სოფიაში დამთავრდა კადეტ და ახალგაზრდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 50 ქვეყნის 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დამთავრდა კადეტ და ახალგაზრდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 50 ქვეყნის 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათგან გამოირჩა ანრი ბიწკინაშვილი (76 კგ), რომელმაც 17-წლამდელებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა კარატისტმა სტარტზე პოლონელ მაჩეია სკროუბას აჯობა - 2:0, შემდეგ ჯერონიმ ეტემი (გერმანია) დაამარცხა - 4:0, მეოთხედფინალში სლოვაკ ადი გიურიკს სძლია 1:0, მაგრამ, როგორც საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ სოფიიდან გვაცნობა, რუსმა მსაჯმა ჩვენებურს კონტაქტისთვის გაფრთხილება მისცა და წაგება ჩაეთვალა. სლოვაკმა სპორტსმენმა მერე ფინალში რუსი პაველ დროზდი დაჯაბნა და ჩემპიონი გახდა.

ბიწკინაშვილი დამამშვიდებელში ჩაერთო: ზედიზედ სამ მეტოქეს მოუგო - ელრაზეკ მოუსას (ისრაელი, 0:0-ზე არბიტრების გადაწყვეტილებით) მიჩელ ტორპის (ინგლისი, 2:2), კოლ კაბაშის (შვეიცარია, 3:2) და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მასთან ერთად კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა ვალიდ დეგჰალი (ბელგია).

ქართველ სპორტსმენთაგან საპრიზო ადგილამდე ერთი გამარჯვება დააკლდა 17-წლამდელებში დიმიტრი კუჩერენკოს (61 კგ), რომელიც მე-5 ადგილს დასჯერდა. ამავე ასაკში მეშვიდე იყო ოთარ ანთაძე (+76 კგ). მეშვიდე ადგილებზე გავიდნენ 20-წლამდელებში თამუნა თურმანიძე (61 კგ) და 15-წლამდელებში ლუკა ხვედელიანი (57 კგ).

საგულისხმოა, რომ ათეულში მოხვედრილმა ყველა ქართველმა კარატისტმა სალიცენზიო ქულები დაიმსახურა მსოფლიო ახალგაზრდობის მესამე ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელსაც 2018 წელს არგენტინა უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
კახა ბასილია: ნახევარ მილიონ ლარზეც თანახმანი ვართ
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი: 15 000-ლარიანი გირაო გადამახდევინეს, გეგონება, ნარკობარონი ვარ!
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
სტამბულიდან სასკოლო ოლიმპიადის მონაწილეები დაბრუნდნენ
სუს-მა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
კარატეს მსოფლიო ლეგენდა ანტონიო ოლივე სება თბილისს სტუმრობდა