მარტვილელთა ერთ-ერთ ლიდერს უცხოეთში თამაშის შესაძლებლობა გაუჩნდა და კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა
გიორგი ციმაკურიძე მარტვილის "მერანს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა და საკითხი გადაწყვეტილი იყო, თუმცა...

მარტვილელთა ერთ-ერთ ლიდერს უცხოეთში თამაშის შესაძლებლობა გაუჩნდა და როგორც "მერანის" პრესსამსახური იტყობინება, კლუბის კეთილი ნებითა და ურთიერთშეთანხმებით, მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყვიტა.

ციმაკურიძე კარიერას ტაილანდში გააგრძელებს, სადაც 2012-16 წლებში უკვე თამაშობდა.

გარდამავალ ჩემპიონატში ციმაკურიძემ "მერანში" კარგი სეზონი ჩაატარა და დიდი წვლილიც შეიტანა იმაში, გუნდმა პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება რომ მოიპოვა და საქართველოს თასის ფინალშიც ითამაშა. ის კარიერის დასაწყისში დონეცკის "შახტარში" ირიცხებოდა და მცველად თამაშობდა. ასევე იყო ალჩევსკის "სტალში", ლუგანსკის "ზორიაში", სლოვაკურ "ჟილინაში", თბილისის "დინამოში", გოჩა ტყებუჩავას დროს კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კაპიტნობდა.

მაგრამ 2012 წელს, ტაილანდში რომ გადავიდა, იქ თავდასხმასა და ნახევარდაცვაში აყენებდნენ. მარტვილურ გუნდშიც ძირითადად ნახევარდაცვაში თამაშობდა და 7 გოლი გაიტანა.

"დიდი მადლობა "მერანის" ხელმძღვანელობას, ბიჭებს, გულშემატკივრებს და მთელ პერსონალს ასეთი გუნდურობისა და თბილი დამოკიდებულებისთვის.

ჩემთვის "მერანის" დატოვება ადვილი არ იყო - ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე. აქ გატარებული თითოეული დღე ტკბილ მოგონებად დამრჩება და ყოველთვის მემახსოვრება.

"მერანს" წარმატებებს ვუსურვებ და იმედია, პრო ლიგა 1-ში გადასვლას მივულოცავ", - ამბობს ციმაკურიძე.

აქვე ვიტვით, რომ სეზონის ბოლოს "მერანი" მეკარე დავით კუპატაძემ დატოვა, რომელიც კვლავ უგუნდოდ არის:

"მარტვილიდან წასვლის დროს, გორის "დილაში" მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს ველაპარაკე და იმედი მქონდა, რომ მასთან გადავიდოდი, მაგრამ ვითარება შეიცვალა - სოსიაშვილი გაათავისუფლეს და მეც უგუნდოდ დავრჩი.

ახლა მოლაპარაკება ორ გუნდთან მაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩიხურა
გიორგი წარმატებები.ეს საჩხერელი კაცი ვერ დაგინახეს და არც (იცოდნენ)ჩვენმა ვაი მწვთნელებმა.აქ ასეა ან ნათლული უნდა იყო ვინმესი ან ძმაკაცი.....
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
ქართველი მცველი ტაილანდის ჩემპიონატის ბომბარდირებშია
"საბურთალომ" ჰოლანდიელი მცველი და ქართველი მეკარე დაიმატა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
თბილისის "დინამომ" შესაძლოა საჩხერის "ჩიხურას" მეკარე დაიმატოს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
აკაკი შულაია, ლაშა ჩალაძე და დავით კუპატაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებენ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
დავით კუპატაძემ მარტვილის "მერანთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ფინანსური კატასტროფა: ტაილანდი, ვიეტნამი და ინდოეთი გაგვისწრებენ
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
ნიკა საბანაძე: "დინამოს" და "ჩიხურას" გეგუჩაძის გამო "ზესტაფონი" ვამჯობინე
მერანი-კოლხეთი 1:1 - ისევ ბეწვის ხიდზე...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა