დღის მიღწევები და სტატისტიკა
პირველად 1962 წლის შემდეგ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოჩნდა მოთამაშე, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატს სეზონული სამმაგი დუბლით დაასრულებს.

შაბათს, "ფინიქსთან" მატჩში "ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა 23 ქულა, 12 მოხსნა და რვა შედეგიანი პასი დააგროვა. აღნიშნულ მატჩში მეექვსე გადაცემამ უესტბრუკს სეზონში ორნიშნა საშუალო მაჩვენებელი გაუნაღდა სამ სტატისტიკურ კატეგორიაში.

რეგულარულის დამთავრებამდე სამი მატჩით ადრე, ოკლაჰომელის საშუალო სტატისტიკაა - 31.8 ქულა, 10.7 მოხსნა და 10.4 შედეგიანი პასი.

ადრე მსგავი რამ მხოლოდ ერთმა მოთამაშემ შეძლო - 1961-62 წლების სეზონში "ცინცინატი როიალზის" შემადგენლობაში ოსკარ რობერტსონმა - 30.8 ქულა, 12.5 მოხსნა და 11.4 პასი.

ლილარდი პორტლენდის რეკორდსმენი გახდა, უეიდმა ჩიკაგოს ვერ უშველა, ინდიანა პლეი ოფს მიუახლოვდა

"ბოსტონმა" დრამატული შეხვედრა მოუგო "შარლოტს" და ამ გუნდს მოუსპო პლეი ოფში მოხვედრის ყველა შანსი. "სელტიქსი" პირველი ტაიმის შემდეგ, 17 ქულით იგებდა, სამი მეოთხედის შემდეგ - 19 ქულით, მაგრამ ბოსტონელებს მეოთხე მეოთხედში თამაშის გადარჩენაზე ზრუნვა მოუხდათ. "სელტიქსი" შვიდი ქულით ჩამორჩა, მაგრამ აქ გაიბრწყინა აიზია ტომასმა, როცა ბოლო წუთებზე ზედიზედ შვიდი ქულა აიღო და თავის გუნდს ისევ მოუტანა უპირატესობა.

"პორტლენდის" გამთამაშებელი დამიენ ლილარდი კლუბის რეკორდსმენი გახდა ერთ მატჩში დაგროვილი ქულების რაოდენობით. ლილარდმა 59 ქულა ჩაუგდო "იუტას" და გააუმჯობესა დემონ სტაუდმაიერის რეკორდი. ამ კალათბურთელმა 2004-05 წლების სეზონში ერთ მატჩში 54 ქულა დააგროვა.

ლილარდმა 34-დან 18 სროლა ჩააგდო თამაშიდან (14-დან ცხრა სამქულიანი) და 16-დან 14 საჯარიმო გამოიყენა.

"სან ანტონიომ" შინ ბოლო მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონში და წააგო "კლიპერსთან". თანაბარი პირველი ორი მეოთხედის შემდეგ, კალიფორნიელებმა შეძლეს მესამე მეოთხედში 12 ქულით წინ გაჭრა და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

წაგების მიუხედავად, "სან ანტონიოს" განაღდებული აქვს დასავლეთში და მთლიანად რეგულარულში მეორე განთესვის ნომერი.

"მილუოკიმ" "ფილადელფიას" 90:82 მოუგო და გაინაღდა პლეი ოფში თამაში. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო იანის ანტენტოკუნმპო, რომელმაც თავისი 20 ქულიდან რვა მესამე მეოთხედში დააგროვა, რომელშიც "ბაქსმა" მეტოქეს 25:12 მოუგო.

დაძაბული ბრძოლაა "მაიამისა" და "ჩიკაგოს" შორის პლეი ოფის მერვე საგზურისთვის. "ჰიტმა" აღმოსავლეთის მეოთხე გუნდს "ვაშინგტონს" სეზონში მესამედ მოუგო და ახლა, 39 გამარჯვებით მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფს "ჩიკაგოსთან". "ბულზს" ამ სეზონში სამიდან ორჯერ ჰყავს დამარცხებული "ჰიტი" და გათამაშების ცხრილში უფრო მაღლა იმყოფება.

თავის მხრივ, "ჩიკაგომ" წააგო აღმოსავლეთის ერთ-ერთ აუთსაიდერთან "ბრუკლინთან". "ხარების" რიგებში 15 მარტის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა დუეინ უეიდმა, რომელმაც 14 ქულა დააგროვა, მაგრამ თავის გუნდს ვერ უშველა.

მასპინძლებმა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში შეინარჩუნეს ლიდერობა - მეორე მეოთხედში სხვაობა 15 ქულას შეადგენდა. მესამე 12-წუთეულში "ჩიკაგომ" მოახერხა დაწევა და წინ გასვლა, მაგრამ სულ ბოლოს "ნეტსმა" მაინც შეძლო მოგება.

"ბრუკლინს" ყველაზე მეტად დაეხმარნენ დებიუტანტები - სპენსერ დინუიდი, რომელმაც 13 წამით ადრე, უმნიშვნელოვანესი საჯარიმოები ჩააგდო და კრის ლევერტი. ამ უკანასკნელმა ცხრიდან ექვსი ბურთი ჩააგდო, მათ შორის, სამქულიანი 1:23-ით ადრე და ანგარიში გაათანაბრა - 101:101.

"ინდიანამ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. მან 127:112 მოუგო "ორლანდოს" და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ეს "პეისერსის" მე-40 მოგება იყო და გუნდი მეშვიდე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

"ორლანდომ" ზედიზედ მეხუთე სეზონში ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა.

ბრუკლინი-ჩიკაგო 107:106

32:25, 19:20, 24:37, 32:24

ბ: დინუიდი (19), ლევერტი (19), ჰოლის-ჯეფერსონი (16+12 მოხსნა), ლოპესი (13), ლინი (12+7 პასი).

ჩ: ბატლერი (33+7 მოხსნა), ლოპესი (16+8 მოხსნა), გრანტი (15), უეიდი (14+7 მოხსნა).

ორლანდო-ინდიანა 112:127

38:39, 21:29, 23:31, 30:28

ო: როსი (29), ფურნიე (23), გორდონი (17), პეიტონი (10+10 პასი), ვუჩევიჩი (8+10 მოხსნა).

ი: ჯორჯი (37+7 მოხსნა+6 პასი), ტერნერი (23+10 მოხსნა), იანგი (14), მაილზი (11), სერაფინი (11), ტიგი (9+13 პასი).

შარლოტი-ბოსტონი 114:121

28:32, 26:39, 32:21, 28:29

შ: ბატუმი (31+8 მოხსნა), უოკერი (23+8 პასი), ლემბი (17), ზელერი (12+9 მოხსნა).

ბ: ტომასი (32+6 პასი), ჰორფორდი (16+7 პასი), ბრედლი (15), კრაუდერი (15+9 მოხსნა), ოლინიკი (13+11 მოხსნა), ბრაუნი (10).

ფილადელფია-მილუოკი 82:90

21:23, 27:19, 12:25, 22:23

ფ: ჰოლმსი (17+10 მოხსნა), შარიჩი (14+8 მოხსნა), ლუვავუ-კაბარო (12), მაკონელი (10+10 პასი).

მ: ანტენტოკუნმპო (20+10 მოხსნა+6 პასი), მონრო (17), დელავედოვა (14).

ვაშინგტონი-მაიამი 103:106

29:28, 23:24, 22:26, 29:28

ვ: მორისი (21), უოლი (16+8 პასი), ბილი (16), უბრე (12), გორტატი (11+11 მოხსნა), მაინმი (11+9 მოხსნა).

მ: უაიტსაიდი (30+12 მოხსნა), ტ. ჯონსონი (19), დრაგიჩი (18+7 პასი), ჯ. ჯონსონი (15+11 მოხსნა), რიჩარდსონი (10+5 ჩაჭრა), ელინგტონი (10).

სან ანტონიო-კლიპერსი 87:98

23:22, 20:30, 27:30, 17:16

ს-ა: ლენარდი (28), ოლდრიჯი (18), პ. გასოლი (15+7 მოხსნა), დედმონი (4+10 მოხსნა).

კ: პოლი (19+8 მოხსნა+8 პასი), გრიფინი (18+8 მოხსნა), ჯორდანი (17+17 მოხსნა), კროუფორდი (12), რედიკი (11), მბა ა მუტე (10).

პორტლენდი-იუტა 101:86

34:20, 14:22, 29:18, 24:26

პ: ლილარდი (59), ჰარკლესი (12).

ი: ჰეივორდი (21), გობერი (13+11 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (13), ჰუდი (11).

გ. სტეიტი-ნ. ორლეანი 123:101

23:17, 31:29, 39:22, 30:33

გ-ს: ტომპსონი (20), კლარკი (17), მაკგი (16+7 მოხსნა), დურანტი (16+10 მოხსნა+6 პასი), იგუოდალა (15), ლივინგსტონი (14+6 პასი), გრინი (13+8 მოხსნა).

ნ-ო: კუკი (22), კროუფორდი (21), აჟენსა (17), ჰოლიდეი (10+10 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aburjga
გაითვალისწინეთ ოსკარ რობერტსონის დროს 3 ქულიანები არ არსებობდა! ე.ი. რობერტსონი გაცილებით მეტ ბურთს აგდებდა! მაგრამ მიუხედავად ამისა უესტბრუკის ეს შედეგი მართლაც რომ ფენომენალურია!!!
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
NBA. პლეი ოფი: ფავორიტები შანსს არ ტოვებენ
დონჩიჩი ასე პირველად დაიჩრდილა - ლილარდმა გიჟური თამაშით ლუკასა და მთელ "დალასს" აჯობა [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: ახალ ისტორიამდე ძალიან ახლოსაა
კვირა NBA-ში: ჰარდენის რეკორდი, "გოლდენ სტეიტის" ტიტული, სამმაგების ზღვა...
NBA: დიდი ქურდობა "ოლ სტარზე"
ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი "ლეიკერსისთვის"