ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უჩა სოსიაშვილი: რეფორმებს მეც შევეწირე

უჩა სოსიაშვილი: რეფორმებს მეც შევეწირე

"პირველივე პრესკონფერენცია ჩემთვის დამამცირებელი იყო..."
გორის "დილას" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გუნდის გულშემატკივრებსა და მედიას შეხვდა. პრესკონფერენციაზე მან პოსტიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა "დილას" ქომაგებს, კლუბის ძველ ხელმძღვანელობას, მედიას... რა თქმა უნდა, ფეხბურთელებსაც, რომლებიც მძიმე ფინანსურ სიტუაციაშიც კი საქმისადმი ერთგულებასა და პროფესიონალიზმს არ ღალატობდნენ...

სოსიაშვილმა არ დაივიწყა მამუკა ჯუღელის წვლილიც, ვისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელების მიყვანა; გაიხსენა ქალაქის ძველი და ახალი ხელმძღვანელობის წვლილი...

მოკლედ, მოვუსმინოთ სოსიაშვილს:

- ჩვენმა ჯგუფმა, გიორგი ტუღუშის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "დილა" არ ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფოზე "ჩამოკიდებული" კლუბი და გადასულიყო კერძო ინვესტორის ხელში.

ყველა საქმე იწყება ძალიან მძიმედ. გაგახსენებთ იმ დღეს, როცა "დილაში" მოვედი და პირველივე პრესკონფერენციაზე მოსული ხალხი იცინოდა... ცხადია, ეს ჩემთვის დამამცირებელი იყო... თუმცა გავუძელით ამ რთულ სიტუაციას, გადავლახეთ ყველა ბარიერი და წარმატებებსაც მივაღწიეთ.

კლუბის ახალი მეპატრონეებისთვისაც დღეს დაახლოებით ისეთი, ძალიან რთული ეტაპი დგას. მოვიდნენ ინვესტორები, რომლებმაც ჯერ კონკრეტულად არ იციან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს აქაურ გარემოში. ამიტომაც სჭირდებათ გვერდში დგომა. მათ დაიწყეს რეფორმები და, სამწუხაროდ, ამ რეფორმებს მეც შევეწირე. მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ვიქნები ამ ადამიანების გვერდში, რომელ პოზიციაზეც უნდა ვიყო "დილაში". ამასვე მოვუწოდებ იმ ადამიანებსაც, რომლებიც თავის დროზე ჩვენ დაგვიდგნენ გვერდში. წარმატებები მხოლოდ ასე მოვა.

მჯერა, ის ადამიანები, რომლებიც დღეს "დილაში" ხელმძღვანელობაში მოვიდნენ, შეძლებენ დასახული მიზნების მიღწევას.

- პოსტიდან თქვენი წასვლა გარდამავალ ჩემპიონატში ნაჩვენებმა შედეგმა განაპირობა თუ ელოდით, რომ მაინც გაგათავისუფლებდნენ?

- ეს ცვლილება ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე არ მომხდარა. ვიცოდი, რომ რეფორმები იქნებოდა. კარგად ვხვდებოდი, რომ ასეთ რეფორმებს, შესაძლებელი იყო, ჩემი წასვლაც მოჰყოლოდა. თუმცა ვიმეორებ - ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

- როდესაც ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი მიდის პოსტიდან, მოსალოდნელია, რომ სხვა გუნდებიდან არსებობდეს მის მიმართ ინტერესი. ხომ არ გქონიათ წინადადება სხვა კლუბებისგან?

- ჯერ ერთი, არ არის გამორიცხული, ისევ "დილაში" გავაგრძელო მუშაობა, ოღონდ, სხვა პოზიციაზე. ეს მოლაპარაკების საკითხია. ამასთან, მე ვარ მწვრთნელი და მინდა ამ მიმართულებით ვიარო. შემოთავაზებები მაქვს და აქედან გამომდინარე მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. მირჩევნია, კიდევ უფრო განვვითარდე, როგორც მწვრთნელი და ამ მიმართულებით წინ წავიწიო.

- ანუ უფრო მეტი შანსია, წახვიდეთ სხვა გუნდში?

- ვიტყოდი, რომ არ არის იოლი წასვლაც, რადგან იმასაც მნიშვნელობა აქვს, საიდან იქნება წინადადება, რა მიზნები და ამბიციები ექნება იმ გუნდს, რომელშიც შემომთავაზებენ მუშაობას... ბევრი ფაქტორია.

- თქვენ იყავით ერთ-ერთი ავტორი "დილას" ისტორიული გამარჯვებისა და ამით ბევრი მიეცით კლუბის ისტორიას, მაგრამ თავად "დილამ" რა მოგცათ თქვენ?

- პირველ ყოვლისა, ხალხის სიყვარული, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. აგრეთვე, ტიტული და გამოცდილება.

- როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი, ფიქრობთ, რომ გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა და უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირება საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის სასიკეთო ნაბიჯია?

- ვფიქრობ, ეს სისტემა ქართული ფეხბურთისთვის საუკეთესოა არსებულ სიტუაციაში. გარდა ამისა, არის სახელმწიფოს მხარდაჭერაც, რომელიც თანაბრად ნაწილდება ყველა კლუბზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ახლა არც ერთი კლუბი აღარ იქნება, რომელსაც გაუჩნდება ფინანსური პრობლემები.

თუმცა აქვე ვისურვებდი, რომ უკეთესი მოედნები ყოფილიყო. რეალურად დღეს ოთხი ქალაქია საქართველოში, სადაც ფეხბურთის ნორმალურად თამაშია შესაძლებელი. ესეც თუ გამოსწორდება, მთლად - უკეთესი.

გიორგი ტუღუში ("დილას" ყოფილი დირექტორი):

"შარშან ჩვენ უჩა სოსიაშვილთან ერთად დავიწყეთ მუშაობა კლუბის კერძო ინვესტორის ხელში გადასაცემად და განვახორციელეთ კიდეც ეს საქმე. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა უჩას საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის, რომელიც ისტორიული გამარჯვება იყო გორისთვის.

მადლობას ვუხდი ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემპიონობის მოპოვებაში დაგვეხმარა - ქომაგს, კლუბის თანამშრომლებს. ეს იყო განცდა, რომელიც ძნელია, რამეს შეადარო.

ამასთან, უჩა სოსიაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გამხდარა".

ბოლოს, "დილას" ახალ ხელმძღვანელთა სახელით, მათმა წარმომადგენელმაც გადაუხადა მადლობა უჩა სოსიაშვილს გაწეული სამუშაოსთვის.

"გული გვტკივა, რომ რეფორმები უჩა სოსიაშვილსაც შეეხო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის მომპოვებელი მწვრთნელისთვის პოსტის დატოვება იოლი არაა, მან, პირველ ყოვლისა, ფეხბურთი დააყენა ყველაფერზე მაღლა", - აღნიშნა "დილას" ახალი ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• თედო

ვინ ვარჯიშობენ ვაფშე იცის ვინმემ? კარტოზიას დაგინებულიაქ არ დაწეროს არაფერი გუნდში რა ხდება

• Lasha

გუნდში ბრაზილიელები არიან სასწაული უვიცები სად ნახეს რო ნახეს> მაგრამ გუნდში სანიკიძე რომ იქნება იმ გუნდს რატო უნდა მოთხოვო რამე. ვაი ჩვენ პატრონს რა უნდა მისნაირი წარსულის მქონდე ტიპებს ქართულ ფეხბურთში. ერთპ ერთი აუთსაიდერი იქნება დილა პრო 1 ში ! მერე გაჩვენებთ უჩას წასვლა და გვერდზე გაწევა როგორ უნდა. რამდენიმე ფეხბურთელი თუ მოგეწონება ადამიანს ვინც ვარჯიშობს გუნდთან ერთად.

• გიო

მარტალია ჯუგელი ტაგლიტიი რომ კლუბჰი იკნება იმ კლუბის და მერე გამკიდველები გაგდონ უნდა ფეხბურტიდან

• ოტო

1-ს. ნომრიანო, რა არის საოცარი და გასაკვირი? გუნდში მოვიდა ახალი ინვესტორი და მოიყვანა თავისი ხალხი. ჩემთვის ყველაფერი გასაგები და მისაღებია. წარმოიდგინეთ ერთი წამითაც კი, რომ ლიველპულში მივიდეს ახალი მფლობელი და მწვრთნელი დატოვოს ძველი!! ასე არ ხდება, თუ ხდება მხოლოდ იშვიათად.

• 1

საოცარია თუ კარგი მწვრთნელია ჩემპიონი გახდა მის ხელში გუნდი რატო უშვებენ გუნდიდან? რას არ გაიგებ ქართულ სპორტში

• jimi kipiani

საინტერესო იქნებოდა გულშემატკივარს ცოდნოდა, რა შემადგენლობა დაიწყებს მომავალ ჩემპიონატს? არიან თუ არა გუნდში ლეგიონერები, რამდენს შეადგენს გუნდის ბიუჯეტი და მათ შორის რამდენია ინვესტორის "დოლია" და ა.შ. რა გიშლით ხელს, რატომ არ აქვეყნებთ ხსენებულ და სხვა ინფორმაციებს.

• fcb

Badri ბარემ ისიც გეთქვა ვინ მიყიდა ეს ჩემპიონობა?მაგარი ჭკუის კოლოფი კი ჩანხარ,ამავდროულად იუმორსაც არუჩივი როგორც შეგამჩნიე.

• dinamo

უჩამ:) თხარა თხარა კატა გამოთხარაო:) ეგრეა ამ კაცის საქმე:)

• dila

კაი კაცია უჩა.ბევრი გააკეთა დილასთვის.კარდაკარ დადიოდა გუბერნატორთან და გორის მერთან რო ფული გამოეყოთ გუნდისთვის,რო გუნდი არ დაშლოდა და კიდე გაეხარებინა გორელი გულშემატკივარი.დიდი მადლობა უჩას და უსურვებ წარმატებებს.

• badri

შენ დიდი ხნის წინ იყავი მოსახსნელი შენ და ჯუგელმა რო იყიდეთ ჩემპიონატი გაიხსენე

• თედო

კარტოზია მოაშორეთ პრესამსახურიდან რა ხდება დილაში გვაინტერესებს ეგებ დაწეროთ რამე შეკრებაზე არ მიდიან?თუ ახალბაღში გადიან შეკრებას ან ვის იმატებენ ამ გუნდით ბოლო ადგილი გარანტირებული აქვთ.მერე იმღერეთ ჰავა ნაგილა

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები

"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს

"დილას" დირექტორი: გვაინტერესებს, როგორ გადავიდეთ კერძო მეპატრონის ხელში?..

"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

"დანაშაული" და სასჯელი - "ნაპოლი" ხვიჩას მიმართ ზომების გატარებას გეგმავს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...

დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

"მე, როგორც "დილას" მწვრთნელი, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ!"

ვნებები ბოლო ტურის წინ - გუნდები სამართლიანი თამაშის პრინციპს დაიცავენ

გორის "დილას" და "პარტიზანის" მეტოქეობა თანამშრომლობაში გადაიზარდა

"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა