12 მარტს, თბილისის მერიის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა მედიატურნირი-აქცია "ბავშვები ჩვენი მომავალია"
12 მარტს "ისთ ფოინთის" ბოულინგ-ცენტრში "ლებოვსკი", თბილისის მერიის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა მედიატურნირი-აქცია "ბავშვები ჩვენი მომავალია". მასში ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა.

ტურნირმა საინტერესოდ ჩაიარა, მაგრამ სპორტული მხარე არ იყო ამ აქციის საკვანძო მოვლენა. აქციის ორგანიზატორთა მიზანი იყო სოციალურად დაუცველი მოზარდების პრობლემატიკის წინ წამოწევა. ამ მიზნით, ტურნირზე მოიწვიეს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის აღსაზრდელები, რომლებმაც ორგანიზატორებისა და მხარდამჭერი კომპანიებისგან ფასიანი საჩუქრები მიიღეს. ბავშვებმა ითამაშეს ბოულინგი და მიიღეს მონაწილეობა მათთვის ორგანიზებულ სპეციალურ ტურნირში.

ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი გვილავას თქმით, მსგავსი ტიპის აქციების ჩატარება ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და მსგავს ინიციატივებს მერია მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.

ირაკლი გვილავა: "დღევანდელი აქცია სპორტული თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალზე კეთილშობილური მისიითაც იყო ორგანიზებული: ერთობლივი ძალებით დავხმარებოდით სოციალურად დაუცველ მოზარდებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ყველამ გარკვეული, თუნდაც მცირე წვლილი უნდა შევიტანოთ სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერაში".

"რა თქმა უნდა, სპორტი და აქტიური დასვენება მნიშვნელოვანია, მაგრამ ის მისია, რაც ჩვენი დღევანდელი აქციის მთავარი ხაზი იყო და სოციალურად დაუცველი მოზარდების მხარდაჭერას გულისხმობდა, განსაკუთრებულია და ქართული საზოგადოებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს.

ეს ბავშვები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ მხოლოდ თბილისის მერია და ჩვენ არ უნდა ვიდგეთ მათ გვერდში. ჩვენი სურვილია ამ საკითხის აქტუალიზაცია და ბედნიერები ვიქნებით, თუ ბავშვებს მეტ ყურადღებას მიაქცევენ", - აღნიშნა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პარტნიორები იყვნენ: "კამპა", "პალიტრა მედია", თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, "Lo Vision", Royal Group, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.

სპორტული ტურნირი მერიის წარმომადგენლებმა მოიგეს, მეორე ადგილზე გავიდა საინფორმაციო პორტალი "24 საათი", ხოლო მესამე იყო "რუსთავი 2"-ის გუნდი.

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
შიო ხეცურიანის კომენტარი სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე
მიხეილ აბაიშვილი: ქართული გუნდების პირველი პრობლემა არის საკლუბო მენეჯმენტი
ჩემი ქალაქი ჩემი მეგობარია - განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
თბილისის "დინამო": ეს ტურნირი არის საჩუქარი გულშემატკივრისთვის!
ისრაელში ქართველ გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სფფ-ს მადლობას უხდის