გავიხსენოთ ყველაზე მაგარი ფინალები
არსად ისეთ პატივს არ სცემენ სათასო ფინალებს, როგორც ინგლისში. ჩვენც გავიხსენოთ ასოციაციის თასის 7 ყველაზე დაუვიწყარი და შთამბეჭდავი დაპირისპირება ბოლო 40 წლის განმავლობაში...

7. ლივერპული-ევერტონი 3:2 (1989)

მერსისაიდული დერბი ასოციაციის თასის ფინალში - ალბათ, აქ სხვა კომენტარი ზედმეტი უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვთქვათ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე.

ეს ფინალი ჩატარდა 35 დღის თავზე "ჰილსბოროს" ცნობილი ტრაგედიიდან, რომელსაც "ლივერპულის" 96 გულშემატკივარი შეეწირა. "წითლებმაც" სწორედ მათ ხსოვნას მიუძღვნეს გამარჯვება...

"ევერტონმა" ძირითადი დროის ბოლო წუთზე გაათანაბრა ანგარიში (1:1) და ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა. გამარჯვების გოლი "ლივერპულის" ლეგენდარულმა უელსელმა ფორვარდმა იან რაშმა თავური დარტყმით გაიტანა და ფინალის მონაწილე ევერტონელ სტიუარტ მაკკოლთან ერთად, ინგლისის სათასო ფინალების ისტორიაში შევიდა - ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა, ამ შემთხვევაში კი, ერთბაშად - ორმა.

6. არსენალი-მანჩესტერ იუნ. 3:2 (1979)

ამ დაპირისპირებას ინგლისური ფეხბურთის ისტორია იცნობს, როგორც "5 წუთის ფინალს".

...86-ე წუთზე "იუნაიტედის" მცველმა გორდონ მაკქუინმა გაიტანა გოლი, რომელმაც "არსენალის" ორბურთიანი უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო ორ წუთში ტაბლოზე უკვე 2:2 ენთო.

მაგრამ "არსენალმა" მაინც მოიგო ბოლო წუთზე, "მანჩესტერის" მეკარე გარი ბეილის უხეში შეცდომის წყალობით. ეს იყო "მეთოფეთა" პირველი ტიტული ტერი ნილის 7-წლიანი მწვრთნელობის პერიოდში.

5. უიმბლდონი-ლივერპული 1:0 (1988)

"ფსიქოპატთა ბანდის ტრიუმფი" - ამ სახელწოდებით შევიდა ისტორიაში ფინალი, რომელშიც უპირობო ფავორიტი იყო ჩემპიონატში გამარჯვებული "ლივერპული". "წითლებს" შანსი ჰქონდათ, ბოლო სამ წელიწადში მეორე დუბლი მოეგოთ, მაგრამ...

ფინალის წინ ინგლისური მედი წერდა: "წარმოიდგინეთ, რამდენ დიდი ფეხბურთელს არ აღუმართავს ინგლისის თასი. ახლა კი, "უიმბლდონის" გამარჯვების შემთხვევაში, გუნდისა, რომელსაც ჰყავს ასეთი მოთამაშე - ვინი ჯონსი (ვინც ქართველებსაც უნდა გვახსოვდეს უელსის ნაკრებთან კარდიფული დაპირისპირებიდან - რედ), ეს იქნება ფეხბურთის დაცინვა".

მატჩის პირველივე წუთზე ვინი ჯონსმა ისე მოცელა ლივერპულელი სტივ მაკმაჰონი, ამ უკანასკნელს შიშისგან მთელი თამაშის განმავლობაში ფეხი არ გაუნძრევია...

პირველი ტაიმის განმავლობაში ძირითადად "ლივერპული" უტევდა და გოლიც გაიტანა მაგრამ არ ჩაუთვალეს. სამაგიეროდ, წესების სრული დაცვით გავიდა "უიმბლდონის" გოლი - დენის უაიზის (მომავალში "ჩელსის" ყველაზე წარმატებული კაპიტანი) ჩაწოდების შემდეგ ლორი სანჩესმა თავურით გაგზავნა ბურთი შორეულ კუთხეში.

მეორე ტაიმში "უიმბლდონი" დაცვაში ჩაჯდა და 61-ე წუთზე გატყდებოდა კიდეც, რომ არა მეკარე დეივ ბიზენტი - პენალტი აუღო ჯონ ოლდრიჯს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასოციაციის თასის ფინალში ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი. ბიზენტი კი, გარდა იმისა, რომ ამ მოგერიებული პენალტით ისტორიაში შევიდა, პირველი მეკარეც გახდა, ვინც კაპიტნის რანგში აღმართა ასოციაციის თასი.

4. ტოტენჰემი-ნოტინგემი 2:1 (1991)

შეიძლებოდა, ეს მატჩი პოლ გასკოინის ბენეფისადაც ქცეულიყო, მაგრამ... მე-17 წუთზე მან ისე მაგრად მოუქნია ფეხი "ნოტინგემის" მოთამაშეს, თავად დაშავდა მძიმედ და შესაცვლელი გახდა.

თან ამ ეპიზოდში "ტოტენჰემი" ორმაგად დაზარალდა - გასკოინმა რომ "გამოიჩინა" თავი, იმ ადგილიდან დანიშნული ჯარიმით სტიუარტ პირსმა "ცხრიანში" დააჭედა ბურთი და "მეტყევეები" დააწინაურა...

თამაშის დარჩენილი ნაწილის გმირად სწორედ მათი მეკარე მარკ კროსლი იქცა. გარდა იმისა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს მან პენალტი აუღო გარი ლინეკერს, მეორე ნახევარშიც მთელ რიგ ეპიზოდებში იხსნა თავისიანები, თუმცა "ნოტინგემი" მაინც ვერ გადაურჩა მარცხს - ჯერ ძირითად დროში გაუშვა გოლი პოლ სტიუარტისგან, დამატებითში კი დეს უოკერმაც შეძლო კროსლის დამწუხრება.

ეს იყო ბოლოსწინა ფინალი "ნოტინგემის" ლეგენდარული მწვრთნელის, ბრაიან კლაფის კარიერაში. ფინალის შემდეგ კი ინგლისურმა როკ-ჯგუფმა Chas and Dave-მა "ტოტენჰემის" ფეხბურთელებთან ერთად ჩაწერა სიმღერა When the Year Ends in One, რომლის შინაარსიც ასეთია - "დეზები" აუცილებლად მოიგებენ ჯილდოს იმ წელს, რომელიც მთავრდება ციფრით - "ერთი".

3. ლივერპული-არსენალი 2:1 (2001)

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასოციაციის თასის ფინალი ინგლისის გარეთ ჩატარდა - ტურნირის დასკვნით მატჩს კარდიფის "მილენიუმმა" უმასპინძლა...

72-ე წუთზე ანგარიში "არსენალის" შვედმა ფორვარდმა ფრედი ლიუნგბერგმა გახსნა, რასაც "ლივერპულის" მწვრთნელ ჟერარ ულიეს მხრიდან საპასუხო სვლები მოჰყვა - მან პატრიკ ბერგერსა და რობი ფაულერს უხმო მოედანზე, ხოლო სქემა 4-3-3-ზე გადააწყო.

ამ გადაადგილებებით ფრანგმა სპეციალისტმა "ათიანში" გაარტყა - მაიკლ ოუენმა სწორედ ბერგერის პასით გაიტანა გამარჯვების გოლი, მანამდე კი მარკუს ბაბელის ხელშეწყობით გაათანაბრა ანგარიში.

ეს იყო "ლივერპულის" მეორე გამარჯვება იმ წლის სათასო ჰეთ-თრიკის "ეგიდით". თებერვალში ულიეს გუნდმა ინგლისის ლიგის თასი მოიგო, ხოლო კარდიფული ფინალის შემდეგ, ერთ კვირაში, უეფას თასის გიჟურ დასკვნით მატჩში ესპანურ "ალავესს" 5:ძ4 სძლია.

2. მანჩესტერ იუნ-კრისტალ პალასი 1:0 გადათამაშებით (პირველი მატჩი 3:3, 1990)

1990 წლის იანვარში ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერმა" ძლივს მოუგო "ნოტინგემს" თასის მესამე რაუნდში. "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებზე კი გაჩნდა ბანერი - "მესამე წელიწადია და მხოლოდ დაპირებები გვესმის. დროა, წახვიდე, ფერგი".

ასე რომ, ინგლისის თასის ფინალში მოგება ფერგიუსონისთვის პოსტის შენარჩუნების ერთადერთი შანსი იყო. პირველ მატჩში "მანჩესტერი" მარცხს მარკ ჰიუზის მიერ დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით გადაურჩა.

დაინიშნა გადათამაშება, რომლის გმირადაც "იუნაიტედის" მეორე მეკარე ლეს სილი იქცა. მან, სულ ცოტა, სამჯერ იხსნა ფერგიუსონი სირცხვილისგან. მეორე ტაიმში კი მარჯვენა მცველი ლი მარტინი მკვირცხლად ჩაერთო შეტევაში და გამარჯვებისა დასცხო - 1:0.

ეს იყო ფერგიუსონის პირველი ტრიუმფი მის გრანდიოზულ მანჩესტერულ ეპოქაში.

1. ლივერპული-ვესტ ჰემი 3:1, პენ 3:1 (2006)

ეს იყო ზუსტად ერთი წლის თავზე სტამბოლის იმ ლეგენდარული ფინალიდან, როცა "ლივერპულმა" ფანტასტიკური "ქამბექი" გააკეთა "მილანისგან" პირველი ტაიმში გაშვებული 3 უპასუხო გოლის შემდეგ...

ახლაც, უკვე 28-ე წუთზე "ლივერპული" 0:2-ს აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისისთვის სტივენ ჯერარდმა ორივე გოლი გაქვითა. მერე "ვესტ ჰემი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა, მაგრამ ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე ჯერარდმა მესამედაც შეარხია "ჩაქუჩების" კარის ბადე და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

ამას კი მოჰყვა პენალტების სერია, რომელშიც "ლივერპულს" ახალი გმირი გამოუჩნდა - მეკარე პეპე რეინა, ვინც ოთხიდან 3 პენალტი მოიგერია.

და მაინც, ეს ფინალი ისტორიაში შევიდა, როგორც "ჯერარდის ფინალი" - რომ არა კაპიტნის ჰეთ თრიკი, აღარც რეინას გმირობა იქნებოდა და, მით უმეტეს, აღარც - რაფა ბენიტესის გუნდის ტრიუმფი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
24 წლის შემდეგ - ფიგუს ერთადერთი სინანული აქვს და ეს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლა არაა
გაზას ისტორიები - ინგლისური ფეხბურთის შეშლილი ვარსკვლავი უკვე 50 წლისაა
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს
"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ
ბენიტესი: "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ჩემი წყალობით მოიგო
ვარსკვლავები და ალკოჰოლი - 11 ფეხბურთელი, რომლებსაც დალევა ძალიან უყვარდათ [PHOTO]
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
ჯერარდმა "ლესტერს" უარი უთხრა და საუდის არაბეთში წავიდა
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
პოლ გასკოინზე ფილმს იღებენ
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
"სერ ალექს, ეს შენთვის" - მიმართა ფერგიუსონს რონალდომ, რომელიც პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება
პოლ გასკოინი და ლეს ფერდინანდი ინგლისის ნაკრების მატჩების წინ უცნაურ რიტუალს ასრულებდნენ?
ჯერარდი: საუდის არაბეთში სამუშაოდ ფულის გამო არ წავსულვარ
ჯერარდი საუდის არაბეთში რჩება - "ლივერპულის" ლეგენდას ახალი კონტრაქტი გაუფორმეს
რუნი ბებერ ქალთან ჟი***ობდა, გიგზი ძმის ცოლთან, კანტონამ ფანი ლამის მოკლა - გასკოინმა ფერგიუსონს უპასუხა
გასკოინი შვილის "ქამინგ-აუთის" შემდეგ: ვამაყობ მისით!