ლეო მესი კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა
ყოველწლიურად ევროპის სპორტული მედია (ESM), რომელიც რამდენიმე მოწინავე გამოცემას აერთიანებს, ევროპის ბომბარდირს "ოქროს ბუცით" აჯილდოებს.

ყველაფერი კი 1967/68 წლების სეზონით დაიწყო, როცა პირველი პრიზი ლისაბონის "ბენფიკას" ვარსკვლავმა ეუსებიომ მიიღო. იმ სეზონში ეუსებიომ 42 გოლი გაიტანა. 1992-96 წლებში "ოქროს ბუცის" გადაცემის ცერემონიალი არ გამართულა, არადა, 1996 წელს ეს პრიზი ქართველმა მოიგო - ზვიად ენდელაძემ (მარგვეთი) 1995/96 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა. ამის მერე პრიზების გადაცემაც აღდგა და წესიც შეიცვალა, ჩემპიონატებს კოეფიციენტები მიენიჭა, რითაც თითქმის გამოირიცხა დაბალი დონის პირველობებიდან ევროპის ბომბარდირის წოდების დასაკუთრების პერსპექტივა. 1997 წელს "ოქროს ბუცი" ბრაზილიელმა რონალდომ მიიღო, რომელმაც სეზონში 34 გოლი გაიტანა.

ევროსეზონი დასრულდა და 2017 წლის "ოქროს ბუცის" მფლობელის ვინაობაც გაირკვა, თუმცა ბოლო დღეებში უკვე ცხადი იყო, რომ ლიონელ მესის ვერავინ შეწვდებოდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლა ლიგის 2016/17 წლების სეზონში 37 გოლი გაიტანა და 74 ქულით გაიმარჯვა. ედინ ჯეკოს (რომა) თეორიული შანსი ჰქონდა, მაგრამ ბუნებრივია, ბოლო ტურში 10 გოლი ვერ გაიტანა (მხოლოდ ერთი შეაგდო "ჯენოას" კარში, სერია A 29 გოლით დაასრულა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა).

გახსოვთ, ალბათ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელმა ვარსკვლავმა ედინსონ კავანიმ ჩემპიონატი 35 გოლით დაასრულა, მაგრამ მას შანსი არც ჰქონია - საფრანგეთის ჩემპიონატი, ტოპ-ოთხეულისგან განსხვავებით, 1,5 კოეფიციენტით ფასდება (2-ის ნაცვლად). ამიტომაც კავანიმ ევრობომბარდირთა დავაში 52,5 ქულა დააგროვა და მხოლოდ მეცხრე ადგილი აიღო.

მეორე ადგილზე გავიდა ლისაბონის "სპორტინგის" ჰოლანდიელი ფორვარდი ბას დოსტი. პორტუგალიის ჩემპიონატის კოეფიციენტიც ორია, ამიტომაც მან 68 ქულა დააგროვა და მესის დიდად არ ჩამორჩენია. მესამე ადგილზეა "დორტმუნდის" აფრიკელი შემტევი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელმაც ბუნდესლიგაში 31 გოლი გაიტანა და ჯამში 62 ქულა დააგროვა.

მესიმ ეს ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო, არგენტინელი ევროპის ბომბარდირი 2010, 2012 და 2013 წლებშიც გახდა. მას მერე, რაც კრიშტიანო რონალდომ 2007/08 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით მოიპოვა "ოქროს ბუცი", ტიტულს მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატიდან იგებენ, თუ არ ჩავთვლით 2013/14 წლების სეზონს, როცა უკვე მადრიდელ კრიშტიანოს ლუის სუარესი ჩაეზიარა, ვინც იმ დროს "ლივერპულში" თამაშობდა.

მესი კრიშტიანოს გაუთანაბრდა - 4-4 ტიტული. 3 ტიტული არავის აქვს, 2 კი - 9 ფეხბურთელს, რომელთაგანაც მოქმედი მხოლოდ ლუის სუარესია. ყველაზე მეტჯერ "ბარსელონას" ფეხბურთელებს აქვთ "ოქროს ბუცი" მოპოვებული - 6-ჯერ.

ტოპ-10

1. ლიონელ მესი ბარსელონა 74 ქულა

2. ბას დოსტი სპორტინგი 68

3. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 62

4. რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 60

5. ედინ ჯეკო რომა 58

5. ლუის სუარესი ბარსელონა 58

5. ჰარი კეინი ტოტენჰემი 58

8. დრის მერტენსი ნაპოლი 56

9. ედინსონ კავანი პსჟ 52,5

10. ანდრეა ბელოტი ტორინო 52

"ოქროს ბუცის" გამარჯვებულები XXI საუკუნეში

2000/01 ჰენრიკ ლარსონი სელტიკი

2001/02 მარიო ჟარდელი სპორტინგი

2002/03 როი მაკაი დეპორტივო

2003/04 ტიერი ანრი არსენალი

2004/05 ტიერი ანრი არსენალი

დიეგო ფორლანი ვილიარეალი

2005/06 ლუკა ტონი ფიორენტინა

2006/07 ფრანჩესკო ტოტი რომა

2007/08 კრიშტიანო რონალდო მანჩესტერი

2008/09 დიეგო ფორლანი ატლეტიკო

2009/10 ლიონელ მესი ბარსელონა

2010/11 კრიშტიანო რონალდო რეალი

2011/12 ლიონელ მესი ბარსელონა

2012/13 ლიონელ მესი ბარსელონა

2013/14 ლუის სუარესი ლივერპული

კრიშტიანო რონალდო რეალი

2014/15 კრიშტიანო რონალდო რეალი

2015/16 ლუის სუარესი ბარსელონა

2016/17 ლიონელ მესი ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

korben dalas-s
რამ გაგაბოროტა ასე? :D თუ არ იცი გეტყვი, რომ ოქროს ბურთი არის ინდივიდუალური ჯილდო და არა გუნდური... დამისახელე ერთი რამ რა გააკეთა კრისწინამ წელს მესიზე მეტი ინდივიდუალურად? თამაშგარედან გატანილი გოლები არ მიხსენო ახლა, მითუმეტეს მანდაც ჯობნის, ლიგის ბომბარდირიცაა. ბაიერნთან რომ იმსაჯა იმ მსაჯს გაატანონ კრისწინასთან ოქროს ბურთი გადასაცემად, ეკუთვნის ეგ პატივი :D
korben dallas
როგორც საკუთარ "ერთ ადგილს" ვერ ნახავს ადამიანი, თუ სარკე არ მოიშველია, ისევე ვერ ეღირსება მესი ოქროს ბურთის ხილვას. თუ იუვემ მოიგო ლიგა, დარწმუნებული ვარ რომ ბუფონი მოიპოვებს მაგ ჯილდოს და ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. თუ რეალი მოიგებს, მაშინ რონალდო. თუმცა ჯიჯის მაგ შემთხვევაშიც ექნება შანსი.
effe
პლიუს კოპა დელ რეი აქვს მოგებული წელს ვულოცავ მესის მე-6 ოქროს ბურთს...
11
სხვათაშორის ამის შემდეგ შეიცვალა გამარჯვებულის გამოვლენის წესი და ჩემპიონატის რეიტინგის მიხედვით გადავიდა ქულობრივ სისტემაზე
1
1996 წელს ოქროს ბუცი მოგებული აქვს ზესტაფონის "მარგვეთი"-ს თავდამსხმელ ზვიად ენდელაძეს. მას პრიზი არ გადაცემია, თუმცა გამარჯვებულად ითვლება. ეს დაფიქსირებულია ოფიციალურ საიტზეც
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
უქმეების ყველაზე საინტერესო ტრანსფერები
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"აინტრახტმა" ფორვარდი შეიძინა, რომელმაც 3 სეზონში 76 გოლი შეაგდო
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
გერმანიის თასი. ფინალი: კლოპის ნაღვლიანი დასასრული [VIDEO]
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
ლეო მესის მეოთხე "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
გოლეადორები და ტიტულები: ბომბარდირები, რომლებიც ჩემპიონობას ვერ შესწვდნენ
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
"სპორტინგის" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა