ახალი პრეზიდენტი ინგლისელი ან ამერიკელი იქნება
მაურიციო ძამპარინიმ "პალერმოს" პრეზიდენტის პოსტი დატოვა და საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კლუბის გარშემო მიმდინარე პროცესებს ნათელი მოჰფინა.

ძამპარინის ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და ის თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ ყველაზე ექსცენტრიკულ იტალიელ საფეხბურთო ფუნქციონერად, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მწვრთნელი შეცვალა.

დროა, სიტყვა სინიორ მაურიციოს გადავცეთ და უახლესი ამბები მისგან შევიტყოთ:

"კლუბის თანამფლობელი ხდება ინგლისურ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც მზადაა ინვესტიციის განსახორციელებლად. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, დასახელდება კლუბის ახალი პრეზიდენტი, რომელიც დირექტორთა საბჭოსთან ერთად მართავს პროცესებს.

პირადად მე, ვრჩები კლუბის ერთ-ერთ მეპატრონედ, თუმცა კონკრეტულ საქმეებში ნაკლებად ვიქნები ჩართული. კლუბის ახალი მენეჯმენტის მიზანია, რომ აშენდეს ახალი სტადიონი, გაუმჯობესდეს გუნდის საწვრთნელი ბაზა, ჩაიდოს ინვესტიციები ტრანსფერებში და 3-5 წელიწადში "პალერმო" გავიდეს ევროასპარეზზე. ეს რეალური მიზანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას გულშემატკივრებთან ერთად წარმატებით გავივლით".

იყო თუ არა ძამპარინის გადადგომა კლუბის ახალი ინვესტორების პირობა? - მაურიციომ ამ თემაზე ცალკე ისაუბრა: "კლუბში დიდი ინვესტიციები იდება და არაა გასაკვირი, რომ ყველაფერი ძველებურად ვერ დარჩება.

კლუბის მენეჯმენტი მეტწილად, დაკომპლექტდება ინგლისურ-ამერიკული კონსორციუმის წევრებით და ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება მართებული. პირადად მე, მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მზად ვიყავი, მომავალს კი ოპტიმისტურად ვუყურებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ძამპარინი მონაგონია... "პალერმოს" ახალი პრეზიდენტი წინაზე ექსტრავაგანტურია
კაჭარავადან კაჭარავამდე - რა საერთო აქვთ თბილისის "დინამოსა" და "პალერმოს"
ძამპარინიმ 15-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა "პალერმო"
გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" მერვედფინალში გავიდა
ცნობილი გახდა "პალერმოსთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა
კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"პალერმოს" ყოფილი მფლობელი ძამპარინი გარდაიცვალა
მაურიციო ძამპარინი - განსაკუთრებული პრეზიდენტი, რომელმაც 15 წელში 52 მწვრთნელი გააგდო
მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" პრეზიდენტი აღარ არის
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ბალოტელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს