ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტალანტები, რომლებიც "დორტმუნდმა" დაიმატა

ტალანტები, რომლებიც "დორტმუნდმა" დაიმატა

ისაკს დორტმუნდში ნიჭიერ ახალგაზრდათა კრებული დახვდა
გერმანულმა "დორტმუნდმა" კიდევ ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ტალანტი შეიძინა: 17 წლის შვედი ფორვარდი ალექსანდერ ისაკი კარიერას ბორუსიელთა რიგებში გააგრძელებს. მის სანაცვლოდ აიკ-ი 10 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.

"დორტმუნდი" ნიჭიერი ახალგაზრდების ყველაზე შთამბეჭდავი თავშეყრის ადგილია. ბორუსიელები ბოლო წლებში და არამხოლოდ, გამორჩეული ნორჩი ტალანტების საბადოს წარმოადგენდნენ. თუმცა ის, რაც ახლა ხდება, თვით "დორტმუნდისთვისაც" კი ნამეტანია. კლუბს მწვრთნელიც ახალგაზრდა ჰყავს, 43 წლის თომას ტუხელი მომავლის გუნდს აშენებს და ამ სეზონშიც შეუძლია გარკვეული სიურპრიზის შემოთავაზება, ამ შემთხვევაში უფრო ჩემპიონთა ლიგას ვგულისხმობთ.

ტუხელს კარგად ეხერხება ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ხოლო "დორტმუნდს" მარტო ნორჩი ნიჭიერი მოთამაშეების გამოზრდა კი არ გამოსდის, გუნდს, ასე თუ ისე, უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეების გახსნა და მათი პოტენციალის სრულად გამოვლენა ეხერხება. ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ უკვე წლებია, "დორტმუნდი" წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებას ვერ ახერხებს. "სიგნალ იდუნა პარკიდან" გამორჩეული, უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავები მიუნხენის "ბაიერნის" თამადობით, სხვადასხვა გრანდს მიჰყავთ ხოლმე.

სწორედ ამიტომაც დაიწყო უკვე ხუმრობა, რომ 2020 წელს ახლად ნაყიდი ისაკი "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდება და სახალისო ფოტოებიც გავრცელდა, თუ როგორ პოზირებს შვედი რეკორდმაისტერის მაისურით მომავალ პრეზენტაციაზე. თუმცა ახლა ბორუსიელთა უფროსობა ირწმუნება, რომ მიზანი ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და უახლოეს წლებში საშინაო და საგარეო სარბიელზე სტაბილურად დიდი მიზნებისთვის ბრძოლაა. სწორედ ამიტომ გაისტუმრა "დორტმუნდმა" პიერ-ემერიკ ობამეიანგის მსურველები ცივი უარით და თუნდაც გაბონელმა თავად ისურვოს წასვლა, მას მხოლოდ კოლოსალური კომპენსაციის სანაცვლოდ თუ გავუშვებთო.

ტუხელს სრული მხარდაჭერა და კარტბლანში აქვს. კლუბის თავმჯდომარე ჰანს-იოახიმ ვატცკე და სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფანებისთვის მიცემული პირობა აასრულონ. ფაქტია, გუნდმა გამოცდილ ფეხბურთელებს - მარკო როისს, გონსალო კასტროს, დაბრუნებულებს - შინჯი კაგავასა და მარიო გიოტცეს, ნახსენებ ობამეიანგსა და სხვებს ნორჩი ტალანტების ალყა შემოარტყა. ცორკმა თავის მეგობრებთან ერთად სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავად იმუშავა და ისაკისა და უსმან დემბელეს დარი ტალანტები წაართვა სხვებს, ფეხბურთელები, რომლებზეც მართლაც დიდი ნადირობა გახლდათ გამოცხადებული.

ამ ყველაფრისთვის წასული რობერტ ლევანდოვსკი, ჰენრიხ მხითარიანი და მატს ჰუმელსი რომ დაგვემატებინა... ამიტომაც ჩვენ არსებულ რესურსზე ვისაუბროთ, რომელიც ისედაც ძალიან შთამბეჭდავია და გუნდი მართლაც დიდი პოტენციალის მატარებელია. ჩვენც რამდენიმე ახალგაზრდა გამოვარჩიოთ და მათზე ცალკე ვისაუბროთ. "დორტმუნდს" წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს და შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ 22-23 წლის მოთამაშე ბორუსიელთა ბანაკში უკვე გამოცდილად უნდა ჩავთვალოთ, ხოლო ამაზე რამდენიმე წლით უფროსი - ვეტერანად.

ალექსანდერ ისაკი (17 წლის)

ისაკი სოლნაში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები ერითრეადან არიან. აიკ-ში 6 წლის ასაკში ჩაირიცხა და ასაკობრივი საფეხურები გამოიარა. ძირითად გუნდში დებიუტი 2016 წლის თებერვალში ჰქონდა. მან 29 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ ფეხბურთელის შეძენას თავის ყოფილ კლუბს, ტურინის "იუვენტუსს" ურჩევდა, რომელიც დაინტერესებული გახლდათ და მოგვიანებით ინტერესი მისმა ამჟამინდელმა გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედმაც" გამოთქვა. მის დამატებაზე სხვებმაც დაიწყეს ფიქრი და სცენაზე მადრიდის "რეალიც" გამოვიდა. ალექსანდერის მთავარ მსურველად სწორედ "სამეფო გუნდს" მიიჩნევდნენ, მაგრამ "დორტმუნდმა" ესპანურ გრანდს აჯობა, ოღონდ გერმანელების მონდომების პარალელურად ისიც იყო, რომ თავად ისაკმაც ასე გადაწყვიტა და "რეალი" უარით გაისტუმრა.

ვთქვათ ისიც, რომ ნაკრებში სრულფასოვანი დებიუტი წელს, 12 იანვარს ჰქონდა და სლოვაკეთს გოლიც გაუტანა. ამით მან 105-წლიანი რეკორდი დაამხო, გახდა რა შვედეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი. იმ მომენტისთვის იგი 17 წლის და 113 დღის იყო.

"ალექსანდერ ისაკი მაღალი კალიბრის ვუნდერკინდია, რომლის დამატებაც უამრავ გამორჩეულ ევროპულ გუნდს სურდა. ძალიან გვიხარია, რომ მან "დორტმუნდი" აირჩია, რომ მას დიდი მომავალი აქვს და მას ჩვენი გუნდის მომავლის და პოტენციალის სჯერა" - თქვა ცორკმა.

უსმან დემბელე (19 წლის)

დემბელე "რენის" აკადემიის აღზრდილია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა არამხოლოდ საფრანგეთის მასშტაბით. მან წინა სეზონში თავი მშვენივრად წარმოაჩინა და ისაკისა არ იყოს, უამრავი მსურველი ჰყავდა, მაგრამ "დორტმუნდმა" ამჯერადაც იყოჩაღა. დემბელემ გერმანიაში ისევე შედეგიანად ვერ დაიწყო, როგორც ლიგა ერთში, მაგრამ ის მაინც ძალიან სასარგებლოა კლუბისთვის. იგი ძალიან მრავალმხრივია და გუნდისთვის სარგებელი მოაქვს.

უსმანს 7 საგოლე პასი აქვს გაკეთებული და ბოლო 9 მატჩში 4 გოლი გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ადაპტაციას გადის და ალღოს უღებს ბუნდესლიგას. მაშინაც კი, როდესაც მას გოლი ვერ გააქვს ან საგოლე პასს ვერ აკეთებს, დემბელე, რომელსაც უკვე საფრანგეთის ნაკრებშიც აქვს 3 მატჩი ჩატარებული, ბორუსიელთა იერიშების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია ხოლმე.

ემრე მორი (19 წლის)

დემბელეს შეძენას "დორტმუნდმა" ემრეს ყიდვა მიაყოლა. მორის დამატება გერმანულ კლუბს დაახლოებით 9 მილიონი გირვანქა დაუჯდა. იგი დანიურ "ნორდსიელანდს" ეკუთვნოდა და ტრანსფერის დეტალების შესათანხმებლად ევრო 2016-ზე მყოფი თურქეთის ნაკრების ბანაკის დატოვების უფლება მისცეს. ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ მან ხორვატებთან და ჩეხებთან მატჩში მშვენივრად წარმოაჩინა თავი და ნელ-ნელა კლუბშიც იხსნება. შესაძლოა, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში არ არის, მაგრამ ტუხელი მორს კარგი თვალით უყურებს.

კრისტიან პულიშიჩი (18 წლის)

იურგენ კლოპმა მშვენივრად იცის, თუ რამხელა პოტენციალის მატარებელია ამერიკელი შემტევი ნახევარმცველი და ამიტომაც უნდოდა ასე ძალიან, მისი ყოფილი კლუბიდან ამჟამინდელში, "ლივერპულში" გადაეყვანა, მაგრამ ბორუსიელები მედგრად დადგნენ. ახლახან კი პულიშიჩმა "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. კრისტიანი თავისი ხედვით, პასებით, დახვეწილი თამაშით უკვე გამოცდილი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელზეც ვერც კი წარმოიდგენ, რომ 1998 წელსაა დაბადებული და 18 წლის 18 სექტემბერს გახდა. მას შეუძლია, როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრში თამაში.

"მე კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და ვფიქრობ, "დორტმუნდში" ამის საუკეთესო პირობებია. აქ სწორად განვვითარდები და თავსაც მშვენივრად ვგრძნობ" - ამბობს პულიშიჩი.

იულიან ვაიგლი (21 წლის)

"დორტმუნდმა" ვაიგლი საკმაო ხნის წინ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილ და ჩარჩენილ "მიუნხენ 1860"-ში შენიშნა. დიახ, ეს ბიჭი სწორედ მიუნხენელებმა გამოზარდეს და მისი ყიდვა 2015 წლის ივნისში 3 მილიონი ევროც კი არ დაჯდა. თამაშს მშვენივრად კითხულობს, საჭიროების შემთხვევაში ვარდნებსაც არ ერიდება, შესაბამისად, ართმევებზე კარგია და ზოგადად, ძალიან სასარგებლოა. ისეთი გამოცდილი შუახაზელების გვერდით, როგორიც ნური შაჰინია, ის ბევრს ისწავლის და უფრო მოუმატებს.

ფელიქს პასლაკი (18 წლის)

ბორუსიაში მხოლოდ სკაუტები და ძირითადი გუნდის მწვრთნელები არ მუშაობენ კარგად. ახალგაზრდული აკადემიის სისტემაც გამართულია. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი პასლაკია, რომელიც "დორტმუნდმა" აღზარდა, მეორე გუნდიდან დააწინაურეს და 6 მატჩის ჩატარებაც მოახერხა. ნომინალურად ნახევარმცველია, საჭიროების ჟამს მცველადაც ითამაშა და მთელი ფლანგი მშვენივრად გააკონტროლა. კონკურენცია დიდია და როტაცია გარდაუვალი. ასე რომ, ფელიქსიც თავის იღბალსა და შანსს მშვიდად ელის და ყოველთვის მზად არის. უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზეც.

რაფაელ გერეირო (23 წლის)

პორტუგალიელი მოკრძალებულ "ლორიანში" იმდენად კარგად თამაშობდა, რომ ნაკრებში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატის მოგებაშიც დაეხმარა მას. რაფაელ გერეიროს ძალიან სწრაფი ტემპებით ჰქონდა პროგრესი, რაშიც "ლორიანში" ახალგაზრდებისთვის კარგად გამართული სისტემაც დაეხმარა და ეს გუნდი არაერთ ახლა ძალიან ცნობილ ფეხბურთელს გამოუყენებია ტრამპლინად, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარი კარგი თამაშის წყალობით მივიდა აქამდე.

ამპლუით მცველია, მაგრამ შეტევებში ისე მონაწილეობს, რომ ბევრ შემტევს შეშურდება. მიმდინარე ბუნესლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა; პლუს, საგოლე შანსებს უქმნის თანაგუნდელებს. გერეიროც შესანიშნავი შენაძენი იყო.…

სხვები

გუნდში არიან გინტერი (23 წლის), დურმი (24), მიკელ მერინო (20), ბარტრა (26)... გერმანული ფეხბურთის სუპერბიჭუნა გიოტცეს ჯერ პოტენციალი სრულად არ გამოუვლენია, მისი გოლით "ნაციონალმანშაფტმა" მსოფლიოს ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და კიდევ ბევრი აქვს სათქმელ-საჩვენებელი.

"დორტმუნდშია" ახალგაზრდა მეკარე ბიურკი და ვეტერანი ვაიდენფელერი, რომელიც ბურკის კარგი თამაშის წყალობით სათადარიგოდ მოგვევლინა, მაგრამ საიმედო დასაყრდენია.

ძველი კადრები - პიშჩეკი და შმელცერი. მომჯობინდება სუბოტიჩიც, არის სვენ ბენდერი. არც სოკრატის პაპასტატოპულოსის, ანდრე შურლეს და ადრიან რამოსის დავიწყება შეიძლება. მოკლედ, "დორტმუნდი" სერიოზული ძალაა, მომავლისკენ მიმართული შავ-ყვითელი ძალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• irakli

გეთანხმები ემრე მორი ძალიან მაგარი ფეხბურთელი გაიზრდება , არც ვაიგლი დაიკარგება ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდაა .. 2020 წლისთვის დორტმუნდი უკვე ძალიან ძლიერი გუნდი იქნება ალბათ ერთ-ერთი ფავორიტი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ... BVB09

• gulshematkivari

ემრე მორი განსაკუთრებულია!!!არამარტო ბორუსიაში,მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მომავლის ფეხბურთელია!!!ვერცხლისწყალია,ძალიან აზრიანი და სწრაფი.დაიმახსოვრეთ ეს სახელი - ემრე მორი!!!

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს

"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ოფიციალურად: პულიშიჩი "მილანის" ფეხბურთელია

ტრანსფერ ONLINE: 23 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

ლტოლვილობიდან სარეკორდო ტრანსფერამდე - ალექსანდერ ისაკის გზა პრემიერლიგამდე

ტრანსფერ-ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

ტრანსფერ-ONLINE: 3 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

"პსჟ-ს ფინალში მან ულიდერა და "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - ლუის ენრიკემ შეგირდი გამოარჩია

ყველაზე, ყველაზე: ევრო 2016-ის რეკორდსმენები

[VIDEO] "ამ ჯილდოს არ ვიმსახურებ" - დემბელეს ღირსეული საქციელი

საფრანგეთში ჩემპიონატის საუკეთესოები დააჯილდოვეს - სიაში ძირითადად პსჟ-ის ფეხბურთელები არიან

"მილანი" გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტს გაუგრძელებს

პულიშიჩმა გიგანტური თევზი დაიჭირა, შემდეგ კი ზედ დაახტა [VIDEO]

[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა

"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა

"ზენიტის" "ლიონთან" გამარჯვება და უხვგოლიანი "ვალენსია"-"ჩელსი" [VIDEO]

"ენრიკემ პსჟ-ში გადმოსვლამდე დამირეკა და ეს მითხრა" - დემბელემ პარიზულ გუნდში ტრანსფერი გაიხსენა

U19: საქართველოში გასამართავი ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია

რიად მაჰრეზისთვის ბრძოლაში "რომა" "ინტერმა" შეცვალა

ტრანსფერის მოლოდინი: რევოლუციური შენაძენი "ფიორენტინასთვის"!

"სადაც ყველაფერი იწყებოდა" - "დორტმუნდმა" კლოპისა და პულიშიჩის ფოტო გამოაქვეყნა

გერმანიის ნაკრები: ბუნდესმანშაფტი - კარგი თაობა მოდის!

"მილანის" თავდამსხმელი წელს ვერ ითამაშებს