შემეშვით რა, "დორტმუნდშიც" მშვენივრად ვარ!
12:02. დავიწყოთ მარკუს რაშფორდის ამბით. საკვირაო "სანი" წერს, რომ "სევილიამ" ინტერესი გამოთქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის მიმართ და მზადაა, მოლაპარაკებებიც წამოიწყოს. ჟოზე მოურინიოს გუნდში დიდი კონკურენციაა და 19 წლის ბიჭს ესპანური გამოცდილება შეიძლება წაადგეს კიდეც. არ არის გამორიცხული, მხარეები ნახევარწლიან იჯარაზე მორიგდნენ.

12:16. კიდევ ერთი ამბავი, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედია" გარეული - ჟოზე მოურინიო "ატალანტას" ნახევარმცველ ფრანკ კესით დაინტერესებულა. სპეციალისტები 20 წლის კოტდივუარელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

12:20. როგორც შვედური გამოცემა "აფტონბლადეტი" წერს, "რეალი" კონტრაქტს გაუფორმებს აიკ-ის (სტოკჰოლმი) ფორვარდ ალექსანდერ ისაკს. "ლოს ბლანკოსი" 17 წლის ტალანტში 10 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

12:25. 12-წლიანი პაუზის შემდეგ ალექსანდრ სამედოვი მოსკოვის "სპარტაკში" დაბრუნდა. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

12:32. ჩემპიონშიფის ბინადარი "ასტონ ვილა" პრემიერლიგური "უოტფორდის" ნახევარმცველ ადლენ გედიურას უმიზნებს. თუ გარიგება შედგა, 31 წლის ალჟირელი ბირმინგემელებს 3,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

12:41. ფილ იაგიელკა მზადაა, "ევერტონი" დატოვოს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ამ ზამთარს მოხდება. "სქაი სპორტი" გვამცნობს, რომ რონალდ კუმანი, ყოველი შემთხვევისთვის, თადარიგს იჭერს და უკვე ეძებს ცენტრალურ მცველს, რომელიც 34 წლის იაგიელკაზე გაცილებით ახალგაზრდა იქნება. ვარაუდობენ, რომ ინგლისის ნაკრების მცველზე უარს არ იტყვიან "სანდერლენდი" და "ვესტ ჰემი".

12:50. პიერ-ემერიკ ობამეიანგს ეტყობა ყელში ამოუვიდა მუდმივი ჭორაობა მის მადრიდულ ტრანსფერზე და ჟურნალისტებს მკვახედ შემოუძახა - შემეშვით, "დორტმუნდშიც" მშვენივრად ვგრძნობ თავსო!

12:55. სადაცაა ალი სისოკო "ასტონ ვილადან" იჯარით ბერძნულ გრანდ "ოლიმპიაკოსში" გადავა.

13:04. "ფრანს ფუტბოლმა" გვამცნო, რომ პსჟ "ვოლფსბურგის" მცველ რიკარდო როდრიგესს ყიდულობს. ოღონდ დაცვის ხაზი დაალაგოს და, უნაი ემერის 25 მილიონი ევროც არ ენანებაო, - წერენ ფრანგი ჟურნალისტები. ისე, ეს როდრიგესი მარტო პარიზელებს როდი მოსწონთ - 24 წლის შვეიცარიელს "ინტერიც" ეპატიჟება, მაგრამ ეგ არის, რომ მილანელები 22 მილიონზე მეტს ვერ იმეტებენ.

13:20. "სქაი სპორტის" ინფორმაციით, ბოიან კრკიჩი "სტოკ სიტის" დატოვებას აპირებს. არადა, მარკ ჰიუზი ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს 26 წლის ფორვარდი, რომელშიც "მიდლსბრო" 13.5 მილიონ ევროს იძლევა.

13:35. ოფიციალური ინფორმაცია გერმანიიდან - "შალკემ" 27 წლის ბრაზილიელი მცველი ჟუნიორ კაისარი "ისთანბულში" გაუშვა. ბულგარული (ამ ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს) "ლუდოგორეცის" ყოფილმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბში 25 მატჩი ჩაატარა, თურქულმა კლუბმა კი მასში 3 მილიონი ევრო გაიღო.

13:43. ესპანური as-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტიმ უკვე მოუძებნა შემცვლელი "ბაიერნიდან" მიმავალ ჩაბი ალონსოს. ეს იქნება იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი (18 მატჩი და 1 გოლი იტალიის ნაკრებში), ვინც პსჟ-ის მწვრთნელ უნაი ემერისგან მაინცდამაინც დიდი ნდობით ვერ სარგებლობს. ისე, 24 წლის ფეხბურთელს სამშობლოშიც ("იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი") ეპატიჟებიან და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

13:50. "ევერტონი" მზადაა, 33 წლის კოტდივუარელი ფორვარდი არუნა კონე "ქუინზ პარკს" (ჩემპიონშიფი) იჯარით დაუთმოს.

13:57. სატრანსფერო ამბები ჩინური კლუბების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. აგერ, "ეკიპი" წერს, რომ "მონაკომ" უარით გაისტუმრა "ტიანძინი", რომელიც რადამელ ფალკაოში 51 მილიონ ევროს იძლეოდა.

14:15. "სანი" წერს, რომ დიეგო კოშტა მზადაა, მოელაპარაკოს "ჩელსის" ახალ კონტრაქტზე, შეურიგდეს ანტონიო კონტეს და დაივიწყოს ჩინეთი.

14:22. არიენ რობენმა "ბაიერნთან" კონტრაქტს 2018 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა.

14:32. ლუკას პიაზონმა, რომელიც ჯერჯერობით არ სჭირდება "ჩელსის", "ფულჰემთან" საიჯარო კონტრაქტი გააგრძელა. ამ კლუბში 22 წლის ნახევარმცველს გაცილებით უკეთ მისდის საქმეები - 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

14:48. დღეს გელზენკირხენიდან მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციები მოდის. აი, კიდევ ერთი - "მაღაროელებმა" 19 წლის მარჯვენა მცველი ფილ ნოიმანი "ინგოლშტადტში" გაანათხოვრეს.

15:22. "ვოლფსბურგის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ყურადღების ცენტრში - "ბილდის" ინფორმაციით, ანტონ დონკორი "ასტონ ვილას" სურს. 19 წლის ახალგაზრდაში სტივ ბრუსი თურმე დიდ ტალანტს ხედავს.

15:30. რაიან გიგზი, შესაძლოა, ევროპის ოდინდელ გრანდს, "ნოტინგემ ფორესტს" ჩაუდგეს სათავეში.

15:36. პატრიკ ბემფორდი "ჩელსიდან" იჯარით "მიდლსბროში" გადადისო, გვაუწყებს "ტელეგრაფი". უცნაურია, რომ 23 წლის ფეხბურთელს, რომლის სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონ ევროს აღწევს, "არისტოკრატებში" ჯერ ერთი მატჩიც არ უთამაშია, ისე ანათხოვრებენ აქეთ-იქით.

16:17. "სანის" ინფორმაციით, დიმიტრი პაიეს მეუღლე უკვე მარსელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონში დიდხანს აღარც თავად ფეხბურთელი დარჩება. მოკლედ, პაიეს "მარსელში" ტრანსფერი ძალიან ახლოსაა.

16:27. სემ ელარდაისი ამბობს, რომ "კრისტალ პალასსა" და "არსენალს" შორის მიღწეულია შეთანხმება კარლ ჯენკინსონის იჯარასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 24 წლის მცველმა ამავე წესით ორი წელი "ვესტ ჰემში" გაატარა.

16:49. მესუთ იოზილმა "არსენალის" უფროსობას უთხრა, რომ არ არის წინააღმდეგი, ლონდონში დარჩეს. ამით გერმანელმა შემტევმა არსენ ვენგერს მიანიშნა, რომ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

17:15. იტალიელმა ფორვარდმა სიმონე ძაძამ, რომელსაც "ვესტ ჰემში" კარიერა ვერ აეწყო, "ვალენსიაში" ამოჰყო თავი. 25 წლის ფეხბურთელი "ჩაქუჩებმა" "მესტალიაზე" ნახევარწლიანი იჯარით გაუშვეს.

17:27. "ფუტბოლ იტალიას" თუ დავუჯერებთ, არსენ ვენგერს უფროსებისთვის უთხოვია, როგორმე "მილანისგან" მბაი ნიანგი ვიყიდოთო. არადა, 22 წლის ფორვარდს ამ სეზონში გოლი არ აქვს გატანილი...

17:46. "ვესტ ბრომვიჩი" "ჰალს" ჯეკ ლივერმორზე მორიგებას სთხოვს. 25 წლის ნახევარმცველი 11,3 მილიონ ევროდ ფასობს.

17:57. ესპანური "გრანადას" თავდამსხმელი დავიდ ბარალი კვიპროსულ გრანდ აპოელ-ში გადავიდა.

18:00. ჩემპიონშიფის ბინადარი "ბირმინგემი" სუონსელ უეინ რუტლიჯს უმიზნებს. 32 წლის ნახევარმცველს "გედებში" 160 მატჩი (13 გოლი) აქვს ჩატარებული.

18:10. "სანი" ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ სიტის" ივან რაკიტიჩი აინტერესებს. ერთ-ერთი ვერსიით, "ბარსელონას" აწყობს ხორვატი ნახევარმცველის გაყიდვა, რადგან ამით სახელფასო ფონდიდან იმ თანხის გამოთავისუფლებას შეძლებს, ლიონელ მესისთვის ჯამაგირის მომატებას (ახალი კონტრაქტით) რომ უნდა მოხმარდეს. მაგრამ ვიმეორებთ - ეს მხოლოდ ვერსიაა.

18:22. "რომა" ჩარლზ მუსონდას აკვირდება. "ბეტისში" იჯარით მოთამაშე 20 წლის შემტევი ნახევარმცველი "ჩელსის" საკუთრებაა.

18:45. "უოტფორდს" "ფიორენტინადან" მაურო სარატე მიჰყავს. 29 წლის ფორვარდს "იებში" 21 მატჩი (4 გოლი) აქვს ჩატარებული.

19:52. "ჩელსიმ" უარით გაისტუმრა პსჟ, რომელიც მიჩი ბატშუაის ყიდვას ცდილობდა. 23 წლის ფორვარდი ჯერ კიდევ სჭირდება ანტონიო კონტეს, ხოლო ფულს რაც შეეხება, "არისტოკრატებს" ამ მხრივ ისე არ უჭირთ, პერსპექტიული მოთამაშის გაყიდვას რომ დახარბდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კირკიტა
მგონი ძაძა იუვეს ეკუთვნის და არა ვესტ ჰემს. სევილიაში მანჩესტერზე ნაკლები კონკურენციაა?! დღეს სევილია გაცილებით აწყობილი გუნდია - ცხრილს მაინც ჩახედოს მავანმა.
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
წარმოუდგენელი კადრები - როგორ დახვდნენ გატუზოს "ჰაიდუკში" გადასულ ივან რაკიტიჩს ხორვატი ფანები [VIDEO]
ლა ლიგა: "სამეფო კლუბი" "მესტალიაზე" დაეცა [VIDEO]
უქმეების ყველაზე საინტერესო ტრანსფერები
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
"ᓠᓘᓕᓔᓠ ᓞᓚᓔᓘᓢᓘ" ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕐ
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
რაკიტიჩი საუდის არაბეთიდან კარიერას სამშობლოში გააგრძელებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
Gazzetta dello Sport: "მილანი" 27 წლის იტალიელ ფორვარდს იმატებს
"მილანი" გაძლიერებას "ვალენსიას" ფორვარდით აპირებს
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ტრანსფერ ONLINE: 12 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
სავარაუდოდ დიეგო კოშტა სათამაშოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდება
"კარგი ხარ, ლუკაკუ!" - რაკიტიჩმა რომელუს დასცინა
რაკიტიჩი საუდის არაბეთის კლუბში გადავიდა
"ღამე ერთ ოთხაში გავათიოთო... ვუთხარი, შენი უკანალით ნუ მაცდუნებ-მეთქი..." - დიეგო კოშტა ჰალკზე
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, პრიმერა დივიზიონს, ევროპის ლიგასა და ევროპის ჩემპიონატს - რაკიტიჩის პროგნოზები
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გატუზო რაკიტიჩს "ჰაიდუკში" უხმობს
კევინ გამეირო "ვალენსიაში" გადავა, ნიკოლა კალინიჩი კი "ატლეტიკოში"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
ᓐᓠᓒᓔᓜᕢᓘᓜᓐ. ᓢᕝᓠᓜᕔᕝ ᕤᕘᕜᓐᓚᓘ. XVII ᓢᕣᓠᓘ: ᓡᕐᓜᓐᓮᓐᕝᓑᓐ "ᓛᕝᓜᓣᓛᕔᕜᓢᓐᓚᓖᕔ"
ᓐᓠᓒᓔᕜᓢᓘᓜᓐ. ᓢᓝᓠᓜᓔᓝ ᕤᓘᓜᓐᓚᓘ. XVIII ᓢᓣᓠᓘ: ᓔᓠᓗᓘ ᓜᓐᓑᓘᕯᓘ ᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᓝᕑᓐᓛᓓᓔ