ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორ ამთავრებდნენ კარიერას რივალდო, დენილსონი, ძამბროტა და სხვები

როგორ ამთავრებდნენ კარიერას რივალდო, დენილსონი, ძამბროტა და სხვები

ეგზოტიკური დასასრული ვარსკვლავებისათვის
კევინ კურანიმ, ერთ დროს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, შესაძლოა, კარიერა ბელარუსის ჩემპიონატში გააგრძელოს. დღეს ჩვენ იმ ვარსკვლავებზე დავწერთ, რომლებმაც კარიერა დაასრულეს იქ, სადაც ამას არავინ ელოდა.

კევინ კურანი

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შესაძლოა, ბრესტის "დინამოში" გააგრძელოს კარიერა. ბელარუსული სპორტული მედიის ინფორმაციით, კურანი უკვე შეუერთდა ახალ გუნდს და ვარჯიშიც მოასწრო ახალ პარტნიორებთან ერთად. "ჰოფენჰაიმიდან" წასვლის შემდეგ კურანი თავისუფალი აგენტია. მას ყველგან ველოდით, ოღონდ არა ბელარუსის ლიგაში.

ალდაირი

"რომასა" და ბრაზილიის ნაკრების მცველი, რომელიც "სელესაოსთან" ერთად 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, კარიერის მიწურულს მოულოდნელად, სან მარინოში აღმოჩნდა. 2007 წელს 41 წლის ალდაირმა კონტრაქტი გააფორმა "მურატასთან", რომელიც ალდაირის მეგობარმა, მასიმო აგოსტინიმ ჩაიბარა. საინტერესოა, რომ "მურატას" შემადგენლობაში ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინური "ტამპერესა" და შვედური "გიოტებორგის" წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ დუელებში "მურატას" ვერც ალდაირმა უშველა.

დანიელ გუისა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ევროპის 2008 წლის ჩემპიონი ჯერაც ვერ შეეშვა აქტიურ ფეხბურთს. ამ დროისათვის გუისა "კადისში" თამაშობს და მიმდინარე სეზონში რამდენიმე გოლიც გაიტანა. 2012 წელს გუისა "ხეტაფეს" ფეხბურთელი იყო, როდესაც მალაიზიური "ჯოჰორის" წინადადება მიიღო და იჯარის წესით გადავიდა ამ გუნდში. მალაიზიური ლიგის 10 მატჩში გუისამ 6 გოლი გაიტანა. არენდა შეწყდა. ამის შემდეგ გუისა პარაგვაულ "სერო პორტენიოში" წავიდა, სადაც ორი სეზონი გაატარა.

დენილსონი

ის ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო. 1997 წელს "ბეტისმა" "სან პაულუს" 32 მილიონ დოლარამდე გადაუხადა. ეს იმ დროისათვის მსოფლიოს რეკორდი იყო. მთლიანობაში მან 60 მატჩზე მეტი ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებში და არის მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა ეს არაფერია იმასთან, რა მოლოდინსაც ის იძლეოდა. 32 წლის ასაკში დენილსონი ვიეტნამში წავიდა, სადაც "ჰაიფონის" შემადგენლობაში ერთი მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ დენილსონმა ტრავმა მიიღო და სამ კვირაში მისი კონტრაქტი კლუბთან გაწყდა.

დევიდ ჯეიმსი

ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე ჩვენ დაგვამახსოვრდა არა მხოლოდ როგორც შესანიშნავი გოლკიპერი, არამედ როგორც ძალიან დიდი ორიგინალი. 2013 წელს 43 წლის მეკარემ გადაწყვიტა, კარიერა ისლანდიაში გაეგრძელებინა. ჯეიმსმა კონტრაქტი გააფორმა "ვესტმანაეიართან". ამ გუნდში მას ხედავდნენ, როგორც მოთამაშე-მწვრთნელს. ისლანდიურ ლიგაში ჯეიმსმა 17 მატჩი ჩაატარა და გუნდს ევროპალიგაზეც დაეხმარა. ამის შემდეგ დევიდი ინდოეთში წავიდა, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა.

ჯანლუკა ძამბროტა

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონმა, "იუვენტუსის", "ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა წევრმა კარიერა შვეიცარიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის "კიასოში" დაასრულა.

36 წლის იტალიელი ორწლიან კონტრაქტს იმ პირობით დათანხმდა, რომ მეორე წელს ის გუნდში მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებდა. ძამბროტამ ათამდე მატჩის ჩატარება მოასწრო ახალ გუნდში, როცა კლუბის პრეზიდენტმა ყოფილი მწვრთნელი გაუშვა და გუნდის გაძღოლა ჯანლუკას მიანდო. ძამბროტა გუნდის მთავარ მწვრთნელად 2015 წლის აპრილამდე მუშაობდა, მერე კი ინდოეთში განაგრძო სამწვრთნელო საქმიანობა.

ხოან კაპდევილა

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი თითქმის 40 წლისაა და ფეხბურთისგან ის ჯერაც არ დაღლილა. მას შემდეგ, რაც 2014 წელს დატოვა "ესპანიოლი", კაპდევილამ ითამაშა ინდოეთში, მერე კი ბელგიურ "ლიერსს" მიაშურა. ახლა ის ანდორული "სანტა კოლომას" ფეხბურთელია. ზაფხულში "სანტა კოლომას" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა სომხური "ალაშკერტის" წინააღმდეგ.

დიეგო ლუგანო

ურუგვაის ნაკრების დაცვის ყოფილმა ბურჯმა უცნაური საქციელი ჩაიდინა. 2015 წელს, "ვესტ ბრომვიჩიდან" წასვლის შემდეგ მან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა შვედურ "ჰაკენთან". შვედეთის ჩემპიონატში ლუგანომ 11 მატჩი ჩაატარა, აღიდგინა ოპტიმალური სათამაშო ფორმა, რის შემდეგაც ჯერ პარაგვაულ "სერო პორტენოში" წავიდა სათამაშოდ, მერე კი ათწლიანი განშორების შემდეგ, ბრაზილიურ "სან პაულუს" დაუბრუნდა.

ფაბრიციო მიკოლი

თავდამსხმელმა, რომელსაც სალერნიტანელ რომარიოს ეძახდნენ, კარიერის პიკში ყოფნისას ათამდე მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში. 2015 წელს მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა მალტურ "ბირკირკარასთან".

მიკოლის მიზანი იყო, შეესწავლა მალტის ლიგა და კარიერის დასრულების შემდეგ მენეჯერის რანგში ეთანამშრომლა იქაურ კლუბებთან. ევროპალიგაზე "ბირკირკარამ" მისი გოლებით გამოთიშა ასპარეზობიდან სომხური "ულისი", მერე კი პენალტების სერიაში წააგო "ვესტ ჰემთან". მალტის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

რივალდო

ლეგენდარული ბრაზილიელი მშობლიური ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. "მილანთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, "ბარსელონას" მაისურით იმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატში. 1999 წელს გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მოვიდა დრო და დაიწყო რივალდოს უცნაური მოგზაურობა. ჯერ ის უზბეკეთში გადაბარგდა, მერე კი, 2012 წელს, 40 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა ანგოლის "კაბუსპორთან". იქ მან ერთი სეზონი ითამაშა და 21 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

ტაიე ტაივო

ალბათ ბევრს ახსოვს ეს ნიგერიელი მცველი, რომელსაც მართლაც რომ უძლიერესი დარტყმა ჰქონდა. ნიგერიელი მცველი "მარსელის" შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, მერე კი "მილანში" გადავიდა, სადაც საქმე კარგად არ წაუვიდა. დაიწყო იჯარები, "ქუინზ პარკსა" დაკიევის "დინამოში". 2015 წელს ტაივომ ფინურ "ჰიკთან" გააფორმა კონტრაქტი. წლეულს, იანვარში, შვეიცარიულ "ლოზანაში" გადავიდა".

რობი ფაულერი

კარიერის ბოლოს ჯერ ავსტრალიის ორ კლუბში ითამაშა, მერე კი, 36 წლის ასაკში, ტაილანდში გადავიდა. ეს მოხდა 2011 წელს. ის იყო "მუოტონგ იუნაიტედის" მოთამაშე-მწვრთნელი. ნახევარი წლის განმავლობაში "ლივერპულის" ექსვარსკვლავმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც სამწვრთნელო საქმეში მეტი გამოცდილების მიღება დაისახა მიზნად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sam

რას ნიშნავს "მარსელის შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა"?

finita la commedia - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში დაიბარეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"რუსები გერმანიის ნაკრების სტილში თამაშობენ" - ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

რივალდოს შვილი შეიძლება კიევის "დინამოში" გადავიდეს

რივალდო დემბელეზე: დროა, "ბარსელონამ" გაყიდოს

კევინ კურანი: მოსკოვიდან ჰოფენჰაიმში

კევინ კურანის გული შინისკენ მიუწევს

რივალდო: ეს "ბარსელონაში" მესის ბოლო სეზონია

პრობლემა VAR-ში კი არა, თამაშის ხარისხშია - რივალდო ბართომეუს პასუხობს

ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: ყველაზე სწრაფი გოლი ტურნირის ისტორიაში [VIDEO]

ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ხმაურიანი მარცხები

ტრანსფერ ONLINE. ჭორები და ტრანსფერები. 8 ივლისი

რეკორდული ტრანსფერების ისტორია: 120 ათასიდან 222 მილიონამდე

"მსაჯებისა და მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს" - ბრაზილიელმა ლეგენდამ ვინისიუსზე ისაუბრა

რივალდო: "ბარსამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც მესი არ გაყიდა