"ტორინოს" ლიდერების გაყიდვა არ სურს, მაგრამ...
მიმდინარე სეზონის წინ "ტორინოს" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურით ადრე ტურინული გუნდი სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვების ყველანაირი შანსი დაკარგული აქვს.

"ტორინოს" შემადგენლობაში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით კი, ეს ანდრეა ბელოტიზე ითქმის - 23 წლის თავდამსხმელი "ტოროს" პრეზიდენტმა 100 მილიონ ევროდ შეაფასა. სწორედ "ტორინოს" მფლობელს, ურბანო კაიროს უნდა გადავცეთ სიტყვა, რომელმაც საინტერესო კომენტარები გააკეთა ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შესახებ...

სინიშა მიხაილოვიჩი

მიხაილოვიჩი მაღალი დონის მწვრთნელია, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ფაქტია, რომ დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ და ევროსაგზური ვერ მოვიპოვეთ.

არადა, გუნდში კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და შეგვეძლო გაცილებით უკეთ ასპარეზობა. იყო თამაშები, როდესაც უბრალოდ შეუჩერებელნი ვიყავით, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, ვკარგავდით ქულებს. არაერთი შეხვედრა დავასრულეთ ფრედ, რომლებიც უნდა მოგვეგო. არასტაბილურობა ჩვენი მთავარი პრობლემაა მთელი სეზონის განმავლობაში.

დარჩება თუ არა მიხაილოვიჩი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე? - დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. კლუბის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შევხვდები და ამ თემას განვიხილავთ - თავად მწვრთნელთანაც მექნება საუბარი, რადგან მაინტერესებს, როგორ ხედავს ის გუნდის მომავალს.

ანდრეა ბელოტი

ანდრეა ბელოტით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი და უკვე არაერთი წინადადება მივიღეთ. შედგა შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებთან და უკვე განვიხილეთ კონკრეტული დეტალები. დღეს გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, სად გააგრძელებს კარიერას ანდრეა, მაგრამ თუ ის "ტორინოში" დარჩება, მე მხოლოდ გამიხარდება.

100 მილიონი ევრო ის თანხაა, რომლის გადახდაც არაა მარტივი, ჩვენ კი ფასის დაწევას არ ვაპირებთ. ბელოტი პროგრესირებს და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესად ითამაშებს. გასათვალისწინებელია თავად ფეხბურთელის სურვილი - ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ანდრეა ტურინში თავს შესანიშნავად გრძნობს და არაერთხელ განაცხადა, რომ "ტორინოში" დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

დავიდე ძაპაკოსტა

ძაპაკოსტა ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია მთელ ევროპაში და მასზეც დიდი მოთხოვნაა. აქტიურობენ როგორც იტალიური, ისე ინგლისური გუნდები. ვფიქრობ, დავიდეს საბაზრო ღირებულება მინიმუმ, 30 მილიონი ევროა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი სურვილი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა.

"ტორინო" დიდი ტრადიციების გუნდია, ჩვენ მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოდეთ და ამიტომ, თუ რომელიმე ფეხბურთელს გავყიდით, იმ ფასად გუნდი კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. ძაპაკოსტა, ბაზელი, ბენასი - მათზე უკვე არაერთი წინადადება მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, ზაფხულში წერილების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

ჯო ჰარტი

ბევრი თვლის, რომ ჯო ჰარტმა ვერ წარმოაჩინა იტალიაში თავი, მაგრამ მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს - ინგლისელმა მინიმალური რაოდენობის შეცდომა დაუშვა და ვერ ვიტყვი, რომ მის გამო თუნდაც ერთი ქულა დავკარგეთ.

მხოლოდ ჩემი ნება რომ იყოს, ჰარტს სიამოვნებით გავუხანგრძლივებდი ხელშეკრულებას, მაგრამ აქ ბევრი მხარეა და რა მოხდება, რთული სათქმელია.

ჯოს გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული და ეს მაშინ გავიგე, როდესაც ინგლისური კლუბის მესვეურებს ანდრეა ბელოტიზე ვესაუბრებოდი. რა პოზიცია აქვს თავად მეკარეს? - ის ბედნიერია, რომ "ტორინოში" გადმობარგდა და ახალი გამოცდილება მიიღო. დარწმუნებული ვარ, ტურინში დარჩენის წინააღმდეგი არ არის და ამისთვის მეც მაქსიმუმს გავაკეთებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მოურინიოს "რომა" კიდევ უფრო ძლიერდება – იტალიის ნაკრების ფორვარდი დედაქალაქურ კლუბში გადაბარგდა
პირველად იტალიური კლუბის მიღმა - ბელოტი კარიერიას პორტუგალიაში განაგრძობს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ტორინო" იტალიის 1926-27 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას ცდილობს
გატუზოს "მარსელიდან" ითხოვენ და შესაძლოა, მალე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაწვრთნას
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
კარგი ამბავი: საბა საზონოვი ფეხის მოტეხილობას გადაურჩა - ითამაშებს "იუვენტუსთან"?
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ისევ სამშობლო თუ საფრანგეთი?! - ბელოტის მსურველები მრავლად ჰყავს
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
ოფიციალურად: ბელოტი "რომაში" გადავიდა
"საშინელება იყო! მათ ყვირილი დავუწყე!" - რა გააკეთა მოურინიომ "ბეტისთან" მატჩის შესვენებაზე გასახდელში
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
იტალიის ნაკრების ფორვარდი ძალზე ღირსეულად მოიქცა [VIDEO]