იშტვან ბოშკაის 61-ე მემორიალში ვიცე-ჩემპიონი ესკერხან მადიევი გახდა, მესამე ადგილზე კი ნოდარ დარბაიძე და არტიუშ გონციანი გავიდნენ
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - შალვა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდის რვა წევრმა უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მოკრივეთა "ა" კლასის საერთაშორისო ტურნირში - იშტვან ბოშკაის 61-ე მემორიალში იასპარეზა.

ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი - ასეთია მათი მონაგარი. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში თბილისელმა ესკერხან მადიევმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო: ჯერ მასპინძელ ზილარ ფარკაშს სძლია 5:0, მერე ასეთივე ანგარიშით ჩეხი დავიდ კოტრჩი ჩამოიშორა გზიდან, ნახევარფინალში ჩინელ ლიუ ვეის სულაც მეორე რაუნდში აჯობა, ხოლო გადამწყვეტი პაექრობა უკრაინელ იაროსლავ სამოფალოვთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ნახევარფინალური ორთაბრძოლები წააგეს და მესამე ადგილებზე გავიდნენ ნოდარ დარბაიძე (49 კგ) და არტიუშ გონციანი (56). ისინი უნგრელ გაბორ ვირბანსა და ჩინელ იან იაფეისთან დამარცხდნენ. მანამდე კი დარბაიძემ პოლონელ იაკუბ სლომინსკის, ხოლო გომციანმა სომეხ გარნიკ ჰარუთინიანს გადაუღობა მედლისკენ მიმავალი გზა.

ტურნირზე პირველ ორთაბრძოლაში წარმატებას მიაღწია რატი ტლაშაძემ (81) - ხორვატი ზვონიმირ რებოლი დაჯაბნა, მაგრამ მეოთხედფინალში ყაზახ შაიმურად კუსაინოვს ვერ გასცდა.

სტარტზევე დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ ონისე სოსელია (52, ჩინელ ჰუ იანგუანთან), გიორგი გოგატიშვილი (60, რუს კონსტანტინ როგომაზოვთან), დავით გორგილაძე (64, უკრაინელ ტიმურ ბელიკთან) და გიორგი ჭიღლაძე (+91, რუს მაგომედ ომაროვთან).

ახლა საქართველოს ნაკრები სპორტკომპლექს დკდ-ში ემზადება მომავალი შეჯიბრებებისთვის. 20 თებერვლიდან ბულგარეთის დედაქალაქის რინგზე გამოვლენ სევერიან ჭილაძე (56 კგ), ევროპის მეორეპრიზიორი ოთარ ერანოსიანი (60), ლაშა გურული (64), ევროპის მესამეპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე (69), კონსტანტინე ხვისტანი (75), იაგო კიზირია, ნიკოლოზ სეხნიაშვილი (ორივე-81), ალექსანდრე დოკვაძე (91) და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე (+91). მარტში კი 23-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატი ელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
თუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ
გიორგი ჭიღლაძე ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
უნგრეთში, იშტვან ბოშკაის მემორიალში საქართველოს ნაკრები 8 მოკრივით გამოვა
მსოფლიოს გზა ევროპაზე გადის - ინტერვიუ შალვა დუნდუასთან
საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შალვა დუნდუა დაინიშნა
დავით წიკლაური: ნაკრებში ადგილი დაბევებული არავის ექნება
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
ქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]
ქართველი მოკრივე სახელოვან რუსთან დამარცხდა
U22. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წარმატებული სტარტი