ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რეიტინგში 89-ეზე, თამაშობენ ინგლისში - რა ვიცით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებზე

რეიტინგში 89-ეზე, თამაშობენ ინგლისში - რა ვიცით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებზე

ჩვენმა მეტოქემ თბილისურ შეხვედრამდე ერევანში სომხეთთან ისპარინგა და 0:5 დამარცხდა
ფოტოზე: ამ სტადიონზე თამაშობს ჩვენი მომავალი მეტოქე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოლდოვასთან სტუმრობამდე, ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ორიოდე სიტყვით მეტოქეზე. ამ დროისთვის სტ. კიტსისა და ნევისის ნაკრები ფიფას რეიტინგში ჩვენზე გაცილებით წინ (89-ე ადგილი) არის. გუნდის სათავეში დგას 41 წლის მექსიკელი სპეციალისტი ჟაკ პასი.

ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში პასი პირველი უცხოელი მწვრთნელია. გუნდის ძირითად ბირთვს ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელები წარმოადგენენ: ნახევარმცველები - რომეინ სოიერსი ("ბრენტფორდი"), ლოის მეინარდი ("ტრანმერი") და ჯეისონ სენტ ჯასტი ("ბოსტონ იუნაიტედი"). კიდევ ერთი შუახაზელი, თეო ვარტონი უელსური "კარდიფ სიტის" ღირსებას იცავს.

ინგლისურ "ბეროუში" თამაშობს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჰარი პანაიოტუ. ამ ფეხბურთელს "ლესტერის" სკოლა აქვს გამოვლილი, ზეფანია ტომასი კი ინგლისურ "მაკლეოვერში" ირიცხება.

საინტერესოა, რომ ამ ნაკრების არაერთი ფეხბურთელი დაბადებულია ინგლისში და, შესაბამისად, საფეხბურთო განათლებაც ამ ქვეყანაში აქვს მიღებული.

2016 წლის ნოემბერგში სტ. კიტსისა და ნევისის ნაკრებმა შინ 1:1 ითამაშა ესტონეთთან, ამავე ნაკრებთან ერთი წლით ადრე ტალინში 0:3 წააგო, ხოლო ანდორას 1:0 სძლია. თბილისურ შეხვედრამდე კი ჩვენმა მეტოქემ გასვლაზე ერევანში სომხეთთან ისპარინგა და 0:5 დამარცხდა.

დოსიე

სენტ კიტსი და ნევისი

ეს არის ორი კუნძულისგან შემდგარი სუვერენული, ფედერაციული სახელმწიფო კარიბის ზღვაში (ცენტრალური ამერიკა). ქვეყნის მეთაურია დიდი ბრიტანეთის დედოფალი. დამოუკიდებლობა მიიღო 1983 წელს.

დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია ბასეტერი. ქვეყნის მოსახლეობა 54 ათასია, ხოლო ტერიტორიის ფართობი - 261 კვ/კმ.

საფეხბურთო ასოციაცია დაარსდა 1932 წელს. ფიფას წევრი მხოლოდ 1992 წელს გახდა, ორი წლით ადრე კი რეგიონულ (კონკაკაფი) ასოციაციაში გაწევრიანდა.

ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე არაოფიციალური დებიუტი ჰქონდა 1979 წელს, როცა იამაიკასთან 1:2 დამარცხდა. თამაშობს 5-ათასიან "უორნერ პარკზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გულშემატკივარი

გასული საუკუნის 80-იანი წლებია. ერთ სოფელში ძლიერი გვალვაა და სულ გაახმო ნარგავები. ვითარების ადგილზე გასაცნობათ სოფელში ჩავიდა და გლეხებს შეხვდა რაიკომის მდივანი. თან ჭკუას არიგებს: -ნიადაგიდან ტენი ზემოთ რომ ამოვიდეს საჭიროა ნარგავებს ძირები დაუბაროთო. - რომ არ უშველოსო-ეკითხება ერთი გლეხი. -მეორედაც დაუბარეთო- პასუხობს მდივანი. - მაინც რომ არ უშველოსო - მესამედაც, მეოთხედაც, მეხუთედაც დაუბარეთო. -ეგ კარგი - ეუბნება ანცი გლეხი- მაგრამ მეშინია ამდენი ბარვით ნიადაგი არ ატალახიანდესო. მეც მეშინია,ამდენი ტესტ მატჩების ჩატარებით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე არ გავიდეს.:)))

• ზ,ხ

ძალიან კარგია ესეთ გუნდებთან თამაში რეიტინგში წინსვლისთვის

• RB

ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა მეტი რომ იფიქროს ქართულ ფეხბურთზე უკეთესი იქნება, მაგრამ რა უნდა ქნა ფეხბურთი ამათთვის სპორტი კი არა ფულის კეთების კარგი საშვალებაა. დამიჯერეთ ასე თუ გაგრძელდა მალე ამ დონის გუნდებიც აღარ გვეთამაშებიან. შეეშვით ფულის კეთებას და საქმე აკეთეთ. ვაისძე მილიონების გადახდას რამეს რომ ვერ გააკეთებს მაინც ამ შემადგენლობით. ჯობია ბავშვებს სტადიონი აუშენოთ და ნორმალურ პირობებში ავარჯიშოთ 10 წელიწადში კი შედეგიც იქნება.

• xp

მაგარი უცნაური ხალხი ხართ რა. რანაირი გუნდი გვყავს ან რა დონის ვართ და რატო გიკვირთ რო არავის არ უნდა რო გვეთამაშოს? ან რეიტინგში წინ წაწევაზე რატო ხართ წინააღმდეგი? ძალიან ასწორებს მეექვსე კალათიდან საკვალიფიკაციოების თამაში? არაფრის გარტყმაში არ ხართ და სისულელეებს წერთ. რაც ხალხია ის არის მთელი ქვეყანაც არაფრის მიმართ არ გვაქვს საქმიანი მიდგომა. ნასუფრალიო ვინც წერს ტეხავს თუ ისეთ გუნდს ვეთამაშეთ რომელიც სომხეთში იყო ჩასული? სომხეთს თუ ეთამაშნენ ჩვენ რატო არ უნდა ვეთამაშოთ? სომხეთს რამით ვჯობივართ? რა ბანძი ხალხი ვართ რა..

• svani

კახა-ს ნაურუს ვერ ვეთამაშებით დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი სამწუხაროდ...:დ სად მონახესო ეს ქვეყანა რომ ამბობთ თქვენ თქვენი ქვეყანა ფართობით დიდი ხომ არ გგონიათ 2017წლის რუკას ჩახედეთმეგობრებო თუ შევედით "რომელიმე დიდი ქვეყნის შემადგენლობაში"!

• S.P

rom moxdes sascauli da ver mougot.mahin sad gadagvisvrian reitinghi.gmertma dagvifaros.

• mamulo-s

მაგ ესტონეთს რო დასცინი, 3:0 მოუგოო, შენ რამდენით რამდენი მოგიგო ბოლოს ესტონეთმა ხო ვერ გაიხსენებ?

• Torino

mamulos-ს. ამათ არც უჩალიჩიათ.... სომხეთში ჩამოვიდნენ სათამაშოდ (ამ მეხოტბე ჟურნალისტებს ერთი არ დასცდებათ, სულ მალე, დაწერენ ალბათ,რომ ბრაზილიას მოვუგეთ 7:1), ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ნასუფრალზე ვიჩითებით, თან ვის ნაჯიჯგნ-ნასუფრალზე... ყველაფერთან ერთად უთავმოყვროებიც ხართ!!! ადმინ არ დაბლოკო!!!

• mamulo

ფედერაცია ცდილობს ნაცარი თვალებში შეგვაყაროს.სად მონახეს ეს გუნდი? მერე რა რომ 73-ა.ესტონეთმა 3;0.მოუგო,ხოლო თავის მხრივ ამათმა ანდორას 1:0 ძლივს მოუგეს.ე.ი. სუსტი ნაკრებია,მოუგებენ ჩვენები და ატეხავენ ჟრიამულს,ვაისმა ხელი დაატყო ნაკრებსო.ასე უნდათ შერყეული იმიჯი გაუმაგრონ ვაისს,მაგრამ როდემდე?დაიწყება ოფიციალური თამაშები და მიჯრით წავაგებთ ყველას.(ვწუხვარ ,მაგრამ ასე იქნება)დროზეა გასაშვები ვაისი.

• duda

აუუუუუუუუუუუუ

• giga-ს

რეიტინგში წინ წაწევა ნიშნავს რომ კენჭისყრისას უფრო "მაღალ" კალათში მოვხვდებით. ჩვენთვის შეიძლება ეს ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ სასიამოვნოა როცა ჯგუფში შენზე სუსტი მოწინააღმდეგეებიც იქნებიან.

რავა ყველაფერი სასწაული ჩვენ უნდა გადაგვხდეს:)

• j.ch.

მკვდარი მკვდარს აეკიდაო ამაზეა ნათქვამი.

• saqo

giga-ს ანუ უძლიერესი ნაკრების გულშემატკივარს. ნუ იტყვი და შენი ნაკრების ეს მეტოქე ფიფას რეიტინგში 73-ეა, ხოლო შენი სასიქადულო საქართველოს ნაკრები, არ მახსოვს ზუსტად, მგონი 126-ეა. ასე რომ, ვინ უფრო დასაცინია, ესაა საკითხავი. ცნობისათვის, სომხეთის ნაკრები რეიტინგში 85-ა-ეა, მაშ!!!!!

• კახა

რა რეიტინგი და წინ წაწევა ტოო, ღადაობთ? მაშინ ვანუატუს და ნაურუსაც ვეთამაშოთ, თან მაგათზე გაბრაზებულებიც ვართ... რომ მოგვიგოს ამ სენკიტსმა მერე?!

• jumber

სხვები არავინ გვეთამაშება და სომხების მერე დაგვთანხმდნენ.ხარჯი მაინც ნაქნარია და ბარეღამ საქართველოსაც ვეთამაშებითო.

• გენო

pele-ს ვეთანხმები 100 პროცენტით ასეთ ქვეყნებთან თამაში რომლებიც ისე სუსტები არიან და რეიტინგში გვისწრებენ წინ წაგვწემს რეიტინგში რა თქმა უნდა

• giga

ჰო ძაან მაგარი სტრატეგიაა. ამათთან მოგება წინ წაგვწევს და რა? მოწინავე გუნდების დამარცხებასაც შევძლებთ? შეგვხვდება მერე ვინმე წესიერი გუნდი და ისევ მოგვისვრიან 100-ულს მიღმა.

• კახა ქირია

საპასუხო თამაში როდისაა დაგეგმილი?

• კახა ქირია

პირველ ტაიმს სენ კიტს ვეთამაშებით და მეორეს ნევისს თუ ნააბაროტ?ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

• lashamax

მოუგებენ ეხლა ამათაც 5-0 და ატყდება ერთი ამბავი, ეს რა ვქენით, რას მივაღწიეთ, რა ტაქტიკოსი და რა მწვრთნელია გვყოლია

• luka

რანაირი ეძახე და ჩვენ კი გვისწრებენ

• mazi

ამათი რეიტინგი მეტოქეებიდან გამომდინარეობს. სინამდვილეში ძალიან სუსტი გუნდია. ევროპაში რომ იყოს 150შიც არ იქნებოდა. კარგია ამათთან მოგება. წაგვწევს წინ. ბოლივიასაც ვეთამაშოთ იქნებ სადმე, ოღონდ ბოლივიაში არა :D

• თენგო

ყველაფერი მარტივად არის. სომხეთს ეთამაშებიან 4-ში და ჩვენებმა ეს რო გაიგეს, მოდი ჩვნც ვეთამაშოთო იფიქრეს:) ასე რომ სომხების ნაპოვნია, ჩვენების არა:)

• svan

აი ასეთ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ რეიტინგში წინ რომ წავიდეთ და უკეთესი განთესვით მოვხვდეთ, მაგრამ ჩვენი გუნდი რაღაც საოცრებას იზავს ამათთან ასე ვფიქრობ! სულ ოცი კაცი ყავთ ფეხბურთელი და ნახევარი ინგლისში თამაშობს.... ამათ რეიტინგი ექნებათ ოკეანელებთან დაგროვებული

• 1

73-ე პოზიციაზე კია და ამათთან მოგება რეიტინგში წაგვადგება

• llcl

დვალიშვილისთვის იჩალიჩეს ფედერაციამ ეტყობა, იქნებ ამათ მაინც გაუტანოსო, მიდი ლადო, 10 წელია შენს გოლს ელოდება ერი და ბერი, სენტ კიტსის აოხრება შენზეა, ნუ ეხლა ნევისსაც თუ გაუტან, მთლად უკეთესი

• tazo

დედას გაფიცებთ მითხარით, სად იპოვეთ ??,როგორ მიაგენით???

• pele

მთელი სერიოზულობით ვთვლი რომ სწორი სტრატეგიაა: რეიტინგშიც წაიწევენ წინ, სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებენ და დამარცხებული გუნდის სინდრომიც მოეხსნებათ.რაც შეეხება არასერიოზულობას: მსოფლიო რუქაზე ახალ სახელმწიფოებს აღმოვაჩენთ და გეოგრაფიაში ჩვენი ცოდნა გაღრმავდება.

• gio

5-0 ის პერსპექტივაა

• იბრა

რა დღეში ვართ, რანაირ გუნდებს ვეთამაშებით

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

TimeLine: ახლა, ანტიგუა და ბარბუდა

საქართველო VS სენტ კიტსი და ნევისი - მოდი, ვნახოთ ეგზოტიკა!