საინტერესოა, უყურებენ თუ არა ამ შეჯიბრებას ქართული კლუბების სელექციონერები?
გაბონში აფრიკის თასი დაიწყო. დაიწყო ისე, როგორც ყოველთვის - გვარიანი მოულოდნელობებით. ეგაა, წლეულს იმაზე მეტი გოლი გადის საწყის ეტაპებზე, ვიდრე ადრე, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის მთავარი...

მე სხვა რამ მაინტერესებს. კითხვა წერილის დასაწყისშივე უნდა დავსვა: საინტერესოა, უყურებენ თუ არა ამ შეჯიბრებას ქართული კლუბების სელექციონერები? მერე რა, რომ ტრადიცია დაირღვა და "ევროსპორტი" აღარ გვანებივრებს პირდაპირი რეპორტაჟებით. გული გულობდეს და, ყურება სხვა გზითაც შეიძლება. თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ადრე უყურებდა რომელიმე ჩვენებური სელექციონერი...

მოდით, შევთანხმდეთ: თუ ჩვენმა კლუბებმა არ შეწყვიტეს ათასჯერ გატკეპნილი გზით სიარული, თუ ისევ ერთ წრეზე ვიარეთ და საქართველოს ჩემპიონატში ახალი კადრები არ მოვიძიეთ, თითო-ოროლა ტალანტის გამოჩენა ვერ გვიშველის და ჩვენი პირველობის დონე კიდევ უფრო დაეცემა, ან იგივე დარჩება. წესით, ეს არ უნდა გვაწყობდეს.

გასაგებია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი კლუბები ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ფეხბურთელების იმპორტზე, მაგრამ დღეს ჩვენს ფეხბურთში ისეთი ვითარებაა, რომ გასაყიდიც ბევრი აღარავინ არის. კლუბისთვის კი, წესითა და რიგით, სულერთი უნდა იყოს, ლეგიონერს გაყიდის თუ ადგილობრივ ფეხბურთელს.

თავიდანვე უნდა დავწეროთ: ჩვენ სულაც არ ვართ იმის მომხრე, რომ საქართველოს ჩემპიონატში უმრავლესობა ლეგიონერები იყვნენ და აქაური ტალანტები ჩრდილში მოექცნენ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი ახლა ისეთ დღეშია, "ჩინეთიზაცია" ნამდვილად არ ემუქრება. ნიჭიერებიც თითებზე დაითვლებიან...

ლეგიონერები ადგილ-ადგილ მაინც ჩნდებიან ქართულ გუნდებში და, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი სათამაშო ოსტატობის დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აფრიკის თასზე კი ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელის მოძიება შეიძლება, რომლებიც ძალიან გამოადგებიან ქართულ კლუბებს.

მაგალითად, უგანდის ნახევარი ნაკრები შინ თამაშობს. მავანმა, შესაძლოა, ცხვირი აიბზუოს, სად უგანდა და სად ფეხბურთიო, მაგრამ დროა, ძველ სტერეოტიპებს ჩამოვეხსნათ. უგანდის ნაკრები, ფაქტობრივად, აღარ აგებს აფრიკულ გრანდებთან და სიტუაციას მნიშვნელოვნად ვერც ის შეცვლის, თუ ეს გუნდი წარმატებით ვერ ითამაშებს აფრიკის თასზე. უგანდამ, ზიმბაბვემ და სხვებმა ამოცანა შეასრულეს. ისინი უკვე იქ არიან, საუკეთესოთა შორის. და იქ არ არის ნიგერია, თავისი ახალი და აფრიკის კვალობაზე მართლა მაგარი ვარსკვლავებით.

ეს ახლა შეიძლება საქართველოში მათი იაფად ჩამოყვანა, თორემ მერე შეუძლებელი იქნება. ჩვენ თვალწინ გვაქვს გაბონის მაგალითი. სანამ ამ ქვეყნის ფეხბურთელებს ევროპა კარგად გაიცნობდა, ისინი საქართველოში მოდიოდნენ სათამაშოდ.

აფრიკულ ქვეყანას, რომელსაც საფეხბურთო თვალსაზრისით კარგად არ იცნობენ, ტრამპლინად ნაკლებად ცნობილი ევროპული, თუნდაც პატარა ქვეყანა სჭირდება. გაბონისთვის, რაღაც მომენტში, ეს ტრამპლინი იყო საქართველო და ამით ჩვენ მოვიგეთ.

ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი... პიერ-ემერიკ ობამეიანგზე, აბა, რა უნდა ვთქვათ და, სწორედ ამ ქვეყნებში თამაშობენ გაბონის ნაკრების ფეხბურთელები. არადა, ერთი ხანობა, ნახევარი ნაკრები აქ, საქართველოში გვყავდა. ვერავინ იტყვის, რომ პოლ კესანი, დიდიე ოვონო, ერნესტ აკუასაგა და ჯორჯ აკირემი ცუდი ფეხბურთელები იყვნენ. ეს კი არა, დღეს მათი დონის მოთამაშეები სანთლით არიან საძებარნი საქართველოს ჩემპიონატში.

ასეა, ფეხბურთში დროს შერჩევა სჭირდება ისევე, როგორც ცხოვრებაში. დააგვიანებ და ჩამორჩები მატარებელს. რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდებს იოლი გზით სიარული ურჩევნიათ. ჩვენთან ტრანსფერი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, წლებია, აღარ განხორციელებულა.

ფეხბურთელს ამოეწურება კლუბთან ეფემერული კონტრაქტი. დაურეკავს მეორე, ოდნავ უფრო უზრუნველყოფილი კლუბი, დაჰპირდება რამდენიმე ასეული ლარით მეტს და წაიყვანს თავისთან. ესაა ჩვენი კლუბების მენეჯმენტი თავიდან ბოლომდე.

დღეს ერთს აქვს ცოტა მეტი ფული, ხვალ - მეორეს ექნება და ვბრუნავთ ასე ერთ წრეზე.

და მაინც, აფრიკის თასისთვის ხომ არ გვეყურებინა?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamulo
ხალხნო რით ვერ გაიგეთ!!!ქვეყანას ეკონომიკა არა აქვს,850 000 პენსიონერს პენსია არა აქვს,(პრემიერმა თქვა მგონი--პენსიონრებს სოციალური დახმარება გაქვთ და არა პენსიაო)ნახევარზე მეტი ქართველი უმუშევარია და წელიწადში 300 ბავშვი შიმშილით გვიკვდება. რომელ ჩვენსავით დაქცეულ ქვეყანაში ნახეთ აყვავებული Fეხბურთი??? Fეხბურთი სანახაობაა, ხალხი კი შიმშილით გვიკვდება,თქვენ კი მილიონიან დაფინანსებაზე ლაპარაკობთ.ღმერთი მაინც არ გწამთ????
ფონდის თემა
ფული მისცენ კლუბებს მაგაზე საუბარი არარის, ჯერ ის ფული მისცენ კლუბებს ხლფასები რომ დაარიგონ, ოჯხები ყავთ ფეხბურთელებს და ყვლას თავისი კუთვნილი უნდა და ნაშრომი! საბაზისო მილიონი ლარით რომ ჩვენ ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთი ვერ განვითარდება ამას დიდი ბჭობა არ ჭირდება! გადაიყვანეთ ეგ ერთი მილიონი ლარი დოლარის კურსში და ნახავთ რას მიიგებთ?! რა ლეგიონერების ჩამოყვანაზეა საუბარი სასაცილო თანხებით!
11
ბატონო ალეკო, გულშემატკივრები გთხოვთ იქნებ ზესტაფონის საკითხზე ინტერვიუ გააკეთოთ როგორც ფედერაციასთან, ისე გუნდის ხელმძღვანელობასთან და ჰკითხოთ ორივე მხარეს რას აპირებენ და სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე
fondis temaze
შეხედილიც არის და გადახედილიც. დაწერა ამ კაცმა ეს პროექტი იყო ბელარუსშიო და დალია ჩაილურის წყალიო და ახლა მაგ ვერ მოგცემს ფულს
lasha
კარგი სტატიაა ჩემი სათქმელიც ეგაა და ალბათ ყველა ნორმალურად მოაზროვნის.ჩვენ ვერ ვიყენებთ ჩვენს პრივილეგიას რომ ვართ ევროპის საფეხბურთო წევრი ანუ ჩვენი ჩემპიონატი იდზლევა იმის საშვალებას რომ აფრიკიდან და დავამატებ ბრაზილიის კლუბებიდან იაფად გადმოვიბიროდ ფეხბურთელები მათვის მართლაც ტრამპლინია საქართველო.თითო გუნდმა ერთი ტალანტიც რომ ნახოს ეს მთელი მათი ორი წლის ბიუჯეტია მინიმუმ, სარფიანად გაყიდვით.სამწუხაროდ ჩვენს კლუბებში უვიცების პარადიაა.
Aleko kakauridzes
ჯერ ამ სტატიას სანამ დაწერ, კეთილი ინებე და ქართული ფეხბურთის განვითარების ( განვითარება არა პირიქით...)ფონდში შეიხედ რა დღეში არის მთლიანი ქართული კლუბების უმრავლესობა!!!! მენეჯმნენტი მართლაც ნული!!! არასწორი მიდგომა და უამრავი დამატებითი ფინანსური პრობლემები!!!
შოკირებული გულშემატკივარი
თანამედროვე ფეხბურთი სხვა მიმართულებით მიდის და ქართული ფეხბურთი სხვა მიმართულებით:)))
W-s
თვენ დასკვნას ჩვენი ადგილმდებარეობის შესახებ, სრულად ვეთანხმები.
w
ძალიან საჭირო სტატიაა, 20 წელია ამას ვიძახი, მაგრამ აუჩემებიათ ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი ბიჭებიო და ამ ლეგიონეროფობიის გამო კი ვხედავთ რომ ვართ ტ$&#ში!
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
ობამეიანგი კარიერას "მარსელში" გააგრძელებს
ობამეიანგს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
"ბარსელონამ" რობერტო ფირმინოს უარი უთხრა
არ ათამაშებდა და გაუხარდა - ობამეიანგმა პოტერის წასვლა მოიწონა
საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ვადუცი" - აქამდე "ჯუჯებს" მაინც ვჯობდით...
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ობამეიანგს, რომელმაც პოტერის წასვლა მოიწონა, ლამპარდი შანსს მისცემს
აფრიკის ერთა თასი 2015: ჩუკუ ჩუკუ აფრიკა!
თბილისის "დინამო" და საკონტროლო მატჩები - სიახლეების მოლოდინი