ნაცნობი ახალი ლიდერი - ზედიზედ ოთხი მოგება ამ სეზონში მხოლოდ ერთადერთ გუნდს, თბილისის "დინამოს" აქვს
ესეც ნანატრი შესვენება: ეროვნულ ლიგაში მომდევნო ტურის მატჩები ხომ 21-23 აპრილს გაიმართება და ჩვენს ფეხბურთელებს სულის მოთქმის საშუალებაც მიეცემათ!

ჰო, ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი ქართული საკლუბო ფეხბურთის რეალობაში, ფაქტობრივად, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალური მატჩების ჩატარება; შეგახსენებთ, რომ აპრილში, 13 დღის განმავლობაში, ეროვნულ ლიგაში 4 ტური ჩატარდა!..

აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ყოველ ტურში, არაერთი დასამახსოვრებელი ფაქტი თუ მოვლენა მოხდა ეროვნულ ლიგაში. ამ მხრივ, გამონაკლისი არც გასული ტური იყო, როცა ერთდროულად რამდენიმე მართლაც გამოსარჩევი ფაქტი მოხდა. თუმცა, ყველაზე უმთავრესი, ჩვენი აზრით, მაინც ლიდერის შეცვლა იყო და VII ტურის მიმოხილვაც სწორედ ამ ფაქტით გვინდა დავიწყოთ...

დინამო ჩვეულ ადგილას!

ზედიზედ ოთხი მოგება ამ სეზონში მხოლოდ ერთადერთ გუნდს, თბილისის "დინამოს" აქვს და ეროვნულ ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული ამ სერიის გამოძახილიც არის ის ფაქტი, რომ VII ტურის მერე ცხრილის სათავეში კახა კაჭარავას დამოძღვრილი გუნდია!

ერთი შეხედვით, "დინამოსთვის" მართლაც ჩვეულებრივი ამბავი უნდა ყოფილიყო ასეთი სერიის "გამოცხობა". მისგან ბევრად ხანგრძლივი სერიებიც გვახსოვს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი სეზონის დაწყების წინ კაჭარავამ.

სტარტზე არასტაბილური გამოსვლის მერე "ნორმაზე მეტად" გაახალგაზრდავებული "დინამო" ტურიდან ტურამდე უმატებდა და აი, ზედიზედ მეოთხე გამარჯვების შემდეგ გუნდი ამ სეზონში პირველად გალიდერდა! არადა, ნებისმიერი სხვა გუნდისათვის ეს ფაქტი სერიოზული მიღწევა იქნებოდა, აი, "დინამოს" ლიდერობა კი, ყველა პრობლემის მიუხედავად, მაინც "ჩვეულ ადგილზე" დაბრუნებად უნდა მივიჩნიოთ!

"დინამოს" წარმატებული სერია, რაღა თქმა უნდა, მთელი გუნდის დამსახურებაა; თუმცა, მატჩი არ გავა, დინამოელთა შემადგენლობაში კონკრეტულმა ფეხბურთელმა რომ არ გაიბრწყინოს: "სამტრედიასთან" სტუმრად მოგებულ მატჩში შეუდარებელი გახლდათ 22 წლის საბა ლობჟანიძე, მერე და მერე "წინა პლანზე" გამოვიდნენ 19 წლის ბექა მიქელთაძე, 19 წლის გიორგი ზარია, 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძე...

სეზონის სტარტთან შედარებით, აშკარად მოუმატა 21 წლის ოთარ კიტეიშვილმა; სასიამოვნოა, რომ გოლის გემო "გაიხსენა" "დინამოს" 21 წლის კაპიტანმა გიორგი პაპუნაშვილმა... და აი, გასულ ტურში გაიბრწყინა ბაჩანა არაბულმა: "დინამოს" 23 წლის ცენტრფორვარდმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო ჰეთ თრიკი შეასრულა!..

შედეგიანობის რეკორდი

ახალ სეზონში შედეგიანობის საშუალო მაჩვენებელს მართლაც არაფერი დაეწუნება: საწყისი ორი ტურის შემდეგ, ყველა დანარჩენი ტურის თითოეულ მატჩში, საშუალოდ, ორზე მეტი გოლი გადიოდა. თუმცა, საუკეთესო შედეგი სწორედ გასულ ტურში დაფიქსირდა: ხუთ მატჩში 20 გოლი გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ნამეტნავად პოპულარული გახდა ... ხუთბურთიანი სხვაობით დამთავრებული მატჩები! თავად განსაჯეთ: ჯერ მხოლოდ 7 ტურია გასული და 5:0 უკვე სამ მატჩში დაფიქსირდა. ერთ-ერთი ასეთი უხვგოლიანი შეხვედრა ამ ტურშიც იყო, როცა თბილისის "დინამომ" 5 უპასუხო გოლი გაიტანა პრობლემებმოძალებული აუტსაიდერის, "შუქურას" კარში.

თუმცა, ეს მაინც არ აღმოჩნდა გასული ტურის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებულმა გოლმა "ლოკომოტივს" გამარჯვებაც დააკარგვინა და, რაც ყველაზე მთავარია, ლიდერობაც!

სხვათა შორის, გასული ტურის ყველაზე მეტი გამორჩეული ფაქტი სწორედ ამ ორ დედაქალაქურ მატჩში დაფიქსირდა; თუმცა, დანარჩენ სამ შეხვედრასაც ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა როგორც ინტრიგის, ისე სატურნირო თვალსაზრისითაც.

თრილერი ვაკეში

გასული ტურის ყველაზე დრამატული მატჩი "ლოკომოტივისა" და "დილას" დაპირისპირება გამოდგა; მართლაც უცნაური სცენარით წარიმართა ეს მატჩი, სადაც, ბევრის აზრით, მასპინძლებს გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდათ. თუმცა, ჯერ "დილა" დაწინაურდა, მერე "ლოკომოტივმა" ერთმანეთს მიაყოლა 3 გოლი და შესვენებაზეც კომფორტული, ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი "დილას" მთავარი მწვრთნელი ზივ არიე დიდ რისკზე წავიდა, როცა ნიგერიელი მცველის, აბუბაქარის ნაცვლად მოედანზე გუნდის ახალწვეული, ბრაზილიელი ფორვარდი ნუბიო ფლავიო შემოიყვანა. 24 წლის ბრაზილიელი თავის მეორე მატჩს ატარებდა საქართველოს ჩემპიონატში და მართლაც უდიდესი როლი შეასრულა "დილას" მიერ ქულის მოპოვებაში: ჯერ პენალტი "აიკიდა", ხოლო მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით(!) ადრე კი ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა!

გორელთა გუნდში კიდევ ერთი ლეგიონერი გამოირჩა, თუმცა ბრაზილიელი გარემარბის, ლეანდრო რიბეიროს ჩინებული თამაში აღარც გვიკვირს. უბრალოდ, მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ 22 წლის ლეანდრო რიბეირომ დუბლი შეასრულა და ეს იყო მისი პირველი გოლები საქართველოს ჩემპიონატში.

...უცხოელ შემტევებს ვაქებთ და მათზე არანაკლებ იმსახურებენ შექებას ქართველი ფორვარდებიც; ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, "ლოკომოტივის" მართლაც მრისხანე თავდამსხმელებს ვგულისხმობთ: 22 წლის მამია გავაშელიშვილმა აპრილში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი, 26 წლის ირაკლი სიხარულიძემ კი სულაც ზედიზედ მესამე (!) მატჩში შეასრულა დუბლი!

პენალტ(ებ)ი და სხვა...

...ისე მოხდა, რომ სეზონის სტარტიდან მოყოლებული, პირველად მხოლოდ VII ტურში მოხდა, როცა პენალტი ზუსტად შეასრულა ამა თუ იმ ფეხბურთელმა; თანაც, ამ ტურში სამი პენალტი დაინიშნა და სამივე შემთხვევაში მეკარეები ვერაფერს გახდნენ: ლეანდრო რიბეიროს მსგავსად, გიორგი კუხიანიძემაც ("ტორპედო") ზუსტად დაარტყა და ნიკა სანდოხაძემაც ("სამტრედია").

აღსანიშნავია, რომ 24 წლის გიორგი კუხიანიძემ სულაც დუბლი შეასრულა იმერულ დერბიში და, რაც მთავარია, ამ ნახევარმცველის გოლებით "ტორპედომ", როგორც იქნა, "ჩიხურასთან" არსებული დანავსული სერია შეწყვიტა.

ეგ კი არა, "ტორპედოს" უკვე ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ სეზონის წინ კახა ჩხეტიანის გუნდს ერთ-ერთ ფავორიტად რომ მოვიაზრებდით, ჩვენი ეს პროგნოზი "ნელ-ნელა" მართლდება კიდეც. აი, მეორე ფავორიტს კი არასტაბილურობა დასჩემდა, რაც ბოლო წლების ფორმაციის "ჩიხურასთვის" აშკარად არადამახასიათებელია. ისე, როგორც სხვა ფაქტ(ებ)ი: ზედიზედ მეორე მატჩია, საჩხერელთა გუნდის ფეხბურთელს რომ აძევებენ მოედნიდან...

...ამ ტურში რამდენიმე ლამაზი გოლი გავიდა, მათ შორის იყო "ჩიხურას" 27 წლის შემტევის, გიორგი ივანიშვილის ზუსტი და ეფექტური "გასროლა" მეტოქის კარის "ცხრიანში"; თუმცა, ივანიშვილის ეს გოლი (ისე, როგორც სტუმრად თბილისის "დინამოსთან" მატჩში) საჩხერელთა გუნდს თუნდაც 1 ქულის ასაღებად არ ეყო...

...სამაგიეროდ, ზემოთ ნახსენები ნიკა სანდოხაძის ზუსტი დარტყმა გამოდგა "სამქულიანი": მოქმედი ჩემპიონის 23 წლის ცენტრალურმა მცველმა "კოლხეთთან" მატჩის ბოლო წუთებზე პენალტი გამოიყენა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ისე, ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: გია ცეცაძის დამოძღვრილ "სამტრედიას" ამ სეზონში სამი მოგება აქვს და სამივე - სტუმრად!

აქვე, "სამტრედიას" გამოცდილი ახალწვეული დავით ჩაგელიშვილიც უნდა ვახსენოთ - 30 წლის ფორვარდმა თავისი ახალი გუნდის მაისურით ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა და ორჯერვე... სტუმრად ჩატარებულ მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.

უკომპრომისო საბურთალო, უკომპრომისო კოხრეიძე...

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მხოლოდ სამი გუნდიღა დარჩა, ფრედ რომ არ უთამაშია; და აი, ამ ტურში ამ სამიდან ორი ხვდებოდა ერთმანეთს: "საბურთალო" და ბათუმის "დინამო".

სიტუაცია არც ამ ტურის მერე შეიცვალა: გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალომ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და "ტორპედოსთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. საკადრო პრობლემები ორივე გუნდს საკმარისზე მეტი ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდულმა "საბურთალომ" მაინც შეძლო ძლიერი მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში პირველი გოლი ეფექტური დარტყმით 20 წლის ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა, აი, მეორე გოლი კი 18 წლის გიორგი კოხრეიძემ, მოედანზე გამოსვლიდან... ერთ წუთში გაიტანა! ისე, ამ პატარა ბიჭის ყოჩაღობა აღარც უნდა გვიკვირდეს: გიორგი კოხრეიძემ მესამე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და სამივე - შეცვლაზე შესულმა მოახერხა!

ლეგიონერების თემაზე...

ლეგიონერების თემა, ფაქტობრივად, ყოველ ტურში აქტუალური ხდება და გამონაკლისი არც ამჯერად მომხდარა.

"დილას" ორივე ბრაზილიელ შემტევზე, ლეანდრო რიბეიროსა და ნუბიო ფლავიოზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ახლა კიდევ ერთი უცხოელი ფეხბურთელი გვინდა ვახსენოთ, სადებიუტო სეზონს რომ ატარებს საქართველოს ჩემპიონატში და წარმატებულსაც: "კოლხეთის" 21 წლის ცენტრფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა (უკრაინა) აპრილში ჩატარებულ ოთხ მატჩში უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა!

აი, მის ახალ თანაგუნდელს, ტანმაღალ მოლდოველ მეკარეს, 28 წლის სტეპან სიკაჩს კი დებიუტი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
ირაკლი ბიძინაშვილმა ლატვიაში პირველი გოლი გაიტანა
კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
დილა-საბურთალო 0:2 - უწყვეტი ჯაჭვი [VIDEO]
ზივ არიე გორის "დილას" დაემშვიდობა და სამუშაოდ ისრაელში დაბრუნდა
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ლატვიურმა "ელგავამ" ირაკლი ბიძინაშვილი წარადგინა
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
დილამ" ლეანდრო რიბეიროს პრიზი გადასცა და "შერიფს" ფრე გაუგორა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ბრუნდება?
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
წერილი: ტრაგიკომედიური სატრანსფერო პერიოდები ეროვნულ ლიგაში
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა
გორის "დილას" დირექტორი: აუცილებლად გავძლიერდებით!
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
უკრაინა, ბრაზილია, საფრანგეთი - ეროვნული ლიგის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით
გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ლეანდრო რიბეირო "დილადან" "შერიფში" გადავიდა - მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
ლეანდრო რიბეირო: იმედი მაქვს, საქართველოში ჩავალ და გამარჯვებას მოვიპოვებ
"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
საბურთალო-დინამო(ბთ) 2:0 - "ჯოკერმა" ისევ გაჭრა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა