შეიძლება "ლელო" არ იყო მსოფლიო პიონერთა შორის, მაგრამ არც დიდად ჩამორჩებოდა მათ
2017 წლის 12 იანვარს გაზეთი "ლელო" მე-15 000 ნომრის გამოსვლას ზეიმობს.

- 1934 წლიდან დღემდე - გაზეთი "ლელო" მე-15 000 ნომრის გამოსვლას აღნიშნავს

სპორტული გაზეთების სათავეებთან

მას მერე, რაც საღვთო რომის იმპერიამ სტრასბურში, გერმანულ ენაზე მსოფლიოში პირველი გაზეთი გამოსცა (რომელსაც ლამის ერთაბზაციანი სახელი ერქვა), ბევრმა წყალმა ჩაიარა. უფრო ზუსტად კი, თითქმის 412 წელიწადი გავიდა.

კიდევ კარგა ხანი დასჭირდა მსოფლიოს იმისთვის, რომ გაზეთი სპორტული ამბების აღსაწერად გამოეყენებინა. რა თქმა უნდა, სპორტს მანამდეც აშუქებდნენ, მაგრამ ეს ამერიკელი გამომცემლის, ჯოზეფ პულიცერის იდეა იყო, სპორტული პუბლიკაციებისთვის ცალკე გვერდები ყველასგან აღიარებულ გამოცემებშიც დაეთმო. მან ეს იდეა თავისივე "ნიუ იორკ უორლდში" განახორციელა.

თავიდან ამერიკაში სპორტულ თემაზე მწერალ ჟურნალისტებს კოლეგები დაცინვით "თოჯინების განყოფილების" წევრებს ეძახდნენ და მათ სერიოზულად არც აღიქვამდნენ, მაგრამ უშუალოდ სპორტის განვითარებამ სხვადასხვა ქვეყანაში, ოლიმპიური მოძრაობის აღორძინებამ, ბევრი რამ შეცვალა. შემდგომ სპორტი პროფესიულ რელსებზე გადავიდა და თანამედროვე მედიის სოლიდური ნაწილი უკავია სპორტულ თემატიკას და მისი გავლენა კიდევ უფრო იზრდება.

დღეისათვის სპორტს გამოცემათა ნაწილი მთლიანად უძღვნის თავს, როგორც მაგალითად, გაზეთი "ეკიპი" საფრანგეთში, "გაზეტა დელო სპორტი" იტალიაში, "მარკა" ესპანეთში, როგორიც იყო "სპორტინგ ლაიფი" (რომელიც აღარ ფუნქციონირებს, როგორც გაზეთი და მხოლოდ ინტერნეტში არსებობს) ბრიტანეთში, თუნდაც "ლელო" საქართველოში.

ამერიკაში სპორტულ თემაზე ჟურნალები გამოიცემა "სპორტს ილუსტრეიდი" და "სპორტინგ ნიუსი". არსებობს სპორტული რადიოები და ტელევიზიები, "ევროსპორტი", TSN და ESPN. მოკლედ, ახლა სპორტული მედია მთელი ინდუსტრიაა. მაგრამ ასე სულაც არ იყო 1934 წელს, როცა "ლელო" (მაშინ "საქართველოს ფიზკულტურელი") პირველ ნაბიჯებს დგამდა.

შეიძლება "ლელო" არ იყო მსოფლიო პიონერთა შორის, მაგრამ არც დიდად ჩამორჩებოდა მათ.

სპორტული ჟურნალისტები ხშირად სპორტის ისტორიის დამწერებიც არიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად, ბეისბოლის ლიგა ამერიკაში 1980 წლამდე ეყრდნობოდა სპორტულ ჟურნალისტთა წარმოებულ სტატისტიკას, რადგან თავად ამას არ აწარმოებდა.

სპორტული ჟურნალისტიკის სათავეები, რა თქმა უნდა, მაინც ინგლისშია, სადაც დაიბადა კიდევაც სპორტის პოპულარული სახეობები: ფეხბურთი, რაგბი, კრიკეტი...

მე-20 საუკუნის დასაწყისში "მანჩესტერ გარდიანმა" ცნობილი მწერალი ნევილ კარდუსი დაიქირავა კრიკეტის მატჩების გასაშუქებლად. კარდუსი იმავე გაზეთში მუსიკის კრიტიკოსიც იყო და ეს საქმე იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ სერის წოდებაც მიიღო.

როცა 1908 წელს ლონდონში პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მაგალითად, "დეილი მეილმა" მარათონის გაშუქება სერ არტურ კონან დოილს მიანდო!

და არც შემცდარა: ფინიშის ხაზზე მართლაც საოცარი რამ მოხდა, სტადიონზე პირველმა იტალიელმა დორანდო პიეტრიმ მიირბინა, მაგრამ ისე იყო ქანცგაწყვეტილი, რომ მიმართულება შეეშალა, სანამ არ მოაბრუნეს, შემდეგ კი რამდენჯერმე დაეცა, თუმცა დახმარების წყალობით წამოდგომა შეძლო და მარათონი პირველმა დაასრულა. პიეტრის დისკვალიფიკაციის შემდეგ კონან დოილმა სტატიაში დაწერა: "იტალიელის შესანიშნავი ასპარეზობა არ უნდა წაიშალოს სპორტის ისტორიიდან და არა აქვს მნიშვნელობა, რას გადაწყვეტენ მსაჯები".

მწერლის წერილით აღფრთოვანებულმა დედოფალმა ალექსანდრამ იტალიელ მორბენალს სპეციალური, ვერცხლის თასი მიანიჭა.

დიახ, სპორტული გაზეთები ქმნიდნენ სპორტის ისტორიას და ამის ნათელი მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისში "ლ აუტოს" ("ეკიპის" წინამორბედი) მიერ დაარსებული ველომარათონია, რომელიც ქვეყნის გარშემო უნდა გამართულიყო - ასე მიიღო მსოფლიო სპორტმა ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა "ტურ დე ფრანსი".

სპორტინგ ლაიფი

ნებისმიერ სპორტის გულშემატკივარს ჰკითხეთ და გიპასუხებთ - "სპორტინგ ლაიფი" ძალიან პოპულარული ვებსაიტია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ 1859 წლიდან მოყოლებული, 1998 წლამდე, ის გაზეთის სახით არსებობდა და საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბრიტანელ სპორტის მოყვარულებს. თავიდან ის პენსი ღირდა და ოთხშაბათობით და შაბათობით გამოდიოდა. 1883 წლიდან კი გახდა ყოველდღიური გამოცემა.

"სპორტინგ ლაიფი" იყო საუკეთესო, მაგრამ არა ერთადერთი და პირველი სპორტული გაზეთი ბრიტანეთში. მაგალითად, მან შეიძინა და შეიერთა კონკურენტი "ბელს ლაიფ ინ ლანდნ", რომელიც 1822 წლიდან (!) გამოიცემოდა. "სპორტინგ ლაიფს" დიდი კონკურენციის დაძლევა დასჭირდა - მაშინ ინგლისში გამოიცემოდა - "სპორტინგ ტაიმსი", "სპორტსმენი", "ფილდი", "პირს იგანს ლაიფ ინ ლანდნ" და ბევრი სხვა. ინგლისში სპორტული პრესა ყვაოდა - მე-19 საუკუნის ერთ-ერთი გამოთქმის თანახმად, კვირაობით ინგლისში ვერც ერთი ჯენტლმენი გრძნობდა თავს სრულყოფილად, თუ ჯიბეში "ბელს ლაიფი" არ ედო.

1998 წელს "სპორტინგ ლაიფი" "რეისინგ პოსტთან" გაერთიანდა, გამოცემასთან, რომელიც ცხენების დოღებსა და ფსონებზე სპეციალიზდება, თავად კი ინტერნეტის სამყაროში გადაინაცვლა.

აი, ასე, გამოცემა, რომელიც დედა დედოფლის საყვარელი გაზეთი გახლდათ, გაქრა ბეჭდური მედიიდან. საოცარია, მაგრამ იქ, სადაც მე-19 საუკუნეში სპორტული პრესა ყვაოდა, ახლა ერთი სუფთა სპორტული გაზეთიც აღარ დარჩა ("რეისინგ პოსტს" და სხვა ერთ სახეობაზე სპეციალიზებულ გამოცემებს ვერ ჩავთვლით ასეთებად). თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სპორტული ჟურნალისტიკა ბრიტანეთში მოკვდა. ყოველდღიურად სპორტს მთელი განყოფილებები ეძღვნება ყველა მოწინავე გაზეთში, ისე, როგორც ეს აშშ-შია.

ეკიპი

"ლ ეკიპ" ფრანგულად გუნდს ნიშნავს, აქედან არის გაზეთის სახელწოდებაც. ის ყველაზე ცნობილი ფრანგული სპორტული ყოველდღიური გაზეთია.

გაზეთი "ეკიპი" 1946 წელს დაარსდა, თუმცა მისი წინამორბედი იყო გაზეთი "ლ აუტო ველო", "ლე ველო" 1892 წელს დაარსდა და სპორტულ პუბლიკაციებს სკანდალურ პოლიტიკურ სიახლეებსაც ურევდა.

რატომ არ ითვლის "ეკიპი" თავის ისტორიას მე-19 საუკუნის ბოლოდან? საქმე იმაშია, რომ 40-იან წლებში "აუტო" გერმანული კონსორციუმის ხელში გადავიდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმ გაზეთებს, რომლებიც ნაცისტებისთვის შრომობდნენ, უბრალოდ, აეკრძალათ ფუნქციონირება.

1946 წელს "აუტოს" ნაცვლად მისსავე ოფისიდან "ეკიპი" გამოვიდა. ერთი, რისი უფლებაც ახალ გაზეთს არ მიეცა - ყვითელი ფერის ქაღალდის გამოყენება იყო, რომელიც ასე ძლიერ ასოცირდებოდა "აუტოსთან" (სხვათა შორის, ამის გამო არის ლიდერის კვართი "ტურ დე ფრანსზე" ყვითელი ფერის), - "ეკიპი" თეთრ ქაღალდზე გამოვიდა.

1980 წლიდან მოყოლებული, "ეკიპი" შაბათობით ჟურნალ "ეკიპს" უშვებს. 1998 წლიდან კი "ეკიპ ტვ" მაუწყებლობს.

გაძეტა დელო სპორტი

რა არის იტალიური ბარების საერთო დეტალი? ყავის ფინჯანი და ვარდისფერი სპორტული გაზეთი თითოეულ მაგიდასთან - ეს "გაძეტა დელო სპორტია", 1896 წლის 3 აპრილიდან გამომავალი მილანური გაზეთი. პირველი გაზეთი გამოვიდა იმიტომ, რომ ათენის ოლიმპიური თამაშები გაეშუქებინა. ამ გაზეთმა 1907 წელს "ჯირო დ იტალია" დააარსა.

დღეს "გაძეტა" 400-ათასიანი ტირაჟით (ორშაბათის ნომერი კიდევ უფრო დიდტირაჟიანია) გამოდის, შაბათობით კი გაზეთთან ერთად იყიდება ჟურნალი "სპორტვიქი".

"გაძეტამ" დიდი როლი ითამაშა სერია A-ს სკანდალის გამოძიებაში (2006), რასაც ტურინის "იუვენტუსის" დაქვეითება მოჰყვა.

"გაძეტა" არის მსოფლიოში ყველაზე ძველი სპორტული გაზეთი, რომელიც ისევ ცოცხალია.

კიკერი

"კიკერი" საქვეყნოდ ცნობილი გერმანული სპორტული ჟურნალია, რომელიც 1920 წლიდან გამოიცემა. ის გაზეთთა კატეგორიას ვერ აკმაყოფილებს, თუმცა თავისი ფორმატით და შინაარსით ახლოს დგას მასთან.

მარკა

"მარკა" არათუ ყველაზე პოპულარული სპორტული გაზეთია ესპანეთში, არამედ მას ყველაზე მაღალი ტირაჟი აქვს იბერიის ნახევარკუნძულზე არსებულ ყველა გაზეთს შორის. ასეთი პოპულარულია სპორტი ესპანეთში. მადრიდული გამოცემა დიდ ყურადღებას უთმობს ფეხბურთს და განსაკუთრებით, მადრიდის "რეალს".

გვინდა გითხრათ, რომ "მარკა" ლელოზე ოთხი წლით უმცროსია - მისი გამოცემა დაიწყო 1938 წლის დეკემბრიდან. 1967 წლიდან მადრიდში "მარკას" უდიდესი კონკურენტი გამოუჩნდა "დიარიო ას"-ის სახით.

ესპანეთში ყველაზე ძველი სპორტული გაზეთი კი "ელ მუნდო დეპორტივოა", რომელიც 1906 წლიდან გამოიცემა.

ა ბოლა

"ა ბოლა" პორტუგალიური სპორტული გაზეთია (ნიშნავს ბურთს), რომელიც 1945 წლიდან გამოიცემა.

სოვეტსკი სპორტი

რუსული "სოვეტსკი სპორტი" 1924 წელს დაარსდა, თუმცა 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანების დასაწყისში არ გამოიცემოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
დახვეწილი ყაჩაღობა? როგორ გახდა "ლელოს" საპატიო რედაქტორი რიოში თაღლითობის მსხვერპლი
გაზეთ "ლელოს" 2015 წლის სპორტსმენის გამოსავლენ გამოკითხვაში მამუკა გორგოძე ლიდერობს
"ᓚᕔᓚᕝᕛᕓᕔ" ᕓᓐ "ᓚᕔᓚᕝᕡ" ᓨᓔᓛᓓᓔᕒ - ᕡᓞᕝᓠᓢᓣᓚᓘ ᓒᓐᓖᓔᓗᓔᓑᕘᕡ ᕡᓐᕗᓐᕕᓔᓔᓑᕗᓐᓜ
1934 წლიდან დღემდე - გაზეთი "ლელო" მე-15 000 ნომრის გამოსვლას აღნიშნავს
"ლელომ" ზაზა ფაჩულიას 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული ჯილდო გადასცა
ზაზა ფაჩულია გაზეთ "ლელოს" ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია!
გიორგი ქვილითაია: ახლა მხოლოდ "დინამოზე" ვფიქრობ