ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოს აკადემიის სანახევროდ დაბრუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ძიუდოს აკადემიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მის სანახევროდ მოჭიდავეებისთვის გადაცემის მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, დარბაზი უწინ მოჭიდავეებს ეკუთვნოდათ და ერთ დღეს ძიუდოისტთა განკარგულებაში უსამართლოდ აღმოჩნდა.

"...ძიუდოს აკადემიას რაც შეეხება, ვაპირებ, ამ დარბაზთან დაკავშირებით მივმართო ხელისუფლებას და ნახევარი გადმოგვცენ ჩვენ, რადგან ის ჩვენი იყო, პირადად მეც იქ დავიწყე ჭიდაობაში ვარჯიში და იქ ავიდგი ფეხი.

ძიუდომ უცბად რომ გადაწყვიტა, ჩვენი უნდა იყოსო, მე მგონი, არაა სწორი.

ვინც იქ მუშაობდა მწვრთნელად, ზოგმა სკოლაში იქირავა დარბაზი და ფულს იხდიდა ამაში. აწგარდაცვლილმა თენგიზ ღამბაშიძემ ბევრი იწვალა - ხან დიღომში, ხან - გლდანში, წვალებით იხდიდა გადასახადებს. ჩვენმა მეგობარმა ძიუდოისტებმა გაგვიკეთეს ეს, რომ რამდენიმე მწვრთნელი ჰაერში დაგვიტოვეს. ყველანაირად ვეცდები იმ ნახევრის დაბრუნებას, რაც ჩვენი იყო.

ის ლევან თედიაშვილის სახელობისა იყო, ამაზე უფრო ტიტულოვანი კი ჯერჯერობით არავინ არა გვყავს. კაცს შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ის დარბაზი წაართვეს, თუმცა ეს ჩვენი ფედერაციის შეურაცხყოფაც იყო. მე ვეცდები ამის გამოსწორებას.

ჭიდაობა ნამდვილად იმსახურებს თავის ცენტრს და ამაზე მქონდა საუბარი სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან. მან მითხრა, იქნებ ავიღოთ რამე დარბაზი დიღომშიო, თუმცა საკუთრების ფორმაზე კონკრეტულად არ გვილაპარაკია - საკუთრებაში გადმოგვეცემა, დროებით უნდა შევიდეთ, ფალავანთა კლუბს გაგვირემონტებენ და მანამ უნდა გადავიდეთ იქ დროებით თუ როგორ, ამაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა", - თქვა გეგეშიძემ ინტერვიუში.

გეგა გეგეშიძესთან სრულ ინტერვიუს SPORTALL.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ჟორა გაბრიჭიძე
რაგბს რომ მიაქვს სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი ფულის მესამედი, ვინ გადაწყვიტა ეს უგნურება? ჭიდაობებს და სპორტის იმ სახეობებს, რომლებსაც ოლიმპიადაზე მედლები მოაქვთ, ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ შექმნილი ვარჯიშისათვის. გეგეშიძე უკვე 6-7 წელია ფედერაციას ხელმძღვანელობს და სად იყო ამდენხანს? სხვა რა ევალება ფედერაციას თუ არა მოჭიდავეებისთვის ვარჯის, დასვენების და ცხოვრების სათანადო პირობების შექმნა?
გოგია
მოჭიდავეები და ძიუდოისტები საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ,პოლიტიკოსები არ ჩაერიონ
zaza
ბატონებო , რომელ შედეგებზე ვისაუბროთ , ბოლო ოლიმპიადაზე გნებავთ ? ოქრო ვინ აიღო იქ ? თუმცა , სპორთის ეს ორივე სახეობა ერთნაირად მიყვარს !
გიორგი
ჭიდაობაც და ჯუდოც (ძიუდო) სტრატეგიული სპორტია საქართველოსთვის და ორივეს გაფრთხილება სჭირდება. ისე ეს კაცი მართალს ამბობს. მახსოვს როგორ ჩამოართვეს თედიაშვილის დარბაზი. ძმები ხართ და ერთად მოაგვარეთ ეგ საკითხი

მერე შედეგებს არ აჩვენებენ? თუ ბრმა ხარ?

ფალავანთა კლუბი ხომ თქვენია ჯიგრებო? ჯერ იმის შესაბამისი შედეგი აჩვენე
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
75 წლის ასაკში ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
სპორტის სამინისტრო: საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილია
არ გამოტოვოთ "ლელო week"-ის წლის პირველი ნომერი [+ პოსტერი]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
"ლუკა კაცურად არ გადამდგარა", - მოჭიდავეთა პასუხი სოსო ჯაჭვლიანს
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს