მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს" აღზრდილი 21 წლის ქართველი მეკარე დღეს ქობულეთის "შუქურას" ღირსებას იცავს
ჩვენი ჩემპიონატისადმი ადამიანების დიდი ჯგუფი გულგრილია და მის პერსპექტივას უნდობლად უყურებს. ბუნებრივია, ასეთ დროს ლიდერი გუნდების გამორჩეულ მოთამაშეებს არ იცნობენ, აუტსაიდერებისკენ ხომ საერთოდ არ იყურებიან. არადა, ბევრი საინტერესო მოვლენა და მოთამაშე ჩრდილში ექცევა...

დღეს უკვე პირველი ნომერი...

...ამის მაგალითად მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო გამოდგება, რომელიც "ზუგდიდში" თამაშობდა და მიუხედავადა იმისა, რომ ეს გუნდი ბევრ გოლს უშვებდა და ბოლოს გავარდა კიდეც, უკრაინელ კიპერს კლასი აშკარად ეტყობოდა. შესაფერისი გუნდიც მონახა - თბილისის "დინამოში" გადავიდა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი მეკარე ჩამოუყვანიათ. ახლა ის ეროვნული ლიგის საუკეთესო კიპერია...

მაღალი კლასის მეკარედ ჩამოყალიბების პოტენციალი ლიგის აუტსაიდერ "შუქურას" მეკარე ილია სტურუასაც აქვს. აზამატ ჯიოევის ტრავმის გამო, ქობულეთელთა კარის დასაცავად უკრაინელი იური კამინსკი მიიწვიეს. მაგრამ მან პირველივე შეხვედრაში არაერთი შეცდომა დაუშვა და ამის მერე დადგა კარში სტურუა.

მას დებიუტი მანამდე ჰქონდა, მაგრამ ეს ეპიზიდური მომენტი იყო, დღეს კი ის უკვე "შუქურას" პირველი მეკარეა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი აუტსაიდერია, თავად საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფოთის "კოლხეთთან", სწორედ სტურუას დამსახურება იყო, ქობულეთელებმა ქულა რომ მოიპოვეს. 21 წლის ახალგაზრდა კარში გამოცდილ მეკარესავით იდგა და გუნდი ბევრჯერაც გადაარჩინა...

არც არის გასაკვირი - სტურუას საკმაოდ კვალიფიციურ საფეხბურთო სკოლებში ავარჯიშებდნენ და საინტერესო ისტორიაც აქვს. 1995 წელს დაბადებული მეკარე რუსეთში იზრდებოდა და მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს" აკადემიებში სწავლობდა ფეხბურთის ანბანს. სოლიდურ საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ საუკეთესო მეკარედაც აღიარეს - 2008 წელს, გენუაში, "სპარტაკის" შემადგენლობაში ყოფნისას, ხოლო 2011 წელს, მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში რომ გადავიდა, ანალოგიური ჯილდო საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზეც დაიმსახურა...

ილია სტურუა "ლელოსთან" რუსეთში თამაშის ისტორიებს იხსენებს და გვიმხელს, თუ როგორ ჩამოვიდა საქართველოში...

- როგორც შევიტყვეთ, რუსეთში ხართ დაბადებული...

- დიახ, მამა სამტრედიელია, მაგრამ ადრე ვორონეჟში დასახლდა და მეც რუსეთში დავიბადე. ფეხბურთზეც თავიდან იქვე დავდიოდი.

- მოსკოვურ გუნდებში როგორღა მოხვდით?

- ვორონეჟში თამაშისას მოსკოვის "სპარტაკის" სელექციონერებმა შემნიშნეს და ამიყვანეს, იქიდან კი მოსკოვის "დინამოში" გადავედი, რომლის აკადემიაც ლევ იაშინის სახელობისაა და ცნობილია, რომ იქ კარგ მეკარეებს ზრდიან.

- "სპარტაკიდან" ამიტომ წამოხვედით?

- არა მხოლოდ ამის გამო, უბრალოდ, "სპარტაკის" აკადემიაში პრობლემები შეიქმნა. შესაძლოა, არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი ვარჯიშის ბოლო პერიოდში მეკარეთა მწვრთნელიც აღარ გვყავდა.

- მოსკოვის "სპარტაკში"?!

- დიახ, მოსკოვის "სპარტაკის" აკადემიაში! მართალია, ეს დროებითი იყო, მაგრამ მაინც წასვლა ვამჯობინე.

- საძიებო გვერდებზე საინტერესო ინფორმაციას წავაწყდით - საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ დაგასახელეს საუკეთესო მეკარედ...

- რუსული აკადემიები ევროპაში მუდმივად მოგზაურობენ და ჩვენც ძალიან კარგ ტურნირებზე გვიშვებდნენ. საუკეთესო კი პირველად იმ ტურნირზე გავხდი, სადაც "ბარსელონას" და "სამპდორიას" შევხვდით. ისე, ძლიერ გუნდებს ძლიერი აკადემიებიც აქვთ და მათთან თამაში ძალიან გვიჭირდა. მაგრამ ყველა ჩვენგანისთვის ეს მშვენიერი გამოცდილება იყო.

- მოსკოვის "დინამოში" რა პერსპექტივა გქონდათ?

- ფაქტია, რომ დუბლშემადგენლობაში ვიყავი, სადაც რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე.

- მერე იქ დამკვიდრება რატომ ვეღარ მოახერხეთ?

- სამწუხაროდ, ისეთი მძიმე ტრავმა მივიღე, რომ პერსპექტივაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, არათუ თამაშსა და დამკვიდრებაზე - ხელი მოვიტეხე და ძვალი ძალიან დიდხანს მიხორცდებოდა. ამის გამო ორი წელი გამიცდა: ერთი - ოპერაციამდე და ერთიც - ოპერაციის შემდეგ.

- ახლა გვითხარით, საქართველოში როგორ მოხვდით?

- მკურნალობის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. რეზო ჩელებაძემ ჩამოსვლა შემომთავაზა და უკვე მესამე წელია, "შუქურაში" ვარ. ჯერ დუბლებიდან დავიწყე, ახლა კი ძირითადშიც მენდობიან.

- მთავარ ქართულ ლიგაზე რას იტყვით? რა თავისებურება ახასიათებს მას?

- აქ საინტერესო მოთამაშეები არიან - სწრაფები, ტექნიკურები და ჯანიანები. მაგრამ რუსეთის შემდეგ აქ ადაპტაცია გამიჭირდა.

- რა იყო პრობლემა?

- ენობრივი ბარიერი.

- ქართული საერთოდ არ იცით?

- ვიცი და მესმის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნელა ლაპარაკობენ. სწრაფი საუბრისას შინაარსს ვერ ვიგებ.

- წმინდა სათამაშო კუთხით რა პრობლემებს წააწყდით?

- აქ სხვა ფეხბურთს თამაშობენ. რუსეთში უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ტაქტიკას, თეორიას, ბევრია ორთაბრძოლა. საქართველოში კი გაცილებით ტექნიკური და ნაკლებად ხისტი ფეხბურთია.

- რუსული მეკარეთა სკოლა ცნობილია. ქართველ მეკარეებში რა განსხვავებები შენიშნეთ?

- რუსეთში უფრო ხაზზე საიმედო თამაშს ითხოვენ, საქართველოში კი მეკარეები მხოლოდ კარში არ დგანან, ფეხითაც ხშირად თამაშობენ.

- ვან დერ სარის შემდეგ მთელ მსოფლიოში ასეა და რუსეთი გამონაკლისია?

- ამას არ ვამბობ. უბრალოდ, რუსეთში მეკარეს სადად და მარტივად თამაშს სთხოვენ, ყოველგვარი იმპროვიზაციისა და ფანტაზიების გარეშე. აქ კი, ფაქტობრივად, მეკარე უკანა მცველის ფუნქციასაც ითავსებს და ხშირად შეტევის დაწყებაც უწევს.

- საქართველოს ეროვნულ ლიგაში უკვე 6-ჯერ ითამაშეთ და უცნაურია, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნერვიულობა არ გეტყობათ...

- ალბათ, იმიტომ, რომ "შუქურას" შევეჩვიე, მეგობრები მყავს და ახლა უკვე მიადვილდება თამაში. გუნდში გატარებული სამი წელიწადი ცოტა არ არის.

- რუსეთში დაბრუნების შანსი თუ გაქვთ?

- ჩემს გეგმებშია, ვითამაშო, მოვუმატო და რაც შეიძლება ძლიერ ლიგაში მოვხვდე. მაგრამ სანამ ამაზე ვიოცნებებ, კარგად ვიცი, რომ უმთავრესი მიზანი ყოველი მომდევნო თამაშის კარგად ჩატარებაა. სხვაგვარად, მიზანზე ფიქრი აზრს დაკარგავს.

- ანუ რუსეთში დაბრუნებას არ აპირებთ?

- ჯერ კონკრეტული არავის არაფერი შემოუთავაზებია, მხოლოდ ერთი შემოთავაზება იყო საქართველოდან და ისიც ლაპარაკის დონეზე - "სამტრედიიდან", რადგან წარმოშობით ამ ქალაქიდან ვარ. მაგრამ ქობულეთელებთან უხერხული იყო, მათგან ბევრი სიკეთე მახსოვს და ამიტომ, "შუქურაში" დავრჩი.

- წარმოშობით სამტრედიელია მეკარე ზვიად სტურუა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. ნათესავები ხართ?

- მისი ისტორია გამიგია, მაგრამ მხოლოდ მოგვარეები ვართ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sssssss
გისურვებ ნაკრებს.
ემზარ
ილია ზალიან მიხარია ჰენი ცარმატება ,გისურვებ ცინსვლას და ცარმატებები
ჯიჯიჯი
ილია მშრომელი ბიჭია რაც მთავარია და ფული კი არა თამაშები აინტერესებს. შარშან წალენჯიხაში თამაშობდა მოსკოვში გაზრდილი ბიჭი.მიდი ილია მიაწექი მამაშენი ძველი მეკარეა. ილორი.
ქომაგი
სოსო გეთანხმები ძმა გასაგებია.რასაკვირველია ფეხბურთი ბიზნესია ისევე როგორც დანარჩენი ცხოვრება,მაგრამ შენ წარმოგიდგენია ჯარისკაცი რომელიც ომის დროს მოწინააღმდეგე ჯარის რიგებში იბრძოლებს რადგან მეტ ფულს შესთავაზებენ.ესეგი რაღაცა არსებობს ხო ცხოვრებაში რაც ღირსებას ნიშნავს და რაც სამშობლოს ინტერესს ემსახურება.ამ შემთხვევაში ილია სტურუას არ ვგულისხმობ.კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას მასაც და სხვა ქართველ ნიწიერ ფებურთელებს მაგრამ მათი მთავარი მიზანი ეროვნული ფეხბურთი უნდა იყოს და მერე ფინანსური შემოსავალი.
სოსო
ქომაგო,ძალიან გულდასაწყვეტია,მაგრამ ძალიან გასაგებიც.
ქომაგი
წარმატებებს ვუსურვებ,კარგი მეკარეა და იმედია ბევრ წარმატებას მიაღწევს.გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა რომ არცერთი ფეხბურთელისგან არ გამიგია კარგი ეთქვას ქართულ ფეხბურთზე და ეროვნულ ჩემპიონატზე.ყველა ვინც კი ოდნავ თავს გამოიჩენს,მაშინათვე იმაზეა ორიენტირებული უკეთეს ლიგაში გადავიდეს.ოღონდ აქ ნუ გაჩერდებიან და ყველგან წავლენ იმის გამო რომ მაღალი ანაზღაურება ქონდეთ..ძალიან გულსატკენია.
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
"დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - თბილისურ კლუბს უკრაინელი მეკარე შეუერთდა
განჯას "ქიაპაზმა" მანჯგალაძე და ლიტოვჩენკო დაიმატა
როგორ მოხვდა "სპარტაკის" მეკარე "შუქურაში"? ინტერვიუ აზამატ ჯიოევთან
სერგეი ლიტოვჩენკო: ასეთ რამეს როგორ ვიტყოდი?!.
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
თბილისის "დინამო": კიტეიშვილის ოპერაცია, ლიტოვჩენკოს მაჯა და ირანელი
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველები საფეხბურთო პიარზე არასაკმარისად მუშაობენ
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
ეროვნული ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
კოლხეთი-შუქურა 0:0 - უგოლო ფრე მეკარეთა დუელში
თბილისის "დინამო": სად არის ნუკრი რევიშვილი?
მაქსიმე ქვილითაია: აცალონ ამ ბიჭებს ორი წელი და ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება
თბილისის "დინამო" სამმა ლეგიონერმა დატოვა
ზვიად სტურუა: ფიზიკური შეხება ჩემი მხრიდან არ ყოფილა, ღმერთმა დამიფაროს!
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ქართველი ჩამოიყვანა
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ბოლო წლების საუკეთესო ქართველი მეკარე - გიორგი ლორიას 150-ე!
შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ