საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა ანტალიის ტურნირის წყვილთა შეჯიბრში გაიმარჯვა
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ორი კვირაა, ანტალიაში იმყოფება. ერთი კვირის წინათ მან 15.000-იანი საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო ერთეულებში. ახლა კი მსგავს წარმატებას წყვილებში მიაღწია.

შაფათავა ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად ანტალიის ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი. სტარტზე მათ მასპინძლები - დენიზ პეიკოვიჩი და დოგა თურქმენი დაამარცხეს - 6:0, 6:0, შემდეგ მილიცა კუბრანოვიჩი და ბოიანა მარკოვიჩი (ორივე - სერბეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:2, ნახევარფინალში ალიონა ფომინა (უკრაინა)-დოგა სელინ თაქუნიაჩის (თურქეთი) ტანდემს სძლიეს - 6:4, 6:3 და გადამწყვეტ პაექრობაში სანდრა იამრიჩოვას (სლოვაკეთი) და ელენა სიმიჩს (ბოსნია) დაუპირისპირდნენ.

ამ დუეტმა სტარტზე მესამე ნომრად განთესილი რუმინელები - ქრისტინა ადამესკუ და დიანა ენაჩე დაჯაბნეს - 6:1, 6:3, შემდეგ ქართველებს - ლანა კენჭიაშვილსა და ანა შანიძეს აჯობეს - 6:2, 7:5, ფინალში გასასვლელ პაექრობაში კი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ რუსებს - ვალენტინა ივახნენკოს და ალექსანდრა პოსპელოვას დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:4, 6:1. მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში შაფათავამ და პალკინამ ორ სეტში გაიმარჯვეს - 6:4, 7:5.

ამ კვირას ლანა კენჭიაშვილი შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ჩაება და პირველ შეხვედრაში სამხრეთაფრიკელი როზიკე ვან რენსბურგი დაამარცხა - 6:2, 6:1.

ეკატერინე გორგოძე იტალიის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში მოსინჯავს ძალებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ანა შანიძეც ანტალიის ტურნირის ძირითად ბადეშია
სოფიო შაფათავა ანტალიის ტურნირის წყვილთა ნახევარფინალშია
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
დღეს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასის" ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება
სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირში გამოსვლა წყვილებში მოგებით დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძე იტალიური ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირი მოიგო
ანტალიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ქართველი ჩოგბურთელები: სამაია უცხოეთის კორტებზე