დღის მიღწევები და სტატისტიკა
აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალურ სერიაში პირველი მატჩის წაგების შემდეგ, "პიტსბურგის" წარმომადგენლები ერთხმად აღიარებდნენ, რომ მათ გუნდს "ოტავას" წინააღმდეგ უფრო მეტი დარტყმა სჭირდებოდა. პირველ შეხვედრაში, რომელიც ოვერტაიმში დასრულდა, მასპინძლებმა მხოლოდ 14-ჯერ შეაწუხეს "სენატორზის" მეკარე კრეიგ ანდერსონი.

მეორე მატჩში დარტყმა უფრო მეტი იყო, მაგრამ გოლი ერთადერთი გავიდა. მესამე პერიოდში თამაშის ბედი გადაწყვიტეს ევგენი მალკინმა და ფილ კესელმა. რუსმა კარგი გარღვევა შეასრულა მარცხენა ფლანგზე და პაუზის შემდეგ, ზუსტი პასი გაუკეთა კესელს, რომელმაც ერთადერთი გოლი გაიტანა და მოაგებინა თავის გუნდს.

თუმცა, სიტყვა "მოაგებინა" უფრო "პიტსბურგის" მეკარის მარკ-ანდრე ფლერის მისამართით უნდა ვიხმაროთ. ვეტერანმა 23 დარტყმა მოიგერია და კარიერაში პლეი ოფში თავისი მეათე "შათაუტი" შეასრულა. არადა, წესით, ფლერის კონცენტრაციის შენარჩუნების პრობლემა უნდა ჰქონოდა, რადგან მეორე პერიოდის 18 წუთის (!) განმავლობაში, "ოტავას" "პიტსბურგის" კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამს.

ახლა, სერია ოტავაში გადაინაცვლებს და მომდევნო ორ მატჩში მასპინძელი "სენატორზი" იქნება.

პიტსბურგი-ოტავა 1:0

0:0, 0:0, 1:0

გოლი: 1:0 კესელი-6 (მალკინი-14, მაატა-5).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
რობი კინმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს
დიდი როტაციით "მეცთან" - ითამაშებს კვარაცხელია?
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლოჩოშვილმა პენალტი აიკიდა - "ნიურნბერგი" სტუმრად "ბოხუმს" ფრედ ეთამაშა
როცა დუმილი ოქროა - ლუის ენრიკეს რეაქცია ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე დასმულ კითხვაზე
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად