რომან შვანტნერმა ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგის ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის სემინარი ჩაატარა
27-28 თებერვალს, სასტუმრო "მოხალისეში", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების სპეციალისტმა - რომან შვანტნერმა ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგის ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის სემინარი ჩაატარა.

შვანტნერმა პრეზენტაციის საშუალებით მოთამაშეთა ინდივიდუალურ ფიტნეს-პროფაილებზე, მატჩისწინა სამზადისზე, მოკლე პერიოდში ტრავმიანობის პრევენციაზე და სხვადასხვა სახის ფიზიკურ ტესტებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს შეხვედრას კლუბების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფიზმომზადების მწვრთნელები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი ესწრებოდნენ.

"ჩემი პრეზენტაციის მიზანია, გავუზიარო ახალი მეთოდები სემინარის მონაწილეებს. ვფიქრობ, მწვრთნელებს სამომავლოდ გამოადგებათ ის სიახლეები, რასაც ამ სემინარზე შეიტყობენ", - განაცხადა რომან შვანტნერმა.

დასასრულ, მონაწილეებმა სემინარი შეაჯამეს:

"აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სემინარი ძალიან ნაყოფიერი იყო. კარგია, რომ ის, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტს მოიცავდა. თეორიულ ნაწილში დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. ვისურვებდი, რომ მსგავს სწავლებას სისტემატური ხასიათი ჰქონდეს, რაც ძალიან კარგი იქნება ყველა ჩვენგანისათვის", - შალვა ღონღაძე, "ლოკომოტივის" ფიზმომზადების მწვრთნელი

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად ძალიან კვალიფიციური ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც დღეს ჩვენ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და მისი რჩევები ძალიან წაგვადგება ჩვენ, ქართველ მწვრთნელებს. მინდა განხილულ საკითხებს შორის გამოვყო ტრავმიანობის პრევენცია, რომელზეც დღეს ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ", - "სამტრედიის" ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე.

"ის ცოდნა, რომელიც ამ სემინარზე მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვფიქრობ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისათვის", - მილოვან მატიასევიჩი, ქუთაისის "ტორპედოს" ფიზმომზადების მწვრთნელი.

"ძალიან კარგი წამოწყებაა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ დღის განმავლობაში, გავაანალიზებთ და გამოვიტანთ დასკვნებს. ეს სემინარი არამარტო ნაკრები გუნდებისთვის, არამედ კლუბებისთვისაც ძალიან კარგია. დღეს სემინარის პირველ ნაწილში სწორედ ეს იქნა აღნიშნული, რომ თუ მიღებული ინფორმაცია საკლუბო დონეზეც დაინერგება, ხელს შეუწყობს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონის ამაღლებას", - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა.

"ფეხბურთის ფედერაციის ეს წამოწყება ძალიან კარგია. ფიზმომზადების პრობლემა ზოგადად ქართულ ფეხბურთში დგას. აქ კი ვიღებთ ახალ ინფორმაციას, რომელსაც შემდგომში კლუბებში გამოვიყენებთ", - წყალტუბოს "სამგურალის" ფიზმომზადების მწვრთნელი რომან ჭუმბურიძე.

S.P
erti kidev uazrod ckalhi gadakriki tanxa.he kargo adamiano es erti seminari uhvelis vitom hvens fexburts.
Vep1963
სწორ გზას ვადგევართ.ასე უნდა გავაგრძელოთ.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ხმები ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ... გია ცეცაძე ვლადიმირ ვაისის თანაშემწედ?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
რომან შვანტნერი: ეს ქართველ ფეხბურთელთა არასწორი განვითარების ბრალია
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტესტირების შედეგებიც ადასტურებს, რომ საქართველოში ტალანტები არიან
საქართველოს ნაკრები: მზადება დაიწყო, ვაისის ასისტენტები ცნობილია [VIDEO+PHOTO]
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო