ექსლტოუნის შემცვლელი მოსალოდნელ სიახლეებზე ლაპარაკობს
ბერნი ექლსტოუნის განთავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ, ფორმულა 1-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჩეიზ კერიმ დაასახელა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები, რადგან ჯერ ისევ ზაფხულში ვარაუდობდნენ, რომ უახლოესი სამი წელი ბერნი უნდა დარჩენილიყო თანამდებობაზე...

"დიდი პატივისცემა მაქვს ექლსტოუნის მიმართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოლო ოთხი-ხუთი წელი ფორმულა 1-ს სხვანაირი ხელმძღვანელობა სჭირდებოდა. ბერნი - ინდივიდუალისტია, თანამედროვე სამყაროში კი ასეთი მიდგომა არ მუშაობს. გადაწყვეტილება არც ისე ეფექტურად მიიღებოდა. ცხადია, რომ ამ მხრივ, უნდა მოვუმატოთ.

გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ ამ სპორტში შევინარჩუნოთ ყველაფერი საუკეთესო, ამასთან შემოვიტანოთ ენერგია და მონდომება. სხვანაირად რომ ვთქვათ, აქ ძალიან ხშირად ისმოდა "არა", ჩვენ კი უნდა ვიძახოთ - "კი". უნდა ვიპოვნოთ ახალი მიმზიდველი მომენტები, რათა ფორმულა 1 ისევ აღელვებდეს ადამიანებს.

მესმოდა, რომ ბერნისთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება, რადგან ის ამ სპორტს თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ხელმძღვანელობდა. ჩვენ მის მიმართ მაქსიმალური პატივისცემა გამოვიჩინეთ და საპატიო პრეზიდენტის პოსტი შევთავაზეთ. გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან ვაფასებ მის რჩევებსა და კონსულტაციებს და ეს შეიძლება მომავალში გამოგვადგეს. ის ყოველთვის დარჩება ფორმულა 1-ის ოჯახის ნაწილად.

ფორმულა 1-ს ახალი სტარტი სჭირდება. ამ სიტუაციაში ერთ-ერთი უპირატესობაა - ყველაფრის ნულიდან დაწყების შესაძლებლობა. ჩვენ არ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, გარდა იმისა, რომ ეს სპორტი უფრო საინტერესო და პოპულარული გავხადოთ. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა აზრი აქვს იმის შესახებ, როგორ მივაღწიოთ ამას, ამიტომაც, უნდა ჩამოვყალიბდეთ და შემდეგ გავაკეთოთ ისე, რომ ყველამ ერთი მიმართულებით ვიაროთ.

ბერნი იმსახურებს უდიდეს პატივისცემას იმ სპორტისთვის, რომელიც მან შექმნა. სულ ცოტა ხნის წინ, ის 8 მილიარდ დოლარად გაიყიდა - ეს რიცხვი თავად მეტყველებს ყველაფერზე. მაგრამ, იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ თანამედროვე სამყაროში, უნდა ვეძებოთ გულშემატკივრებთან ურთიერთობის ახალი ხერხები.

უნდა გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი ციფრული პლატფორმა, მოვუყვეთ პუბლიკას საუკეთესო მრბოლელთა ბრძოლაზე. საჭიროა, რომ გულშემატკივრები პილოტებს აღიქვამდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს, რადგან ეს ხომ მართლაც ასეა. ნებისმიერი, ვინც იტყვის, რომ პილოტები საკუთარ სიცოცხლეს არ რისკავენ, ის არასოდეს არ არის ნამყოფი არც ერთ რბოლაზე. და ჩვენ უნდა მოვუყვეთ ადამიანებს ამის შესახებ.

უნდა გავაკეთოთ ისე, რომ გრანპრი კიდევ უფრო დიდი მასშტაბის მოვლენად იქცეს, რომელიც თავის თავში გააერთიანებს მუსიკას, სპორტსა და გართობას. მე ვამბობდი, რომ სეზონის განმავლობაში 21 სუპერბოული უნდა ჩავატაროთ. სწორედ ასე უნდა იყოს.

აგრეთვე, ჩვენი მიზანია ის, რომ ფორმულა 1-ში გამოსვლა მომგებიანი ბიზნესი იყოს გუნდებისთვის, გვინდა ვიპოვნოთ ხერხი იმისთვის, თუ როგორ გავანაწილოთ მოგება, რომ სპორტი მთლიანობაში ძლიერი დარჩეს, რბოლები კი უფრო საინტერესო გახდეს მძაფრი კონკურენციის წყალობით.

იგივე შეეხება ტრასებს. არ მგონია, შევამციროთ მონაწილეობისთვის საჭირო თანხა, მაგრამ გვინდა გრანპრი უფრო წარმატებული გავხადოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ერთგული პარტნიორების მოზიდვა. არ ვაპირებთ საკუთარი ტრასების აშენებას, რათა გავზარდოთ რბოლების რაოდენობა აშშ-ში. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან. და, რაც უფრო მომგებიანი იქნება მათთვის გრანპრის ჩატარება, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი სპორტი".

P. S. გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერნი ექლსტოუნს სურს 2019 წლიდან ალტერნატიული სარბოლო სერია ჩაუშვას. ამის შესახებ Twitter-ში დაწერა BBC-ის ჟურნალისტმა ენდრიუ ბენსონმა.

"სანდო წყაროზე დაყრდნობით, ექლსტოუნი იბრძოლებს Liberty Media-ს წინააღმდეგ ახალი სერიის მეშვეობით, რომელიც 2019 წელს დაიწყება", - დაწერა ბენსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია