შემტევი ფეხბურთის ფორმულა - უკეთესია, 4:5 წააგო, ვიდრე 0:0 ითამაშო
მას არასოდეს მოუგია ტიტული, მაგრამ გულშემატკივრები აღმერთებენ ზეშემტევი ფეხბურთის გამო. ზდენეკ ზემანმა ერთხელაც ჩამოიბერტყა წელთა სიმრავლე და იტალიურ ფეხბურთს დაუბრუნდა. ის "პესკარას" მთავარი მწვრთნელია. გუნდისა, რომელიც ალბათ, დატოვებს უძლიერესთა ლიგას.

ხანდახან საკმარისია, მწვრთნელის გამონათქვამებს გაეცნო, რომ ყველაფერს მიხვდები მის შესახებ. რომელი სათამაშო სტილის მიმდევარია, როგორი ფეხბურთი უყვარს და ასე შემდეგ. როცა ზდენეკ ზემანის გამონათქვამებს ეცნობი, ეჭვი არ გეპარება, რომ ყოველივე ეს მის თავში დაიბადა

ზემანის ფრაზები

"0:0 ის ანგარიშია, რომელიც ძალიან არ მიყვარს. ფეხბურთი შოუა, მისი მთავარი სამშვენისი კი გოლია".

"არის ბევრი მწვრთნელი, რომელიც გამზადებულ ფეხბურთელს ყიდულობს. არის მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელის ჩამოყალიბება შეუძლია".

"უკეთესია, 4:5 წააგო, ვიდრე 0:0 ითამაშო. წააგებ, მაგრამ ემოციები მაინც მოგეძალება".

"თუ 90 წუთში ვერ გაიტან გოლს, მაშინ საერთოდ არ უნდა გაღელვებდეს, გაუშვი თუ არა ბურთი".

"ხანდახან, წაგება უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე მოგება".

"ბოლო ადგილზე გასვლა ტრაგედია არაა. უკეთესია, ბოლო ადგილზე გახვიდე და რაღაც გქონდეს შენი, ვუდრე საშუალო იყო და სხვას ჰგავდე".

ასეთია იმ მწვრთნელის "ოქროს გამონათქვამები, რომელსაც არასოდეს არაფერი მოუგია, მაგრამ ფეხბურთში განსაკუთრებული კვალი დატოვა. ეს გახლავთ ზდენეკ ზემანი...

საკი და ზემანი

ზემანმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიიღო იტალიური პასპორტი, მაგრამ მთელი მსოფლიო მას ჩეხად მიიჩნევს. ბავშვობა ზემანმა ზღაპრულ პრაღაში გაატარა. მამამისი კარელი ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო და შვილს გამუდმებით არწმუნებდა, რომ მის გზაზე უნდა წასულიყო. მოგვიანებით ზემანმა მოკლედ მოჭრა: "ძალიან კარგად მოვიქეცი, მას რომ არ მოვუსმინე." მომავალი მწვრთნელი ბავშვობიდანვე ისე ძლიერად იყო გატაცებული სპორტით, რომ თავისი შესაძლებლობები რამდენიმე სახეობაში მოსინჯა. თამაშობდა ჰოკეის, ფრენბურთს.

წყალბურთს. მან ფეხბურთშიც სცადა დამკვიდრება და პრაღის "სლავიას" მიაკითხა, თუმცა გუნდში მოხვედრა ვერ მოახერხა. არადა, როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ძალიან ბევრს მოძრაობდა მინდორზე.

ზემანი ყოველთვის ამაყობდა მამით. "კარელი საკუთარი საქმის უზადო პროფესიონალი იყო. მან პირველმა ჩაატარა ტრაქეოტომია. მას ამერიკაში უხმეს ლექციების წასაკითხად. მამამ ამაზე უარი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის გამო თქვა." - გაიხსენებს მოგვიანებით ზემანი.

ზდენეკის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც დასთან, იარმოლასთან ერთად ბიძამისს, მწვრთნელ ჩესტომირ ვიცპალეკს ეწვია არდადეგებზე. მაშინ ის სიცილიაზე მუშაობდა. არ ფიქრობდა "იუვენტუსის" გაწვრთნასა და ჩემპიონთა თასის მოგებაზე, მაგრამ მას მაინც ბევრი რამ ჰქონდა ნანახი. სხვა თუ არაფერი, ჩესტომირს ჰქონდა იუვენტუსში" თამაშის გამოცდილება. მას გადატანილი ჰქონდა ჯოჯოხეთური დღეები დაჰაუს ტყვეთა ბანაკში.

ახლა სიტყვა მივცეთ ზემანის ბიძას. "1944 წელს მე ქურთუკში მოსიარულე ჩონჩს ვგავდი. ჰიტლერმა მტრები ჩაკეტა და მეც ჩამკეტა, რადგან პრაღიდან ვიყავი და მის მტრად ვითვლებოდი. ყველაზე ძვირფასად კარტოფილის ის ნაჭერი მეჩვენებოდა, ორ დღეში ერთხელ რომ გვაძლევდნენ." - ამბობდა ვიცპალეკი.

იტალიიდან ზემანი ჩეხეთში არ დაბრუნებულა. ქვეყანაში "ადამიანის სახიანი სოციალიზმი" დამყარდა. პრაღაში ტანკები შევიდნენ. ზემანს სამშობლოში დაბრუნება აუკრძალეს, არჩევანი აღარ დაუტოვეს...

იტალიაში ზემანს ძალიან მოსწონდა. იქ მას ჰყავდა უხვი ბიძა, რომელიც უკვე მყარად იდგა ფეხზე. ჰყავდა მეგობარი გოგონა, მოცურავე კიარა. მას ზემანი მაშინ შეხვდა, როცა ცურვის მწვრთნელად მუშაობდა. საინტერესოა, რომ ზემანმა სამწვრთნელო ბედი სპორტის რამდენიმე სახეობაში სცადა და ყველგან ბიძის ნაცნობების დახმარებით. ის ასევე წვრთნიდა რამდენიმე ძალიან სუსტ სიცილიურ საფეხბურთო გუნდს. ეს მას იმისათვის სჭირდებოდა, რომ სამწვრთნელო ანბანი შეესწავლა.

"ერთმა მითხრა, რომ მწვრთნელის რანგში გუნდის დახმარება შემეძლო. მაშინ მე ეს არ დავიჯერე, რადგან ჩემში საამისო ხასიათს ვერ ვხედავდი. მაინც შევეჭიდე ამ საქმეს და თავიდან მხოლოდ 50 დოლარს ვიღებდი. ეს ფული მხოლოდ საჭმლისათვის მყოფნიდა და ისიც ძლივს." - იხსენებს ჩვენი გმირი.

ზემანის იდეალი ბიძამისთან ერთად იყო ცნობილი რუმინელი ფეხბურთელი, შემდეგში კი მწვრთნელი, შტეფან კოვაჩი. მალე ზემანი "პალერმოს" ახალგაზრდულ გუნდში მივიდა სამუშაოდ. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 60 მისი აღზრდილი მოხვდა დიდ ფეხბურთში.

ვიღაცამ იტალიის ნაკრებში ითამაშა. ხუთი წლის შემდეგ ზემანმა კოვერჩიანოში არიგო საკისთან ერთად აიღო სრულფასოვანი სამწვრთნელო ლიცენზია. საკიმ პრესინგზე და დაცვის "მაღლა" გამოყენებაზე დაწერა დისერტაცია, ზემანმა კი შემტევი ფეხბურთის კონსტრუქციაზე.

დაბრუნება ტრიუმფით

"ზემანლანდია კვდებაო? არ დაიჯეროთ! ის მუდმივია." - ასე იხუმრა ზდენეკ ზემანმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ. მას მოეწონა ის სახელი, რომელიც მის სტილს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა შეურჩიეს. მართლაც, ზამანის გუნდები ყოველთვის იყვნენ განსაკუთრებული, სამოთხისებრი კუნძულები ფეხბურთში, რომელსაც უკვე ეძალებოდა პრაგმატიზმის გავლენა. ეგაა, შედეგი ყოველთვის როდი იყო იდეალური.

ოთხმოციან წლებში ზემანმა იტალიის დაბალი დივიზიონის "ლიკატაში" იმუშავა. "იქ მწვრთნელმა ყველაფერი უნდა იცოდეს. კარგ მწვრთნელთან ერთად კარგი მესაწყობეც უნდა იყოს." - ასე იხსენებდა ზემანი მოგვიანებით ამ გუნდში გატარებულ პერიოდს. ასე იყო თუ ისე, ყველასათვის უცნობმა გუნდმა უახლოს კონკურენტზე 20 გოლით მეტი გაიტანა და რანგით მაღალ დივიზიონში აღზევდა.

მერე დაიწყო და დაიწყო. ის მუშაობდა ძალიან კარგ იტალიურ გუნდებში და გამუდმებული ომი ჰქონდა ტურინის "იუვენტუსთან". ისე გამოვიდა, რომ საბოლოო ჯამში, მან ეს ომი დათმო. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ზემანის კარიერაში ისეთი გუნდები, როგორების არიან "ლაციო", "რომა", ფენერბაჰჩე", "ნაპოლი"...

საინტერესოა, რომ 69 წლის ზემანი უკვე იყო "პესკარას" მთავარი მწვრთნელი. ახლა იგი კიდევ ერთხელ ჩაება წასაგებად განწირულ ომში. საკმარისია აღინიშნოს, რომ "პესკარა" 10 ქულით ჩამორჩება "უსაფრთხო ზონას".

დაბრუნება კი მართლა შედგა - ზემანის პირველ მატჩში წყალწაღებულმა გუნდმა "ჯენოას" 5:0 მოუგო. ვინ იცის, იქნებ, სასწაული მოხდეს. მითუმეტეს, ზემან არაერთი სასწაული "ქამბექი" შემოუთავაზებია მის სამწვრთნელო კარიერაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"კალიარის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯანფრანკო ძოლას ზდენეკ ზემანი ჩაანაცვლებს
ზდენეკ ზემანი "კალიარიდან" სეზონში მეორედ წავიდა
ზდენეკ ზემანი: "იუვენტუსის" ჰეგემონიას მილანელები დაამხობენ
სერია A: სამწვრთნელო კარუსელის მოლოდინში
ზემანი: ინსინიე "ნაპოლის" უკანასკნელი სიმბოლოა
"კალიარიმ" ზდენეკ ზემანი გაათავისუფლა