ქართული ფეხბურთის და ჩვენი საქმე ასეა: თუკი არაფერი ეშველება, არაფერი გვეშველება ჩვენც...
..."არ გაგონდება ჩვენი ეზო? ის ახლაც ჩემია... ის დიდი მდელო ისევ ჩემია.

- რატომ არ გინდა, გაყიდო?

- იმიტომ, რომ ის მიწა მე თვითონ ვარ..."

ჯონ სტეინბეკი, "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა"

ეპიზოდი I

...ფეხბურთის ფედერაციის მორიგი არჩევნები დამთავრდა. "თბილისი მერიოტის" ფოიეში, ზედ ლიფტთან მოვკარი თვალი და მისალოცად მივედი. იმ არჩევნებში მისი გუნდის და საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება, პირველ რიგში, ამ კაცის გამო მიხაროდა და ასეც ვუთხარი...

მერე კუს ტბაზე ჟურნალისტების ტურნირის ჩასამთავრებლად ავედით და იქ იყო გაახმიანეს: "ნემსო ტელევიზიით გამოვიდაო და..."

რაღაცნაირი გრძნობა იყო - უსიამოვნო, გასაბრაზებელი, შეურაცხმყოფელი და მოულოდნელიო რომ ამბობენ, ისეთი კი არა, რომ გფიტავს, ერთბაშად რომ დაგცლის - ისეთი. გეუფლება გულგრილობა, აპათია თუ განურჩევლობა და აღარაფერი გინდა: აღარც ფეხბურთი, აღარც ბულბულები, აღარც გლდანის შაურმა...

ყველა, მიუხედავად იმისა, ვის რა ადგილი ეჭირა ქართული ფეხბურთის იერარქიაში, გრძნობდა, რომ რაღაც დამთავრდა და რაღაც დაიწყო.

ბევრი ხელს ჩაიქნევდა, წავიდოდა, გაერიდებოდა, მით უმეტეს, თავის საქმეში წარმატებულიც იყო და იმაზე მეტიც. მოითმინა და დარჩა. არ და ვერ უღალატა ფეხბურთს.

რატომ? ალბათ იმიტომ, რომ "ის დიდი მდელო ისევ მისია" და "ის მიწაც თვითონაა"...

მერე ძველებურად გავაგრძელეთ. ისევ იყო უქმეების ფეხბურთი "ოლიმპის" მინიმოედნებზე, ჯიქიაზე. ისევ, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, ვაგორებდით ბურთს, ის - უბნელების, მე - ჟურნალისტების გუნდში, მაგრამ...

არც მთლად ძველებურად იყო ყველაფერი. ახლა რომ ვუცქერი, წლების ამ გადასახედიდან, იქ, "თბილისი მერიოტში", პოლიტიკამ ფეხბურთს მავთულხლართი შემოავლო...

დიდხანს გამყვა ის გრძნობა - როცა აღარაფერი გინდა: აღარც ფეხბურთი, აღარც ბულბულები, აღარც გლდანის შაურმა.

ეპიზოდი II

...ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის სავიზიტო ბარათივითაა - ერთი ლამაზი ისტორია იმაზე, თუ როგორ აღწევენ უბრალო ბიჭები ფეხბურთში თითქმის ყველაფერს; როგორ იქცევიან ხოლმე თაობის ლიდერებად და მაგალითად იმათთვის, ვინც მათ მერე მოდის - საფეხბურთო ბილიკია თუ რაცაა...

რევაზ ძოძუაშვილის ფორმაციის "დინამო" სამტრედიაში თამაშობდა და ტრიბუნიდან მწარედ "ესროლეს". არა, გინება არ იყო, მაგრამ მწარედ ნასროლი - ნამდვილად. ვერ იტანდნენ მაშინდელ სამტრედიაში "დინამოს"...

ყმაწვილი იყო სულ - ძირითადში კი მყარად იდგა, მაგრამ ასაკი ბიჭისა ჰქონდა და პერიოდიც ისეთი იდგა, ტრიბუნებზე, ან ტრიბუნისპირა მავთულხლართებზე არბოდნენ ფეხბურთელები "საკაჩაოდ".

ერთი კი გახედა, მაგრამ მოითმინა. მერე, როცა შევხვდებოდი ხოლმე, სულ მახსენდებოდა ის მზერა და ისიც, თუ როგორ მოითმინა.

რატომ? ის და ფეხბურთი ერთი ლამაზი ისტორიაა - სიყვარულისა, მოთმენისა, უღალატობისა.

ყველაფერი კარგად არც არასდროს ყოფილა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ფრაგმენტები ხომ იყო?.. ფრაგმენტები კი დიდი რამეა. რემარკისა არ იყოს, "ფრაგმენტები" არასოდეს ბეზრდებათ ადამიანებს.

ეპიზოდი III

...მან ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა თემურ ქეცბაია საჯაროდ. კრიტიკა პროფესიული იყო - პროფესიონალი ფეხბურთელისა, რომელსაც ეს, ეს და ეს არ მოსწონს კონკრეტული მწვრთნელისა და კონკრეტული ფორმაციის ნაკრებისა.

მე ჩემი აზრი მქონდა, რაღაცებს ვწერდი, რაღაცებში არც მას დავეთანხმე, მაგრამ ეს კაცი სამართლიანად ატარებს ერთ-ერთი განსწავლული ქართველი ფეხბურთელის სახელს და არ შეიძლებოდა ამის გაუთვალისწინებლობა.

დავწერე მის საპასუხო წერილში ამაზეც. რადგან: ერთია კამათის საგანი და მეორე ის, პატივს სცემ თუ არა განსხვავებულ აზრს ან კაცს, რომელიც ამ აზრს ატარებს.

სპორტსმენები ხომ ტაშს მიჩვეული, "ხუთოსნის სინდრომის" მქონე, მგრძნობიარე ხალხია და ზოგადადაც...

სიმართლე პოლარულია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და როცა საქმე საფეხბურთო ნაკრებს ან მის მწვრთნელს ეხება, მის კრიტიკასაც და მხარდაჭერასაც ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს საფუძველი.

საბოლოოდ კი ტაბლო არკვევს ყველაფერს. იგებ ან აგებ - ესაა მთელი ფილოსოფია.

ქეცბაია წავიდა. ფედერაციაში ახალი გუნდი მოვიდა და... ბუნებრივია, საინტერესოდ მეჩვენებოდა, როგორი გაგრძელება მოჰყვებოდა იმ ორ წერილს.

გადამწყვეტი მაინც მისი, უკვე მსხვილი საფეხბურთო ჩინოსნის პოზიცია იყო - მე, სულ მცირე, მესამედ "ვიწყებდი" ჟურნალისტობას (ასე დამჩემდა და ჰე)...

არაფერი შეცვლილა - ღირსეული დისტანცია, თქვენობითი ფორმა და ხელის ჩამორთმევა.

ადრინდელივით...

ეპიზოდი IV

...რიგის ქუჩაზე შევხვდით - მას და ცხონებულ დათო პეტრიაშვილს. დრო იდგა, როცა ბადრი პატარკაციშვილი ფეხბურთს სერიოზულად მოეკიდა და დათოს საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებდა.

ახლა, როცა დროც ბევრი გავიდა და დათოც აღარ არის, შეიძლება ამის თქმა. პატარკაციშვილის სპორტული შტაბის მაშინდელი წევრი და მოგვიანებით სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატიც - ნიკა ლეკიშვილი არ დამანებებს ტყუილის თქმას: როცა ჟურნალისტებში ერთგვარი "თრეველი" მოაწყვეს და შესაძლო ახალ სახეზე აზრი მკითხეს, ჩემი არჩევანი დათო პეტრიაშვილი იყო...

ის ამბავი ბაზრის შესწავლას ჰგავდა - ფეხბურთზე მწერალი რომელი ჟურნალისტი ვისზე რას ფიქრობდა...

რიგის ქუჩაზე ჩვენი შეხვედრა, ქართული ფეხბურთის მომავალზე საუბრის გარდა, ღირსეული შეთავაზებაც იყო. მაგრამ მაშინ "ოლიმპს" სხვაგვარად უჭირდა და იმის გათვალისწინებით, რომ მისმა რედაქტორმა ჟურნალისტიკისთვის მეორედ "გამაცოცხლა", გაზეთს ვერ დავტოვებდი.

ცუდი საქციელი გამოვიდოდა. მახსოვს ის მზერა - მისიც და დათოსიც... ან რა ჰქონდათ სახვეწარი.

მოგვიანებით ხშირად გამიკრიტიკებია. მეც ვიცი და თავადაც უთქვამს. მაგრამ მოუთმენია და ეს უცილოდ დიდსულოვანი კაცის ქცევაა.

თუმცა ამაზე ის დამოკიდებულებაც მეტყველებს, რომელიც გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნასთან აკავშირებს - ბენდელასთანაც და ახლა დათოსთანაც. და ეს უამრავი სიძნელის ფონზე... რომ იტყვიან, ცხოვრება, როგორც დედინაცვალიო - ე, ისეა საქმე.

...და ბოლოს

ქართული ფეხბურთის და ჩვენი საქმე ასეა: თუკი არაფერი ეშველება, არაფერი გვეშველება ჩვენც და ისე "დავყვინთავთ", თქვენი მოწონებული.

აღორძინებას მეურნე და წესიერი ხალხი სჭირდება. მგონია, რომ ამათი დრო დგას. ყველას მოსაწონი ვის რა გაუკეთებია, მაგრამ მე დამოკიდებულებას ვხედავ. შეცდომებისა კი ნუ გვეშინია - საკეთებელმა შეცდომებიც იცის.

ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ ფორმაციის ქართულ საფეხბურთო იერარქიას - სპორტის მინისტრს, ფედერაციის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს და ვიცე-პრეზიდენტს ქართული ფეხბურთის აღორძინების გარდა სხვა

რამე უნდათ.

მარტივი ამბავია - "ის მდელო მათია" და "ის მიწაც თავად არიან"...

კონსტანტინე გოგიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jarji22
ბრმა ლაქიას ნათხრობი საინტერნეტო ზღაპარი... იაფია ძია, იაფი,ასეთები დილიდან 2 შაურად იყო... მხატვრული ან ჟურნალისტური სიტყვის კი არა,სიცრუის ოსტატის სიტყვებია...სამწუხაროდ ეს ასეა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს
[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"არ ვიცი, დათოს გარდაცვალებით მოყენებული ჭრილობა როგორ შეხორცდება"
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას...
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა