დღის მიღწევები და სტატისტიკა
გუშინდელი დღის მთავარი მატჩი სან ანტონიოში გაიმართა, სადაც "ჰიუსტონს" სულ ცოტა დააკლდა ადგილობრივი კლუბის დასამარცხებლად.

სტუმრებმა პირველი მეოთხედი 16 ქულის სხვაობით მოიგეს და თითქმის მთელი მატჩი წინ იყვნენ. მაგრამ, "სან ანტონიო" კავაი ლენარდის მეთაურობით, წამოეწია მეტოქეს. სირენამდე 39 წამით ადრე, "ჰიუსტონი" წინ იყო - 108:107, რის შემდეგაც ლენარდმა სამქულიანი ჩააგდო, ცოტა ხანში კი ჯეიმს ჰარდენს დაუფარა. საბოლოოდ, კავაიმ მატჩი 39 ქულით დაასრულა და აქედან 17 ქულა ბოლო მეოთხედზე მოდის.

"სან ანტონიოსთვის" ეს იყო ზედიზედ მერვე მოგება.

ორმაგად უსიამოვნო იყო გუშინდელი დღე "კლივლენდისთვის". გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთის ლიდერმა "მაიამისთან" წააგო, აგრეთვე, დაკარგა თავისი ახალწვეული ცენტრი ენდრიუ ბოგუტი. ვეტერანი ავსტრალიელი პირველ მატჩს ატარებდა "კავალიერზის" რიგებში და დებიუტიდან 58-ე წამზე მოიტეხა ფეხი. დიდი ალბათობით, ბოგუტისთვის სეზონი დასრულებულია.

"მაიამის" რიგებში 29 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო დიონ უეიტერსი, რომელიც "კლივლენდმა" 2015 წლის იანვარში გაუშვა ტრეიდით ფლორიდაში. მან 24-დან 12 ტყორცნა მოათავსა კალათში და ჩააგდო სამქულიანი სირენამდე 12 წამით ადრე, რითაც საბოლოოდ მოუსპო "კლივლენდს" მატჩის შემოტრიალების შანსი.

"კლივლენდს" ვერ უშველა ლებრონ ჯეიმსისა და კაირი ირვინგის ჯამურმა 62 ქულამ და ლებრონის 17 მოხსნამ, რაც მისი პირადი რეკორდია ამ სეზონში.

აღსანიშნავია, რომ "მაიამიმ" ბოლო სამ დღეში მეორედ მოუგო "კლივლენდს".

"იუტამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. მართალია, "ჯაზმენებმა" "ნიუ ორლეანი" მხოლოდ ხუთი ქულის სხვაობით დაამარცხეს, მაგრამ სტუმრებს პრაქტიკულად შანსი არ ჰქონიათ. თამაშის მსვლელობისას, უპირატესობა 18 ქულამდე ადიოდა, "პელიკანსი" კი ერთხელაც არ გასულა წინ.

"ნიუ ორლეანს" ვერ შველის დემარკუს კაზინსის დამატება - გუნდმა ბოლო შვიდ მატჩში მეხუთედ წააგო.

ანალოგიური ხასიათის მატჩი იყო "დენვერსა" და "საკრამენტოს" შორის. მომენტებში "ნაგეტსის" უპირატესობა 20 ქულას ცდებოდა, "კინგზი" კი არც ერთხელ არ ყოფილა დაწინაურებული. მატჩის გმირი გახდა უილსონ ჩენდლერი, რომელმაც 36 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.

"დენვერმა" შეწყვიტა "საკრამენტოსთან" ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.

"დეტროიტმა" ბოლო შვიდ მატჩში მეხუთედ მოიგო. რეჯი ჯექსონმა თავისი 26 ქულიდან 24 მეორე ტაიმში ჩააგდო და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა "ჩიკაგოს" ძლევაში. "პისტონზს" ისიც დაეხმარა, რომ "ბულზის" რიგებში ტრავმების გამო არ თამაშობდნენ დუეინ უეიდი და რაჟონ რონდო.

დღის მთავარი მოულოდნელობა იყო "ბრუკლინის" სტუმრად მოგება "მემფისის" წინააღმდეგ. "ნეტსმა" მხოლოდ მე-11 მატჩი მოიგო მიმდინარე სეზონში და ეს იყო მისი მეორე გამარჯვება ბოლო 20 შეხვედრაში.

"მემფისი" სამი მეოთხედის შემდეგ, სამი ქულით იგებდა, მაგრამ მთლიანად ჩააგდო ბოლო 12-წუთეული, რომელიც "ბრუკლინის" დებიუტანტმა აიზია უაიტჰედმა ზედიზედ რვა ქულით გახსნა, ხოლო ჯერემი ლინმა 11 ქულა დააგროვა.

ფილადელფია-მილუოკი 98:112

19:27, 24:33, 25:31, 30:21

ფ: ანდერსონი (19), კოვინგტონი (15), შარიჩი (14+8 მოხსნა+6 პასი), ლონგი (13).

მ: ანტენტოკუნმპო (24+8 მოხსნა), სნელი (21), მიდლტონი (13+8 პასი), ბროგდონი (13), მონრო (12), დელავედოვა (10+7 პასი).

ორლანდო-ნიუ იორკი 105:113

28:20, 26:31, 38:34, 13:28

ო: ფურნიე (25), გორდონი (17), პეიტონი (16+11 მოხსნა+10 პასი), გრინი (15), ბიიომბო (10+14 მოხსნა).

ნ-ი: ლი (20), ტომასი (17), პორზინგისი (14), ერნანგომესი (14+8 მოხსნა), როუზი (12+6 პასი), ო’ქუინი (11+8 მოხსნა), ჰოლიდეი (10).

კლივლენდი-მაიამი 98:106

22:29, 30:33, 19:27, 27:17

კ: ირვინგი (32), ჯეიმსი (30+17 მოხსნა+6 პასი), ტომპსონი (8+13 მოხსნა).

მ: უეიტერსი (29), დრაგიჩი (21+6 პასი), ელინგტონი (18), უაიტსაიდი (13+11 მოხსნა), მაკგრუდერი (11).

ატლანტა-გ. სტეიტი 111:119

42:35, 24:26, 24:33, 21:25

ა: შრიოდერი (23), მილსეპი (20+10 მოხსნა), ჰარდუეი (19), ბეიზმორი (18), ილიასოვა (15), ჰოვარდი (8+19 მოხსნა).

გ-ს: კარი (24+9 პასი), იგუოდალა (24), ტომპსონი (13), გრინი (12+8 მოხსნა+6 პასი), კლარკი (10), უესტი (10).

დეტროიტი-ჩიკაგო 109:95

14:26, 37:29, 28:24, 30:16

დ: ჯექსონი (26+6 პასი), ლოუერი (14), დრამონდი (14+8 მოხსნა), მორისი (13), ჰარისი (13+8 მოხსნა), ბეინსი (12).

ჩ: ბატლერი (27+9 მოხსნა), ლოპესი (18), პეინი (14), პორტისი (10).

მემფისი-ბრუკლინი 109:122

34:36, 23:20, 34:32, 18:34

მ: კონლი (32+6 პასი), მ. გასოლი (18), პარსონსი (12), რენდოლფი (10).

ბ: კილპატრიკი (23), ლინი (18), უაიტჰედი (15), ლევერტი (14), ფოიე (14), ჰალის-ჯეფერსონი (12).

შარლოტი-ინდიანა 100:88

27:16, 31:21, 16:29, 26:22

შ: უოკერი (28+7 პასი), ბატუმი (21), ლემბი (14), ზელერი (13+11 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (11+13 მოხსნა).

ი: ჯორჯი (36+10 მოხსნა), მაილზი (16), ელისი (12), ტიგი (10+8 პასი).

სან ანტონიო-ჰიუსტონი 112:110

23:39, 24:15, 34:28, 31:28

ს-ა: ლენარდი (39), პარკერი (19), ოლდრიჯი (15).

ჰ: ჰარდენი (39+12 პასი), არიზა (13), კაპელა (12+9 მოხსნა), გორდონი (12), ბევერლი (11+10 მოხსნა).

დენვერი-საკრამენტო 108:96

25:24, 32:26, 33:23, 18:23

დ: ჩენდლერი (36+12 მოხსნა), გალინარი (18), ჰარისი (15), პლამლი (10+12 მოხსნა).

ს: კოლისონი (17), კუფოსი (14+10 მოხსნა), ჰილდი (14), ლოუსონი (13+6 პასი), ევანსი (12), კოული-სტაინი (10), ლაბისიერი (10).

იუტა-ნ. ორლეანი 88:83

29:14, 14:20, 18:18, 27:31

ი: ჰეივორდი (23), გობერი (15+15 მოხსნა), ინგლსი (12), ბერკსი (10+8 მოხსნა).

ნ-ო: დევისი (20+12 მოხსნა), კროუფორდი (19), კაზინსი (15+8 მოხსნა), მური (10).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. კლივლენდი 62 42 20 67.7

2. ბოსტონი 64 40 24 62.5

3. ვაშინგტონი 61 37 24 60.7

4. ტორონტო 63 37 26 58.7

5. ატლანტა 63 34 29 54.0

6. ინდიანა 63 32 31 50.8

7. დეტროიტი 63 31 32 49.2

8. ჩიკაგო 63 31 32 49.2

9. მაიამი 64 30 34 46.9

10. მილუოკი 62 29 33 46.8

11. შარლოტი 63 28 35 44.4

12. ნიუ იორკი 64 26 38 40.6

13. ფილადელფია 63 23 40 36.5

14. ორლანდო 64 23 41 35.9

15. ბრუკლინი 62 11 51 17.7

დასავლეთი

თ მ წ %

1. გ. სტეიტი 63 52 11 82.5

2. სან ანტონიო 62 49 13 79.0

3. ჰიუსტონი 64 44 20 68.8

4. იუტა 64 40 24 62.5

5. კლიპერსი 63 38 25 60.3

6. მემფისი 64 36 28 56.3

7. ოკლაჰომა 63 35 28 55.6

8. დენვერი 63 29 34 46.0

9. პორტლენდი 61 26 35 42.6

10. დალასი 62 26 36 41.9

11. მინესოტა 62 25 37 40.3

12. საკრამენტო 63 25 38 39.7

13. ნ. ორლეანი 64 25 39 39.1

14. ფინიქსი 63 21 42 33.3

15. ლეიკერსი 63 19 44 30.2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ზაზა ფაჩულია: გზაზე ბევრი წინაღობა შემხვდა, მაგრამ ხედავთ, სადამდე მოვედი?
ექსპერტები შეცდნენ: ზაზა ფაჩულიამ ენდრიუ ბოგუტი ღირსეულად შეცვალა
ფაჩულია VS ბოგუტი - დილით ზაზა ყოფილ გუნდს ეთამაშება
gospelherald.com-ის სცენარი: ბოგუტი "გოლდენ სტეიტს", ხოლო ფაჩულია "დალასს" უბრუნდება
ბოგუტი "ლეიკერსში" გადავიდა
ESPN-მა ზაზა ფაჩულია NBA-ს გამორჩეული ლეგიონერების ტოპ-50-ში შეიყვანა