"მანჩესტერს" მხოლოდ ეს ტურნირი არ აქვს მოგებული
ევროთასების ნახევარფინალების უკანასკნელი წყვილიც იწყებს - დღეს "ბალაიდოსზე" ვიგოს "სელტა" ტურნირის ფავორიტ "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს.

ჟოზე მოურინიო ტრავმებს ებრძვის. ახლახან მან იხუმრა კიდეც, მეც ინტენსიურად ვვარჯიშობ და იქნებ, გუნდის დახმარებაც დამჭირდესო. გუნდურ ვარჯიშს ბოლო დღეებში დაუბრუნდნენ პოგბა, მატა, სმოლინგი, ბაილი და ჯონსი. თამაში ყველას შეუძლია, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ ფორმაში იქნებიან ისინი "სელტასთან" დაპირისპირებისთვის.

ფაქტები

* ევროპალიგა/უეფას თასი ერთადერთი დიდი საკლუბო ტურნირია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" არ მოუგია.

* "სელტას" რიგებში ჯუზეპე როსი ირიცხება, რომელსაც ისევ სერიოზული ტრავმა აქვს. იგი 2004-07 წლებში "მანჩესტერში" იყო. ვიგოელთა შვედი თავდამსხმელი ჯონ გუიდეტი კი 2008-15 წლებში "სიტის" საკუთრებაში გახლდათ.

* ევროპალიგის ფინალი 24 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, "ფრენდს არენაზე" გაიმართება, მხოლოდ გუიდეტი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან შვედები, ვინც ტურნირს შემორჩნენ, მაგრამ ზლატანის მძიმე ტრავმის ამბავი ცნობილია. არადა, "ფრენდს არენის" სიახლოვეს იბრას ძეგლი დგას, რომელიც ცოტა ხნის წინათ გაიხსნა. 2003/04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "აიაქსში" ყოფნისას იბრაჰიმოვიჩს "სელტას" კარში გამარჯვების გოლი აქვს გატანილი.

* "სელტამ" ინგლისურ გუნდებთან ბოლო სამი დაპირისპირება დათმო.

* "მანჩესტერი" ნახევარფინალურ სტადიაზე ესპანურ გუნდებს 3-ჯერ გადაეყარა (სამივეჯერ ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე). "წითელმა ეშმაკებმა" ორჯერ გაიკვალეს გზა ფინალამდე და ორივე ფინალი მოიგეს.

პრესკონფერენცია

ედუარდო ბერიცო (სელტა): "ერთად უნდა დავდგეთ და ვითამაშოთ ისე, როგორც ვემზადებოდით, რომ ავიხდინოთ ოცნება. ყოველი ჩვენგანი მოტივირებული უნდა იყოს. იმისთვის, რომ ასეთი დიდი მეტოქე დავამარცხოთ, ჩვენ საკუთარ თავებს უნდა ვაჯობოთ. იმედი მაქვს, ხვალ ბრწყინვალე საღამო გვექნება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული კლუბია. მის დამარცხებას გაბედული თამაში სჭირდება. ჩემი ფეხბურთელები დაღვინებული ფეხბურთელები არიან, რომელთაც საკუთარი თავის რწმენას ვერავინ წაართმევს. ეს ის თამაშია, რომლის ნახვაც "სელტას" ნებისმიერ ფანს სურს და ოცნებობს".

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ბევრს არ ვფიქრობ შესაძლო მიღწევაზე. ვიცი, რომ ეს ერთადერთი ტურნირია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" არასოდეს მოუგია. ძალიან კარგი იქნება, თუკი წრეს შევკრავთ და მერე ვიტყვით - "მანჩესტერ იუნაიტედი" ის გუნდია, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი ტიტული აქვს მოგებული. მიუხედავად ბევრი ტრავმისა, ევროპალიგის მოგება გუნდისთვის საოცარი მიღწევა იქნება. ეს კი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაგვაბრუნებს.

ევროპალიგაზე ძალიან ბევრი გუნდი თამაშობდა, პლეი ოფის სტადიაზე თითქმის ყველა ერთი დონის იყო. აი, ამხელა ქარავანიდან გამოაღწია ნახევარფინალში ვიგოს "სელტამ", რაც მასზე ყველაზე ნათლად მეტყველებს".

გასულ უქმეებზე

"სელტას" ლა ლიგაზე ხელი ჩაქნეული აქვს და მთელი ყურადღება ევროპალიგაზე აქვს მიმართული. გუნდი ცხრილის შუაშია და წინსვლის სერიოზული პერსპექტივა არა აქვს. ამიტომაც ქულებსაც იოლად ანიავებს. "ბალაიდოსზე" "სელტა" 0:3 დამარცხდა ბილბაოს "ატლეტიკთან".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კვლავ ფრე ითამაშა "ოლდ ტრაფორდზე", ამჯერად, "სუონსის" წინააღმდეგ - 1:1. "იუნაიტედი" უეინ რუნიმ პენალტით დააწინაურა, მაგრამ გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

ხუთშაბათი. 4 მაისი

სელტა-მანჩესტერი 23:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბლანკო, პლანასი, ჯ. როსი - იბრაჰიმოვიჩი, ჯონსი, როხო, შოუ, სმოლინგი, ფოსუ-მენსა, ბაილი (?), პოგბა (?)

სავარაუდო შემადგენლობები

სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - რადოია, პაბლო ერნანდესი - ასპასი, ვასი, სისტო - გუიდეტი

მანჩესტერ იუნ. (4-3-3): რომერო - ვალენსია, დარმიანი, ბაილი, იანგი - კერიკი, ანდერ ერერა, პოგბა - მხითარიანი, რაშფორდი, მარსიალი

ურთიერთშეხვედრები: არ უთამაშიათ

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
"ბილბაოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]
"რეალი" იაგო ასპასს 40 მილიონად შეიძენს
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
ედუარდო ბერიცომ "ბილბაო" დატოვა
"სევილიას" ამბები: პლუს ახალი მწვრთნელი, მინუს ძირითადის მცველი
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
ლა ლიგის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი იაგო ასპასია
Whoscored-მა ლა ლიგას პირველი ნაწილის სიმბოლურში "ბარსელონადან" 5 ფეხბურთელი შეიყვანა, "რეალიდან" - არც ერთი
მოურინიოს სია - ჟოზემ "რეალს" ამ 6 ფეხბურთელის გაშვება სთხოვა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] "ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
"ბოლოს ტიტული როდის მოიგო?" - ოუენმა "რეალი" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნის გამო გააკრიტიკა
დიეგო კოშტას ესპანეთის ნაკრებში იაგო ასპასი შეცვლის
ისკო: აი, ამიტომ არის საჭირო ვიდეოგამეორება
ტრანსფერ ONLINE: 25 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]
"სევილიას" ყოფილი მწვრთნელი ბერიცო კიბოსგან განიკურნა
ედუარდო ბერიცომ, რომელმაც კიბო დაამარცხა, ახალი სამსახური იპოვნა
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა
ედუარდო ბერიცო კიბოსგან განიკურნა და სამუშაოდ მზადაა