კვირის საჩოგბურთო ტურნირების მიმოხილვა
გასულ კვირას, მამაკაცების პროფესიულ ტურში სამ კონტინენტზე სამი ტურნირი გაიმართა. მემფისის ტურნირზე და ნიკოლოზ ბასილაშვილის გმირობებზე ბევრი დავწერეთ, გარდა ამისა, ATP250-ის ტურნირები ჩატარდა როტერდამსა და ბუენოს აირესში.

მთავარი სტარტი ჰოლანდიაში იყო. როტერდამის შემადგენლობა გააძლიერეს მარინ ჩილიჩმა, დომინიკ ტიმმა, დავიდ გოფენმა, ტომაშ ბერდიხმა და ამ სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ გრიგორ დიმიტროვმა. ბულგარელს როტერდამამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა წაგებული - ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში რაფაელ ნადალთან.

ჰოლანდიაში დიმიტროვი წინა კვირას, სოფიას ტურნირის მოგების შემდეგ ჩავიდა. ამჯერად, ბულგარელმა ვეღარ შეძლო თავისი საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება და გოფენთან მეოთხედფინალში წააგო.

ბელგიელმა ფინალში გააღწია, ბადის ზედა მხრიდან კი იგივე შეძლო ჟო-ვილფრიდ ცონგამ. ფრანგმა თავისი პირველი ოთხი შეხვედრა ორ-ორ სეტში მოიგო, მათ შორის, ჩილიჩთან (ორი ტაი-ბრეიკი). ნახევარფინალში ცონგა ბერდიხზე ძლიერი აღმოჩნდა, ტიტულისთვის მატჩში კი რთულ ბრძოლაში აჯობა გოფენს - 4:6, 6:4, 6:1.

ცონგამ 10 ეისი ჩააწოდა და შესანიშნავად მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე. ორივეს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის დაბალი პროცენტი ჰქონდა, მაგრამ ჟო მატჩის ბოლოს მაინც უკეთ მოქმედებდა და მოიპოვა კარიერაში მე-13 ტიტული. ეს იყო ფრანგის პირველი გამარჯვება ATP-ის ტურში 2015 წლის სექტემბერის შემდეგ.

გრუნტის საფარზე თამაშობდნენ ბუენორ აირესში. აქ გამორჩეული ვარსკვლავი იყო კეი ნიშიკორი. იაპონელი კარიერაში მხოლოდ მეორე ტურნირს ატარებდა სამხრეთ ამერიკაში. უკვე პირველ მატჩში მას სირთულეები ჰქონდა დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ. შემდეგ იოლად დაამარცხა ჟოაო სოუზა, კარლოს ბერლოკის ძლევას კი კვლავ სამი სეტი დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, იაპონელმა მიაღწია გადამწყვეტ მატჩამდე.

მას იქ ალექსანდრ დოლგოპოლოვი ელოდა. ნიშიკორის უკრაინელისთვის ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული, თან ისე, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია. დოლგოპოლოვმა შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა და ორ-ორ სეტში მოუგო მეორე და მეოთხე ნომრად განთესილებს. ფინალიც ასევე უმაღლეს დონეზე ითამაშა და მოიპოვა ტიტული ისე, რომ ერთი პარტიაც არ წააგო - 7:6(4), 6:4.

აღვნიშნავთ, რომ ნიშიკორის სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა, დოლგოპოლოვმა კი - რვიდან ერთი ასეთი შანსის რეალიზება შეძლო. კეი ნელა მოქმედებდა და ბევრ შეცდომას უშვებდა, მაგრამ ეს არ აკნინებს დოლგოპოლოვის მიღწევას. მან 2014 წლის შემდეგ პირველად მოუგო TOP5-ის მოთამაშეს, ნიშიკორიმ კი მეექვსე ფინალი წააგო ზედიზედ.

როტერდამი (ჰოლანდია)

ფინალი

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-დავიდ გოფენი (ბელ, 3) 4:6, 6:4, 6:1.

ბუენოს აირესი (არგენტინა)

ფინალი

ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-კეი ნიშიკორი (იაპ, 1) 7:6(4), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა