ცნობილია, რომ სტადიონზე გაკეთდება განათება, შეიცვლება ტაბლო, მოხდება გასახდელებისა და საშხაპეების რეაბილიტაცია...
სადაცაა საქართველო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს (2-15 ივლისი). გორი ის ქალაქია, სადაც ტურნირის გახსნის მატჩია დაგეგმილი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენას კი ამ დონის შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად რემონტი სჭირდება.

გორის საკრებულომ საამისოდ 560 ათასი ლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქის მერია არენის რეაბილიტაციას უახლოეს ხანებში პროექტის მომზადებით დაიწყებს, რასაც მალე ტენდერიც მოჰყვება და უშუალოდ სარემონტო სამუშაოების დაწყებაც.

560 ათასი ლარი, რომელიც ქალაქის ბიუჯეტმა უნდა გაიღოს, ცხადია, არ იქნება საკმარისი. საამისოდ, თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა. ჯერჯერობით, ვერ დავაზუსტეთ, რამდენი იქნება ქვეყნის ბიუჯეტის წილი, თუმცა ის კი შევიტყვეთ, რომ ჯამურად ეს თანხა მილიონ-ნახევარი იქნება.

ვინაიდან, ახლა პროექტის შედგენის პროცესი მიმდინარეობს, ზედმიწევნით არც ისაა ცნობილი, კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს სტადიონზე, მაგრამ ის, რომ განათება გაკეთდება და ტაბლო შეიცვლება, უკვე ცნობილია.

გარდა ამისა, მოხდება გასახდელებისა და საშხაპეების რეაბილიტაცია. იგეგმება საკომენტატორო ოთახების, ვიდეოოპერატორებისთვის ჯიხურების დამონტაჟება. შეიცვლება სტადიონზე შესასვლელი ყველა კარი. გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაც, არენა გარედანაც რიგიანად შეიფუთება.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს საფუძვლიანი რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა. აქ არსებული მინდვრის საფარი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ტრიბუნები, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებზეა, ამჟამად 4 ათას მაყურებელს იტევს. გორის სარბიელმა უკვე უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო შეხვედრას ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობით. შარშანწინ აქვე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გორის "დილას" მონაწილეობით...

ერთი სიტყვით, სტადიონის მესვეურებსა და პერსონალს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვთ, თუმცა ახლა ტურნირის რანგი გაცილებით მაღალია და მოთხოვნებიც - შესაბამისი.

საერთოდ, არენის რეაბილიტაცია კარგია იმითიც, რომ ჩაივლის ტურნირი და გორსა და ზოგადად, ქვეყანას ერთი ხარისხიანი სტადიონიც შეემატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

LionMan
მართლა ცუდია რომ არ ტარდება დასავლეთ საქართველოსი მარა ამის მიზეზი ისაა რომ,გუნდებს შორი მანძილის გავლა არ მოუხდეთ ფრენის შემდეგ და სწორედ ამიტომ ტარდება თბილისის გაღშემოო.გასაგებია რომ ქუთაისშიცაა აეროპორტი მარა როცა სიჭინავა იყი პრეზიდნენტი მაშინ ასეთი განმარტება მისცა ხალხს,სხვა ქალაქებში ჩატარებასთან დაკავშირებით
irakli Apkhaidze
ცუდია რომ დასავლეთ საქართველო არ მასპინძლობს თამაშებს. ფოთს რო სტადიონი არა აქვს ეს ცუდია მართლა, ისევე როგორც ბათუმს, მაგრამ არსებული მოცემულობით ზესტაფონი და ქუთაისი ნამდვილად მოახერხებდნენ ერთი ჯგუფის მასპინძლობას.
ზურას
კოლხეთი შენც არ მყავდეს ტიტულებით დახუნძლული, არ წაიღეს ტვინი.
რეზო
მე გორელი ვარ მაგრამ ყველა ქართული გუნდის გულშემატკივარი ვარ და მხოლოდ მივესალმები ნებისმიერი გუნდის წინსვლას და მხოლოდ გამეხარდებოდა მსგავსი სიახლე რომ სხვა გუნდზე დაეწერათ.რა გბოღმავთ თქვენ ვერ გამიგია გორის სტადიონის რეაბილიტაცია ფოთს რამეში უშლის ხელს?
სემ
"აკვანი დაირწა" კიარა ძუძუ აწოვეს კიდე.. რა გბოღმავთ ხალხო
dila gori
ზურა რაიყო ფოთშიც იყვეს და გორშიც მეტი მოგვივა?!
gori
ეტყობა კარგად ვერ დაირწა, კოღოს და მალარიას ისევ ვაშლი ჯობია თუნდაც დამპალი:D:D:D.
zura
ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ფოთში არ არის სტადიონი, სადაც დაირწა ქართული ფეხბურთის აკვანი, და გორში კი არ უნდა გახსნილიყო თამაში, ზუსტადაც ქალაქ ფოთში!!!
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"
[VIDEO] მესის მორიგი გაბრწყინება და ინტერ მაიამი ლიგის თასის ფინალშია
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეოთხე დივიზიონის გუნდთან წააგო
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"დილა" სერბეთში ემზადება, გორში სტადიონს ანახლებენ
"მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...