ვინუს უილიამსი ისევ დამაჯერებელი იყო
ქალებმა მაიამიში დაასრულეს 1/16 ფინალში ურთიერთობის გარკვევა.

ისევ უჭირს ანჟელიკ კერბერს, რომელმაც, მართალია, დაიბრუნა ლიდერობა კლასიფიკაციაში, მაგრამ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სერენა უილიამსი ტოვებს მნიშვნელოვან სტარტებს.

ახლაც, გერმანელმა სერიოზული პრობლემებით გაიარა 1/16 ფინალის ბარიერი, როცა ამერიკელ შელბი როჯერსთან მატჩის ორივე სეტში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ორივეჯერ მოახერხა პარტიის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება - 6:4, 7:5.

როჯერსი ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის, რაც მან შარშან დაამტკიცა, როცა საფრანგეთის ღიას მეოთხედფინალში გავიდა, წელს კი ავსტრალიის ღიაზე სიმონა ჰალეპს მოუგო. შელბის კერბერთანაც კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გერმანელი ყველაზე კრიტიკულ მომენტში უმატებდა თამაშს, თან საიმედოდ თამაშობდა, რაზეც მხოლოდ 22 უნებლიე შეცდომა მეტყველებს.

კერბერის მსგავსად, ამ სეზონში ცუდად მისდის საქმეები სიმონა ჰალეპს. მაიამის ტურნირამდე, რუმინელს წელს ზედიზედ ორი მატჩი მოგებული არ ჰქონდა და ნავსი სწორედ ახლა გატეხა. თან, მესამე ნომრად განთესილმა ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ესტონელი ანეტ კონტავეიტი - 6:3, 6:0.

მატჩი მხოლოდ 55 წუთი გაგრძელდა. ჰალეპი ძალიან აკურატულად მოქმედებდა და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მის ანგარიშზე ხუთი ბრეიკი იყო. სიმონას შემდეგი მეტოქე ავსტრალიელი სამანტა სტოსური იქნება, რომელთანაც რევანში აქვს ასაღები შარშან, როლან გაროსზე მარცხის გამო.

აგრძელებს კარგი ფორმის დემონსტრირებას ვინუს უილიამსი, ვისაც სამჯერ აქვს მოგებული მაიამის ტურნირი. ამერიკელმა ვეტერანმა გაანადგურა რუმინელი პატრისია მარია ტიგი - 6:3, 6:0 და მერვედფინალში რუს სვეტლანა კუზნეცოვაზე გავიდა. ტიგმა შარშან, მადრიდის ტურნირზე გაითქვა სახელი, როცა სლოუნ სტივენსი და მედისონ კისი დაამარცხა, მაგრამ გუშინ შანსი არ ჰქონია. ვინუსმა მეტოქის მეორე მოწოდებაზე 17-დან 15 ქულა აიღო, საკუთარ პირველ მოწოდებაზე კი მხოლოდ ხუთი ქულა დათმო.

მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა ბრიტანელმა იოჰანა კონტამ ფრანგი პოლინ პარმენტიე - 6:4, 6:0. ეს ის პარმენტიეა, რომელმაც ორი კვირის წინ, ინდიან უელსის ტურნირზე ანჟელიკ კერბერი დაამარცხა. მაგრამ, გუშინ, კონტამ თითქმის იდეალური ჩოგბურთი ითამაშა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ბრიტანელმა მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა დაუშვა. მისი შემდეგი მეტოქე ლარა არუაბარენა იქნება, რომელმაც სენსაციურად მოუგო მედისონ კისს.

1/16 ფინალი

არუაბარენა (ესპ)-კისი (აშშ, 8) 7:5, 7:5

კონტა (ბრიტ, 10)-პარმენტიე (საფ) 6:4, 6:0

სტოსური (ავსტრა, 14)-პენგი (ჩინ) 4:6, 6:3, 7:5

ჰალეპი (რუმ, 3)-კონტავეიტი (ესტ) 6:3, 6:0

კერბერი (გერ, 1)-როჯერსი (აშშ) 6:4, 7:5

ოზაკი (იაპ)-გორგესი (გერ) 7:6(5), 6:3

კუზნეცოვა (რუს, 7)-თაუნსენდი (აშშ) 6:4, 6:2

ვ. უილიამსი (აშშ, 11)-ტიგი (რუმ) 6:3, 6:0

1/8 ფინალი

კერბერი (1)-ოზაკი

კუზნეცოვა (7)-ვ. უილიამსი (11)

ჰალეპი (3)-სტოსური (14)

კონტა (10)-არუაბარენა

მუგურუსა (6)-ვოზნიაცკი (12)

ციბულკოვა (4)-საფაროვა

ლუჩიჩი (26)-მატეკი

კარ. პლიშკოვა (2)-სტრიკოვა (15)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მაიამის "მასტერსი": კონტას პირველი დიდი ტიტული
რეიტინგები: ამიერიდან, ბრიტანეთი მხოლოდ მარეით არ იამაყებს
ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია
როლან გაროსი. III დღე: კონტა კერბერის გზას გაუყვა
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
მაიამის "მასტერსი": კერბერი დამაჯერებელი იყო