ ტაიმში ბურთს უმეტესად მასპინძლები აკონტროლებდნენ. შესვენების შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ანგარიში მე-7 წუთზე "შავი ლომის" საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძემ ლელოთი გახსნა. რთული პოზიციიდან გარდასახვა
ძელმა აისხლიტა. ამის შემდეგ ბურთს მასპინძლები დაეუფლნენ, საპასუხო ლელო გაიტანეს და გარდასახვით დაწინაურდნენ. ლუკა მატკავას სტუმრების წინ გაყვანა 40 მეტრიდან ჯარიმით შეეძლო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, "თაიგერსმა" კი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გარდასახული ლელო გაიტანა – 14:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში მატკავამ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა. "შავი ლომი" ინიციატივას დაეუფლა და მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარა, ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, მაგრამ მოლში მეტოქის დაცვა კარგად გაისარჯა. დასკვნით მეოთხედში მოლი უკვე მასპინძლებმა ააგორეს, რომლის შეჩერება პირველ ეტაპზე მოხერხდა, თუმცა მან ღერძი იცვალა და ინგლისელებმა უპირატესობა გაზარდეს. მახვილი კუთხიდან გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო.

დარჩენილმა დრომ სტუმრების იერიშში ჩაიარა. "ლესტერმა" სახიფათო შეტევის მოგერიება შეძლო, თუმცა "შავმა ლომმა" შერკინებაში ბურთი დაიბრუნა და თენგიზ პერანიძემ ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 21:13 ინგლისელთა სასარგებლოდ.

ამხანაგური მატჩი. ლესტერი. "მატიოლი ვუდს უელფორდ როუდი"
ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) – შავი ლომი (საქართველო) 21:13 (14:5)
შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი;

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

2 ლელო: ტაბუცაძე, პერანიძე

1 ჯარიმა: მატკავა

Rugby.ge

alt"შავი ლომი" "ლესტერისთვის" დაირაზმა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგრები ხართ. მალე მაგათი დასაგლეჯი კბილებიც ამოგივათ და მერე ვნახავ მაგათ გაწეწვას
ჟორა
18:00 07-05-2024
0
სამწუხაროდ ახალგაზრდული გუნდი იყო თითქმის მთლიანად. ვფიქრობ, მაინც არა უშავს, თუმცა უცხოურ პრესაში, ჩემდა გასავირად ამ სედეგს ჩვენთვის "საშინელი" უწოდეს. ალბათ იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უფრო სერიოზულად აღგვიქვამდნენ და მეტს ელოდებიან ჩვენგან. შარშან თელავივმა სარაცენსის აალოგიური შემადგენლობა დაამარცხა. კარგი იქნებოდა ეჩვენებინათ თუნდაც ჩანაწერი. ძალინა მაინტერესებს მატჩის ნიუანსები და თითოეული მოთამაშის შესრულება
რეზო
20:33 04-05-2024
0

სიახლეები პოპულარული