"ნორჩი დინამოს" ვეტერანი "ლოკომოტივთან" მოგებასა და გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალის დიდი სენსაცია რუსთავის "ფოლადზე" დაფიქსირდა, სადაც ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერი თბილისის "ლოკომოტივი" მესამელიგელ "ნორჩ დინამოსთან" 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: სენსაცია მესამელიგელისგან! [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე იაგო დეისაძემ გაიტანა. 53-ე წუთზე გიორგი ხიდეშელს წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ ყოფილ თანაგუნდელს, მეკარე ბაჩო მიქავას პენალტი ვერ გაუტანა.

"ნორჩი დინამო" საინტერესო გუნდია და ამავე სახელწოდების საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა. მისი მთავარი მწვრთნელი ავთანდილ შენგელიაა, რომელიც მწვრთნელთა ლიცენზირების კურსებს კითხულობს.

წლეულს გუნდში ბევრი საინტერესო მოთამაშე გამოჩნდა, მათ შორის სამი ეროვნულ ნაკრებშია ნათამაშები - სევასტი თოდუა (მატჩი დედის გარდაცვალების გამო გაუცდა), ზაალ ელიავა და გოგი ფიფია. რამდენიმეც ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების წევრი ან კანდიდატია. მიქავაზე უკვე ვთქვით, აქ არიან აგრეთვე რუსეთის პრემიერლიგაში ნათამაშები ანზორ კალაძე, ილია პავლიაშვილი, ზვიად ლობჟანიძე, თორნიკე სტეფნიაშვილი, "სამტრედიის" ყოფილი კაპიტანი გიორგი მელქაძე, წლების წინ უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ლადო ჯოჯუა და ზურაბ ძამსაშვილი, რომელიც მთავარ ქართულ ლიგაში წლების განმავლობაში თამაშობდა.

"ჩვენი მეტოქე სრული შემადგენლობით არ თამაშობდა, ძირითადი შემადგენლობიდან 4 კაცი ჰყავდათ და მერე შეცვლაზეც შემოიყვანეს, მაგრამ თავისთავად, ეროვნული ლიგის ლიდერთან მოგება ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან ბიჭებმა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ თამაში შეგვძლებია.

მეორე ტაიმში "ლოკომოტივმა" პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ჩვენ კიდევ 3-4 კარგი მომენტი გვქონდა", - ამბობს გოგი ფიფია.

ფეხბურთელი გულშემატკივარმა "თბილისიდან" გაიცნო. "კაიზერსლაუტერნის" 19-წლამდელთა გუნდიდან სამშობლოში დაბრუნებული ცენტრალური ნახევარმცველი დიდ იმედებს იძლეოდა და წლების განმავლობაში საქართველოს წამყვან გუნდებში თამაშობდა, მათ შორის - გია გეგუჩაძის "ზესტაფონში".

მაგრამ ბოლო დროს ფიფია ჩრდილში მოექცა და დავინტერესდით, როგორ აღმოჩნდა 31 წლის ფეხბურთელი მესამე ლიგაში:

"როგორ მოვედით "ნორჩ დინამოში"? უბანში ბიჭები რომ შეიკრიბებიან და გუნდი სპონტანურად ყალიბდება, აქაც ასე მოხდა. ყველა ჩვენგანი უგუნდოდ დარჩა, "ნორჩ დინამოში" კი შანსი მოგვცეს და ასე ჩამოყალიბდა გუნდი, რომელშიც ბევრი ცნობილი მოთამაშეა.

პირადად მე, ყველაფერი მას შემდეგ ამერია, როცა პირველ ლიგაში წავედი. რადგან ერთი წელიწადი უმაღლეს ლიგაში არ ვთამაშობდი, ყველამ დამივიწყა. ხალხს ეგონა, რომ ფეხბურთს შევეშვი. რაიონებიდან წინადადებები მქონდა, მაგრამ შარშანდელმა ცუდმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სადმე წასვლას, აქ დარჩენა და თამაში მირჩევნია, რადგან სახლთან ახლოს ვარ".

ფიფიას თქმით, გუნდის მიზანს შემადგენლობა განაპირობებს:

"როცა ერთად შევიკრიბეთ, ლაპარაკი იყო ლიგა 3-ში ადგილის შენარჩუნებაზე. ჩვენი ბიჭების გამოცდილებიდან და კლასიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება.

სხვათა შორის, "შატილის" სტადიონზე (თემქაზე, სადაც "ნორჩი დინამო" თამაშობს - ავტ) მოედნის საფარს ცვლიან და იმედია, 24 მარტის საშინაო შეხვედრას იქ ჩავატარებთ. ამის გამო დროებით რუსთავში ვთამაშობთ. იმავე მიზეზის გამო გლდანში "ნორჩი დინამოს" მოედანზე ვვარჯიშობთ, რომელიც არასტანდარტულია და ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

რა თქმა უნდა, უმაღლესი ლიგის გუნდების შესაბამისი პირობები არ გაგვაჩნია, მაგრამ ვარჯიშის გრაფიკი არაფრით განსხვავდება და ფორმის შესანარჩუნებლად არ ვჩერდებით. იქნებ ვიღაცას კიდევ გავახსენდეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

CHEROELI
ეს დინამო თუ ნორჩია და გაგიმარჯოთ ღმერთმა.
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"სამტრედიაში" სამი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს
"მერანი" გავარდა - ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში 23 გოლი გავიდა!
ვასილ მაისურაძე: იმედია, ხარვეზებს გამოვასწორებთ და უმაღლესი ლიგის საგზურს მოვიპოვებთ
ლოკომოტივი-შუქურა 0:0 - არ იყო მხოლოდ გოლი...
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: მივიწყებული პოკერ(ებ)ი
"დავრწმუნდი, რომ თურქი ფეხბურთელები ქართველებზე ნიჭიერები არ არიან"
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
"ზუგდიდი": ბესიკ შეროზია უკრაინელ ლეგიონერებს აკვირდება
"ნორჩმა დინამომ" სახელი შეიცვალა და გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
პაპუნა ფონიავა "მერანს" დაემშვიდობა და კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო
ზაალ ელიავა "ზუგდიდს" შეუერთდა
თურქები ქართველ 19-წლამდელებთან მატჩში კვლავ დაწინაურდნენ
საქართველოს ჩემპიონატი. II ლიგა: თოდუა, ელიავა, მენთეშაშვილი...
"ნორჩი დინამო" ახალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს გეგმავს
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
ლოკომოტივი-დინამო (ზ) 1:1 - ჯერჯერობით, დაუმარცხებლად...
თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]
ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0 - სამზე ნაკლები არ შეიძლება
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები! - "ლოკომოტივის" მადლობა "გურიის" ფანებს!
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "ნორჩმა დინამომ" "ცხინვალი" არ დაინდო
წარსულის ქრონოლოგია - "ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი საქართველოში ჩაწყობილი მატჩების საქმეში ფიგურირებდა
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."