ბედისწერამ იმდენი და ისეთი განსაცდელი გამოუგზავნა, ერთი რიგითი წყობის კაცს ნამდვილად გატეხდა. ლევან ყენია კი ვერ გატეხა...
განსაკუთრებით ნიჭიერებს ბედისწერა რთულ ხასიათს და ცხოვრების რთულ გზას არგუნებს ხოლმე. მართლაც, რაღაც კანონზომიერებასავითაა - განსაკუთრებულებს განსაკუთრებული გზით უწევთ სიარული და ხშირად მათ ბედს სწორედ ეს განაპირობებს...

სხვისი არ ვიცი და, პირადად მე მათი ცხოვრება მიყვარს. მათი ცხოვრება მაძლევს სტიმულს და დღეს ცოცხალ თრითინას მილიონი წლის წინ გადაშენებული დინოზავრი მირჩევნია. ეგაა, მათ ვერ მოძებნეს საერთო ენა ახალ გარემო პირობებთან, ვერ შეეგუვნენ და გადაშენდნენ...

რატომ მოვიყვანე შედარება წერილის დასაწყისში? ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც ლევან ყენიას თამაშს არ იცნობს, იმ ახალგაზრდა ქომაგისთვის როგორმე მეჩვენებინა, რომ საშუალო ფეხბურთელზე არ ვწერ, თუმცა რიგი მიზეზების გამო მას უკვე ბევრმა საშუალომაც გაასწრო. საშუალოებს რაც შეეხება, ჩემი დიდი პატივისცემა მათ - მათ გარეშე არც ფეხბურთი იქნებოდა და არც ცხოვრება. რაც ზემოთ დავწერე, სულ იმიტომ, რომ განსაკუთრებულების მიმართ ჩვენ ცოტა სხვანაირი მიდგომა გვმართებს და მათაც დიდზე დიდი ტვირთის ზიდვა უწევთ ცხოვრებაში თუ პროფესიულ გზაზე.

არის თუ არა განსაკუთრებული ნიჭის პატრონი ლევან ყენია? ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ჯანმრთელი ყენიას თამაში, ალბათ, დამეთანხმება, რომ ის არ არის რიგითი ფეხბურთელი. ეგაა, ბედისწერამ იმდენი და ისეთი განსაცდელი გამოუგზავნა, ერთი რიგითი წყობის კაცს ნამდვილად გატეხდა. ყენია ვერ გატეხა. ის მაინც მაგრად დგას და იბრძვის.

ხანდახან გრჩება შთაბეჭდილება, რომ ბრძოლას აზრიც კი აღარ აქვს, რადგან მთავრდება ბრძოლის ერთი რაუნდი და იწყება მეორე, მაგრამ თავად ლევანი არ ტყდება და შენ როგორ გინდა, გატყდე?!

მას პატარაობიდან ვიცნობ - ჯერ კიდევ იმ დროიდან, თავის თანატოლებთან ერთად რომ დასდევდა ბურთს ჩვენს გაპარტახებულ სტადიონებზე. მინდა, დაიმსხვრეს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, ყენიამ ხასიათის გამო ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც მისგან ველოდით. კი, შეიძლება, კარიერის დასაწყისში ოდნავ ზედმეტი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე, მაგრამ მალევე დაეშვა მიწაზე.

ბევრი ფეხბურთელი გინახავთ საქართველოში, თავისი, თუნდაც არასწორი საქციელის გამო, ბოდიში რომ მოეხადოს? ყენიამ ეს გააკეთა და თუნდაც ამის გამო იმსახურებს პატივისცემას.

ჟურნალისტებმა კარგად ვიცით ფეხბურთელის შინაგანი სამყარო. მოიკითხავ, გაუგზავნი კითხვებს და ხშირად თვეობით ელოდები პასუხს. ლევან ყენია ასე არასოდეს მოქცეულა, პირიქით, აქეთ მოგიკითხავს, საკუთარ თავზე რომ ჰკითხავ, აქეთ გაგამხნევებს - ჯერ არაფერი დამთავრებულა, ვიბრძვი და აუცილებლად დავდგები ფეხზეო...

ალბათ, საქართველოში არ არსებობს ფეხბურთელი, ასე რომ გაეტანჯა ტრავმებს. რომ არა ყენიას ხასიათი, საკუთარი თავის რწმენა, წლების წინ გაცემული ავანსების ვალდებულება, მის ადგილზე სხვა დიდი ხნის წასული იქნებოდა ფეხბურთიდან. ადრე დაგროვებული კაპიტალი მას მშვიდად ცხოვრების საშუალებას მისცემდა.

მაგრამ ის იბრძვის. შეიძლება, ეს ბრძოლა უკვე განწირული ბრძოლაც არის, მაგრამ ჩვენ გვერდზე ვერ გავდგებით თუნდაც, მხოლოდ ადამიანური სოლიდარობის გამო და მერე იმიტომაც, რომ საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი 26 წლის ლევან ყენია...

მე ასე მგონია: ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელის თავს, წისქვილის ქვის გარდა, ყველაფერი რომ არ დატრიალებულიყო, დღეს საქართველოს ნაკრებს საძებარი არ ეყოლებოდა ნაღდი ლიდერი. დღეს ჩვენს ნაკრებში ბევრი ნიჭიერი შუახაზელია - ისეთი, გუნდის ლიდერობა რომ შეუძლია კონკრეტულ შეხვედრაში, მაგრამ არ ჩანს სტაბილური ლიდერი, ხასიათის - რამდენიც გინდა. არ ჩანს ფეხბურთელი, რომელიც ათიდან რვა მატჩს მაინც ჩაატარებს სტაბილურად.

ეს შეეძლო და, ჩემი მოკრძალებული აზრით, კიდევ შეუძლია ლევან ყენიას. ის თავისი სათამაშო მანერითა და მასშტაბით არ ჰგავს არავის და თუ მართლა დადგება ფეხზე, საქართველოს ნაკრები იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის.

დღევანდელი გადასახედიდან, ნაადრევი იყო მისი გადასვლა "შალკეში". მაგრამ მეორე მხრივ, როგორ გინდა, ასეთ წინადადებაზე უარის თქმა? "შალკეში" კი მას დახვდა ფელიქს მაგათი თავისი ჯოჯოხეთური დატვირთვებით და დაიწყო უიღბლო სერია, დღემდე რომ გრძელდება. ყველაფერს აქვს დასასრული და ეს უიღბლობაც უნდა დასრულდეს.

ის იბრძვის და ჩვენც ვალდებულნი ვართ, ამ ბრძოლაში მასთან ვიყოთ. ჯერ ერთი, წმინდა ადამიანური კუთხითაც ასე უნდა იყოს და მეორეც - ღრმად მწამს, ასე სჭირდება საქართველოს ნაკრებს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალექს
ძალიან მაგარი ბიჭია და იმედია თავისი სიტყვის თქმას შეძლებს
კახა ქირია
ლევან არ გატყდე გენაცვალე ყველაფერი კარგად იქნება
სოსო
ფელიქს მაგათის კისერზეა ლევანის ცოდვა,ლევანის ადგილზე თამაშობდა ივან რაკიტიჩიც და ახლა ბარსელონაშია,ლევანი კი წარმატებით უწევდა კონკურენციას და ასაკითაც ცოტა უმცროსია როგორც მახსოვს.ერთია რომ ვერ გაასწრო გუნდიდან. ლევანს გაძლებას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვიცი,თუ ლევანმა შესძლო და ფორმა აღიდგინა,ციკლში სულ ცოტა ერთი თამაშის ბედს ინდივიდუალურად გადაწყვეტს,ნაკრები კი სულ სხვა იქნება.
gizog
შოტლანდიასთან მოგებული თამაშის შემდეგ მისი მუდმივი გულშემატკივარი ვარ, მართლაც ბედის სიმუხთლეა, წარმოვიდგინოთ მას მძიმე ტრამვა რომ არ მიეღო, როგორ ყალიბდებოდა შალკეს ერთ ერთ ლიდერად სა ასეთი გუნდის ლიდერი, რომ გუნდში გვყავდეს ნაკრები ასეთ დღეში ნამდვილად არ იქნებოდა. მე მახსოვ დინამოს ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავი ტრავების გამო წელიწადში ნახევარ სეზონსაც ვერ თამაშობდა, თუმცა სწორედ 26 წლის შემდეგ დაიწყო უტრამვო სტაბილური და უმაღლესი დონის თამაში, რომელსაც რეალი სთხოვდა ხელშეკრულებაში თვითონ ჩაეწერა რა პირობებიც სურდა. მე ვუსურვებ ლევანს იგივე გამეორებულიყოს მის საფეხბურთო კარიერაში. მისი კარიერის II ნახევარი სულ წარმატებების ყოფილიყოს. ლევან ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი შენთანაა.(კლავიატურის გულშემატკივრები არ მიგულისხმია)
koka
ალეკო, იქნებ დაუკავშირდე და გაიგო ბოლო ინფორმაციით,რა მდგომარეობაშია ბიჭი,როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი.მართლაც მაგარი ფეხბურთელია.
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ფელიქს მაგათის იდეა: ნულოვანი ფრის დროს გუნდებს ქულები არ მივცეთ
ეპოქის დასასრული: მისტერ საიმედოობა - ფილიპ ლამი ფეხბურთიდან მიდის
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯანო ანანიძეს მწვრთნელად შეიძლება ფელიქს მაგათი დაუნიშნონ
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ლევან ყენია: ხშირ ტრავმიანობას ჩემს გამოუცდელობას ვაბრალებ
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები
ფელიქს მაგათი: "ტიკი-ტაკა" ფეხბურთის არასწორი განვითარებაა