გავიხსენოთ გასკოინის ოინები
27 მაისს ლეგენდარულ პოლ გასკოინს 50 წელი შეუსრულდა. დღევანდელ ჩვენს წერილში გასკოინის ცხოვრების გამორჩეულ ისტორიებს გავიხენებთ. საერთოდ, როცა საქმე ჩვენს გმირს ეხება, ინტერესი ყოველთვის არის. ვფიქრობთ, ჩვენს წერილსაც "გარანტირებული" აქვს ის.

საუკეთესო მეგობარი

ჯიმი გარდნერს ზედმეტსახელად "ხუთი მუცელი" ჰქვია. ის პოლ გასკოინის საუკეთესო, ბავშვობის მეგობარია. ისინი ერთად გაიზარდნენ, ერთად მოხვდნენ არაერთ ისტორიაში, ერთად დადიოდნენ პაბებში და "აბამდნენ" გოგოებს. ჯიმიმ 1 000 ფუნტი გადაიხადა რობოტში, რომელიც ყოველდღე ეუბნებოდა მას: "ეი, მსუქანავ, ჩაი მოადუღე". ერთხელ ისინი დანაძლევდნენ. ჯიმის ხუთი წამი უნდა გაეძლო სხეულზე პოლის მიერ მიბჯენილი ანთებული სანთებელასათვის. მან ორჯერ გაძლო. იტალიური მუნდიალის დაწყებამდე პოლმა პასპორტი შინ დატოვა. ჯიმიმ მანქანა დაქოქა, მთელი ღამე იარა და გასკოინს საბუთი გადასცა.

უცნაური თევზაობა

მას შემდეგ, რაც "ნიუკასლთან" გააგრძელა კონტრაქტი, გასკოინმა გადაწვიტა, შთაბეჭდილება მოეხდინა "ჯორდების" მენეჯერ ჯეკი ჩარლტონზე. აღმოჩნდა, რომ ოინების მოყვარულ გაზას წინასწარ გაემზადებინა ბოსისათვის.

საგზური სოლარიუმში

"ნიუკასლში" თამაშის დროს გასკოინმა სოლარიუმის აბონენტი შეუძინა და აჩუქა თანაგუნდელ ტონი კანინგემს. ეს კარგი ჟესტი იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი - კანინგემი კანი შავი ფერისა იყო.

შეხვედრა ვინი ჯონსთან

ისინი მინდორზე შეხვდნენ ერთმანეთს. მთელი თამაშის განმავლობაში ჯონსი ცდილობდა პოლის პროვოცირებას. მერე იყო დიდებული კადრი - გასკოინი კუთხურს აწვდიდა, როცა ვინიმ მას ხელი გენიტალიებში წაავლო. თამაშის დასრულების შემდეგ გაზამ "უიმბლდონის" გასახდელში ვარდი გაგზავნა. საპასუხო საჩუქრად კი უნიტაზის საწმენდი საშუალება მიიღო.

პოლიტკორექტულობა

ინგლისის ნაკრები და გასკოინი სულ სხვა ისტორიაა. მაშინ, როცა ინგლისის ჰიმნი სრულდებოდა, გაზას ენა ჰქონდა გამოყოფილი და ჯიუტად იყურებოდა კამერაში. ერთხელ ინგლისის ნაკრები ნორვეგიაში ჩავიდა სათამაშოდ. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გასკოინს თხოვეს, რაიმე ეთქვა ნორვეგიის თაობაზე. "ფაქ ოფ ნორვეი" - თქვა მან. ევროპის 1996 წლის ნახევარფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები ხვდებოდნენ, გაზამ ტრადიციულდ დაახეთქა: "ჩვენ მოვედით, რათა თქვენი საფლავები შევურაცხყოთ, დამპალო ნაცისტებო".

კოქტეილი ბობი რობსონისათვის

მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრები იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, ფეხბურთელებმა ამ მოვლენის კარგად აღნიშვნა გადაწყვიტეს. მთავარი მწვრთნელი, ბობი რობსონი წინააღმდეგი იყო. ის მიიჩნევდა, რომ თუ ინგლისელი ჟურნალისტები ნაკრებს ბარში დაინახავდნენ, ეროვნულ გუნდს კარგი დღე არ ელოდა. სასტუმროში, სადაც ინგლისის ნაკრები ცხოვრობდა, კარგ რძიან კოქტეილს აკთებდნენ. გაზამ ბარმენი "შეაბა" - მას ლიქიორი უნდა ჩაესხა კოქტეილში და ისე გაეფორმებინა, რომ ვერავის ვერაფერი შეეტყო. როცა რობსონი გაზასთან მივიდა, მას უკვე ხუთი ასეთი ჭიქა ჰქონდა დალეული, ბარმენს კი ანიშნა, რობსონს მხოლოდ რძიანი დაუსხიო.

ლაციოში

"ლაციოში" ჩაირიცხა თუ არა, გამცილებელს დაუსხლტა. შევიდა თავის ნომერში. ფეხსაცმელები ფანჯრის რაფაზე შემოაწყო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეძვრა. მოვიდა გამცილებელი და იფიქრა, პოლი ფანჯრიდან გადავარდაო. რომში გაზას ორი პირადი მცველი დაყვებოდა თან. ისინი ამავე დროს ბანკის სამალავს იცავდნენ. გასკოინმა სთხოვა მათ, იქ შეეშვათ, რათა ბევრ ფულთან ერთად უნდოდა სურათის გადაღება. "ლაციოში" გასკოინი თავის კოლოსალურ ხელფასს ძირითადად ჯარიმებში ხარჯავდა. ის ხშირად მთვრალი მიდიოდა ზდენეკ ზემანის ვარჯიშებზე. ის ბოლო წვრთნაზე ბოთლი ღვინით მივიდა და ზენანს უთხრა: "ო, დიდო მწვრთნელო, მინდა, ისეთივე დიდი გავხდე, როგორც თქვენ."

ლონდონური სიგიჟეები

ერთხელ გასკოინი ლონდონის ქუჩებში სეირნობდა. მან დაინახა მუშები, რომლებიც გზას არემონტებდნენ. გაზამ ჩაქუჩი გამოსტაცა ერთ-ერთ მათგანს და ასფალტის მტვრევა დაიწყო. მერე ორსართულიან ავტობუსში შეიჭრა. მძღლოს საჭე გამოსტაცა და მთელი საათი დააგელვებდა ტურისტებს ლონდონის ქუჩებში.

პირადი პრობლემები

ერთხელ გაზამ თვითმკვლელობა სცადა. მან გადაწყვიტა, სიცოცხლე მატარებლის ბორბლებს ქვეშ დაესრულებინა. მან რკინიგზელს ჰკითხა, როდის მოვიდოდა ბოლო მატარებელი და მიიღო პასუხი, რომ ის უკვე წავიდა. ალკოჰოლთან ბრძოლის გასაადვილებლად გაზას ურჩიეს, რამე ისეთი გაეკეთებინა, რაც მის ყურადღებას ოდნავ მაინც გადაიტანდა. გასკოინმა ვისკების შეგროვება დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kika
ეს კაცი სურათზე ბაბუა არის მგონო გასკოინის.
alex
ნახევარფინალი კი არ გამოტოვა,იქ მიიღო მეორე ყვითელი და იტირა.
kote
ელისაბედ მეორის ქმარი ამაზე უკეთ გამოიყურება, სირცხვილია, 50 წლის ასაკში ამ დონემდე როგორ უნდა მიხვიდე. რამდენადაც კარგი ფეხბურთელი იყო, იმდენად სუსტი აღმოჩნდა ცხოვრებაში.
კახა
მაგარი კაცი რა დამავიწყებს ამის ცრემლებს 2 ყვითელის გამო გამოტოვა ნახევარფინალი ვინიცის გაზა რომ ყოფილიყო...
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
ინგლისის ასოციაციის თასის ისტორიიდან: ბრწყინვალე შვიდეული
პოლ გასკოინი და ლეს ფერდინანდი ინგლისის ნაკრების მატჩების წინ უცნაურ რიტუალს ასრულებდნენ?
რუნი ბებერ ქალთან ჟი***ობდა, გიგზი ძმის ცოლთან, კანტონამ ფანი ლამის მოკლა - გასკოინმა ფერგიუსონს უპასუხა
ვარსკვლავები და ალკოჰოლი - 11 ფეხბურთელი, რომლებსაც დალევა ძალიან უყვარდათ [PHOTO]
გასკოინი შვილის "ქამინგ-აუთის" შემდეგ: ვამაყობ მისით!
პოლ გასკოინზე ფილმს იღებენ