37 წლის ქუთაისელი პროფესიონალი, საჭიროების შემთხვევაში, ოლიმპიადის საგზურისთვის მოყვარულებში გამოსვლას არ გამორიცხავს
37 წლის ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე 15 წელიწადია, პროფესიულ რინგზე გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან 37 ბრძოლიდან მხოლოდ ორი პაექრობა დაამთავრა ფრედ, ამდენივე დათმო, დანარჩენი კი მოიგო, მათ შორის - 26 პაექრობა ნოკაუტით.

ამ დღეებში WBO-ს ვერსიით ლესტერში ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჩვენებურმა ტონი ლანგფორდი მე-5 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და დროებითი ტიტული მოიპოვა.

- ავთანდილ ხურციძემ WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა [VIDEO]

საგულისხმოა, რომ ინგლისელ სპორტსმენს აქამდე 18-დან ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა. ამ გამარჯვებით ქართველმა მოკრივემ მსოფლიოს ჩემპიონ ბილი ჯო სონდერსის გამოწვევა მიიღო. პრომოუტერმა ფრენკ უორენმა თქვა, რომ ხურციძისა და ინგლისელი სონდერსის ორთაბრძოლა, შესაძლოა, 8 ივლისს ლონდონში გაიმართოსო. რაც შეეხება ქართველის მომავალ მეტოქეს, მან პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ხმამაღლა განაცხადა - "გაჩვენებთ, ვინაა ხურციძე, როცა მას შევხვდები. თუ ვერ დავამარცხებ, დიდი ბრძოლების დავიწყება მომიწევს".

- ავთანდილ ხურციძეს ბრიტანელმა მოკრივემ პრესკონფერენციაზე შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]

ბრიტანელმა მოკრივემ პროფესიულ რინგზე 24-დან 12 ორთაბრძოლაში წარმატებას ნოკაუტით მიაღწია.

- ჯერ გადახტეს და ჰოპლა მერე დაიძახოს, - გვითხრა ავთანდილ ხურციძემ, რომელიც ამჟამად სამშობლოშია და მომავალი პაექრობებისთვის შინ ემზადება. - შარშან ამერიკელ დუგლასთან შემომთავაზეს შეხვედრა, ეს სპორტსმენი რეიტინგით მეხუთე იყო. 10-რაუნდიანი მატჩის მესამე და მეშვიდე რაუნდებში მეტოქე ნოკდაუნში გავგზავნე, მე-10 რაუნდის დასაწყისში კი მსაჯმა ჩემი აშკარა უპირატესობის გამო ორთაბრძოლა შეწყვიტა. WBO-ში პირველი ნომერი გავხდი. სონდერსს ჩემთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ უარი თქვა და სხვას შეხვდა.

- მერე ქუთაისურად ვერ დაელაპარაკეთ?

- (ეცინება). იქ რიონისპირული არ ჭრის, რადგან მთავარი ფულია. როგორც გითხარით, ბილი სხვას დაუპირისპირდა და მოუგო. კანონით, მისი შემოსავლის 20 პროცენტი მე გადმომირიცხეს. ახლაც ქამრის დასაცავად ჩემთან პაექრობას თავს თუ აარიდებს, იგივე განმეორდება. ვნახოთ, ყველაფერს ახლო მომავალი გვიჩვენებს.

- ავთო, ვიცი, რომ თავიდან სპორტის სხვა სახეობებს მისდევდით, კრივი რატომ აირჩიეთ?

- მამა მოჭიდავე იყო. დილაობით მავარჯიშებდა - გამოიწრთობი და ჯარში გამოგადგებაო. ჩემი უფროსი ძმა დადიოდა კრივზე და მისი მიბაძვით აღმოვჩნდი რინგზე. ძმას ჭკუა ეყო და დროზე ჩამოკიდა ხელთათმანები ლურსმანზე, მე კი დღემდე შემოვრჩი სარბიელს.

37 წლის ვარ, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობ. მხოლოდ ეს არის, რომ 12 წელიწადია, 72 კილოში გამოვდივარ, წონის შენარჩუნება მიჭირს - ყოველი ორთაბრძოლის წინ, სულ მცირე, 10 კილოს ვიკლებ, რაც საკმაოდ რთულია. მართალია, ევროპის ჩემპიონი სამჯერ გავხდი, ხუთჯერ ინტერკონტინენტური ქამარი მოვიგე, ორჯერ ინტერნაციონალში გავიმარჯვე. ახლა ამ ტიტულებს WBO-ს ჩემპიონობა დაემატა, მაგრამ ბრძოლის ჟინს ვერაფრით ვიცხრობ - ვგრძნობ, რომ მეტის მიღწევა შემიძლია.

- მშობლები რას გეუბნებიან?

- მამამ რამდენჯერმე მითხრა, დაანებე მაგ ჩხუბს თავი და საქართველოში დაბრუნდი, ოჯახს მოეკიდე, ბარსა და თოხს გაუშინაურდი - საამისოდ ჯანი არ გაკლიაო. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი, ამაზე დროზე გეფიქრა, სანამ რინგზე ამიშვებდი-მეთქი.

ქუთაისში ჩემი პირველი მწვრთნელი იყო მერაბ ლორთქიფანიძე. თუმცა სამოყვარულო კრივში დიდხანს არ დავრჩენილვარ. ჩემი აქტიური სპორტული კარიერის ხანა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საქართველოში არც შუქი იყო, არც ცხელი წყალი და სპორტისთვის არავის ეცალა. ჩემი თავი რა მოსატანია, მაშინ ბევრმა სახელოვანმა ათლეტმა აქცია სპორტს ზურგი - რა უნდა ექნათ, ოჯახი ჰყავდათ სარჩენი. მეც კრივს დავანებე თავი და ქუჩაში აღმოვჩნდი, მაგრამ 21 წლისა მივხვდი, რომ ჩემი ადგილი რინგზე იყო და ვარჯიში განვაახლე, ამჯერად უკვე პროფესიულ კრივში.

- კარიერა როგორ წარიმართა?

- 2003 წელს სახელოვანი ქართველი მოკრივის - რამაზ ფალიანის დახმარებით ამერიკაში წავედი. მან წაიღო ჩემი ორთაბრძოლების ვიდეოჩანაწერები ოკეანის გაღმა და იქაურ პრომოუტორებს აჩვენა. ისინიც დაინტერესდნენ. იქ ვემზადებოდი პირველი პაექრობისთვის.

რამაზ ფალიანის მიბაძვით ვისწავლე სპორტული რეჟიმის დაცვა და ეს ჩვევა დღემდე მომყვება. იმავე წელს პირველი ოთხრაუნდიანი პაექრობა ნოკაუტით მოვიგე. მერე საქართველოში დავბრუნდი, ხელახლა ამერიკაში წასასვლელი ვიზა ვერ ავიღე და სპორტისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, უკრაინის ვარიანტი რომ გამოჩნდა. 2006-2010 წლები კიევში გავატარე, კლიჩკოების კლუბში, ვიტალი კლიჩკო იყო მთავარი პრომოუტერი. ჩემს ბრძოლებსაც ხშირად ესწრებოდა და მისი რჩევებიც გამომადგა - 20-დან ყველა პაექრობა მოვიგე.

- კურიოზებსაც ხომ ვერ გაიხსენებდით?

- მახსოვს, მოსათელ დარბაზში მორიგი ორთაბრძოლისთვის ვემზადებოდი. ამ დროს ლამაზი გოგონა მომიახლოვდა და ვინაობა მკითხა. ვიფიქრე, მოვეწონე-მეთქი და გახუმრება ვცადე - ვალიკო მიზანდარი მქვია-მეთქი. ეტყობა, "მიმინო" არ ჰქონია ნანახი. მან ფურცელზე ჩაინიშნა და გამშორდა. ცოტა ხანში დიქტორმა მიზანდარი იხმო რინგზე. მე იმ გოგოსთან საუბარი გადამავიწყდა და დიქტორისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მწვრთნელი დროზე რომ არ გამოჩენილიყო, წაგებას ვერ გადავურჩებოდი.

- კიევიდან ამერიკაში როგორ ამოყავით თავი?

- კეთილი ადამიანების დახმარებით 2013 წელს გავემგზავრე ოკეანის გაღმა და წარმატებით განვაგრძობ რინგზე გამოსვლას.

- ოლიმპიურ თამაშებზე არასდროს გიოცნებიათ?

- მართალი გითხრა, არა. ოთხრაუნდიანი ბრძოლები არ მიყვარს, უფრო თორმეტრაუნდიანი პაექრობები მიზიდავს. თანაც უწინ პროფესიული რინგიდან სამოყვარულოში ვერავინ გადავიდოდა. ახლა პროფესიონალებსაც დართეს ნება, ოლიმპიადის საგზურებითვის იბრძოლონ.

ქართველ მოკრივეებს 2000 წლის ოლიმპიადის შემდეგ თამაშებზე ხელშესახები შედეგები არ ჰქონიათ, მეტიც - რიოს ოლიმპიადამ უჩვენოდ ჩაიარა. ახლა ქართულ კრივში გამოცოცხლება იგრძნობა, ნიჭიერი თაობა მოდის, საერთაშორისო სარბიელზეც აღწევენ წარმატებას.

ღმერთმა ნუ ქნას და, ჩვენს ბიჭებს წინა ოლიმპიური ციკლის მსგავსად ტოკიოს საგზურების მოპოვება გაუჭირდეთ, ჯერ გადაუწყვეტელ ნაბიჯსაც გადავდგამ - ისე მიყვარს საქართველო, რომ მისთვის ჩემ წილ ტყვიასაც არ დავეშურები. იმედია, ქართველი მოკრივეები უჩემოდაც მიაღწევენ მიზანს და ქომაგებსაც გაახარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
გაგიმარჯოს, სულით და გულით ქართული გენის მატარებელი!
lasha19
მაგარი კაცი ხარ ავთო. ქართველი ჯიგარი. წარმატებებს გისურვებ კრივშიც და პირად ცხოვრებაშიც
ბავარია
გენაცვალე ჩაქუჩ!
alexandre
წარმატებებს გისურვებ, ავთანდილ. ჯერ "დროებითი" ჩემპიონობა ნაღდად აქციე, მერე კიდე სხვა ვერსიებითაც გახდი ჩემპიონი! გახარე და ჩვენც - ქართველი ქომაგები და მთლიანი საქართველო, გაგვახარე
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
"გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
უკრაინელი ჩემპიონები სამშობლოს დასაცავად - უსიკი ინგლისიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა
"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა
კლიჩკო: საბჭოთა ჯარში მსახურობის პირველ დღეს ავტორიტეტი მოვიდა და წყლის მოტანა მიბრძანა...
ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
დაუვიწყარი 1993 წელი
42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს
უსიკმა უკრაინა დატოვა და ჯოშუასთან რემატჩისთვის ემზადება, კლიჩკო სპორტსმენის გადაწყვეტილებას ეხმაურება
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს
ვიტალი კლიჩკო მზადაა რუსეთთან საომრად წავიდეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას გმობს