ვფიქრობთ, ქართული ძიუდოს აზიელი, უფრო კონკრეტულად კი, იაპონელ-კორეელი მწვრთნელი ჰაერივით სჭირდება
კორეელი მწვრთნელი, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი-იონ ჯეონი უკვე თბილისშია. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოს ნაკრების კონსულტანტადაა მოწვეული და ახლა პირობებზე მოსალაპარაკებლად გვესტუმრა.

კორეელი გუშინ, გამთენიისას ჩამოფრინდა და საღამოს უკვე დაათვალიერა ძიუდოს აკადემია, ნაკრების სავარჯიშო პირობები, შეხვდა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას, თუმცა თანამშრომლობის დეტალებზე ჯერ ოფიციალურად არ უსაუბრიათ. კორეელი დღეს საღამოს ძიუდოს აკადემიაში მთავარი ნაკრების ვარჯიშს დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ჯეონი მწვრთნელ-კონსულტანტადაა მოწვეული, თუმცა, უშუალოდ რა ტიპის სამუშაოს შეასრულებს, ანუ რას გააკეთებს ნაკრებისთვის, რა ფორმით და რა დოზით დაეხმარება მას, სწორედ ეს დეტალები გაირკვევა მოლაპარაკებისას. ასევე გადაწყდება, რა დროს გაატარებს ის საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ ჯეონი 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონია, მსოფლიოს პირველობა კი ზედიზედ სამჯერ - 1993, 1995 და 1997 წლებში მოიგო, რაკიღა მაშინ ეს ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. ამასთან, 1995 წელს აზიის ჩემპიონიც გახდა, გაუმარჯვია არაერთ პირველხარისხოვან ტურნირზე.

იმედია, ის დიდ დროს დაუთმობს საქართველოს ნაკრებს, ზოგადად - ქართულ ძიუდოს. მით უფრო, სამწვრთნელო-სააღმზრდელო კუთხითაც დიდი გამოცდილება გააჩნია და ამჟამად საერთაშორისო ფედერაციაში სწორედ ამ კუთხით მუშაობს. თუმცა, შესაძლოა, ქართულ მხარესთან ფართომასშტაბიან თანამშრომლობაში ზუსტად ეს ფაქტორი იქცეს შემაფერხებლად - არა გვგონია, კორეელმა საერთაშორისო ფედერაციაში მუშაობა დათმოს და მთლიანად საქართველოში გადმობარგდეს, ხოლო ქართული მხარე მას იმდენს ვერ შესთავაზებს, ამ ნაბიჯის გადადგმაზე დაითანხმოს.

არადა, ვგონებთ, საქართველოს ნაკრებს, ქართული ძიუდოს აზიელი, უფრო კონკრეტულად კი, იაპონელ-კორეელი მწვრთნელი ჰაერივით სჭირდება. გაცილებით მეტად, ვიდრე, ვთქვათ, ევროპელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ძიუდო. კემპი: ვაჟებმა გეგმები შეცვალეს, ავსტრიაში მხოლოდ ქალები მიდიან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებთან კორეელი ოლიმპიური ჩემპიონი იმუშავებს
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კი-იონ ჯეონის პასუხის მოლოდინშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები აზიურ ტურნეში გაემგზავრა