საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ფეხბურთის პოპულარიზაციას, ისე ჩვენს ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებას.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ეროვნული ნაკრების გასვლით შეხვედრებზე ქართველი ჟურნალისტების დასწრებას. ყოველი ასეთი მატჩის წინ განისაზღვრება ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გასამგზავრებელი ჟურნალისტების კვოტა, რის შესახებაც ეცნობება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.

ამ პროცესს განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ის შემთხვევები, როდესაც ნაკრები ამა თუ იმ შეხვედრაზე ჩარტერული რეისით გაემგზავრება. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მზადაა განიხილოს ისეთი შემთხვევებიც, როცა ჩარტერი არ იქნება.

ამ პროცესში ჩართვისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მხოლოდ ერთი პირობა წამოაყენა: ფეხბურთის ფედერაცია იხსნის ყოველგვარ ვალდებულებას გასამგზავრებელი ჟურნალისტების სიის დაკომპლექტებაზე და ამ საკითხზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.

ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფეხბურთის ფედერაცია აბსოლუტურად უანგაროდ მონაწილეობს ქართული სპორტული ჟურნალისტიკის მხარდაჭერის კამპანიაში და საერთოდ არ აინტერესებს, ვინ გაემგზავრება ამ თამაშებზე - მისთვის სასურველი რეპორტიორი თუ ფედერაციის საქმიანობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი. შესაბამისად, ასეთ შეხვედრებზე მივლინებული მიმომხილველები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, საკუთარი მედიასაშუალების და მკითხველის (მსმენელის, მაყურებლის) წინაშე.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიმართ პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ პუნქტს მოიცავს: ეს პროექტი სულაც არ არის ტურისტული მოგზაურობა და შერჩეული ჟურნალისტები ვალდებულნი არიან, შესაძლებლობის ფარგლებში, მატჩის ჩატარების ადგილიდან საქართველოს მაქსიმალური ინფორმაცია მოაწოდონ.

ყველა მივლინებული ჟურნალისტის მუშაობა ასოციაციის მიერ შეფასდება და ეს შეფასება გავლენას იქონიებს შემდგომ მატჩებზე გასამგზავრებელი რეპორტიორების შერჩევის პროცესზე.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტების შერჩევა მოხდება ობიექტურად და გამჭვირვალედ. ამ პროცესში აუცილებლად იქნება მხედველობაში მიღებული შემდეგი გარემოებები:

საინფორმაციო საშუალების რეიტინგი

ასოციაციის წევრობა

გამოცდილება

პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელზეც ქართველი ჟურნალისტები ამ პროექტის ფარგლებში გაემგზავრებიან, არის 11 ივნისს კიშინიოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს შორის.

უკვე შეირჩა და ამ თამაშის გასაშუქებლად კიშინიოვში გაემგზავრება შემდეგი 5 ჟურნალისტი: ლაშა გოდუაძე (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი), მაგდა კლდიაშვილი (საინფორმაციო პორტალი "აიპრესი"), გოჩა კაჭარავა (საინფორმაციო პორტალი "აჭარასპორტი"), ალეკო კაკაურიძე (სპორტული გაზეთი "ლელო" და საინფორმაციო პორტალი "სპორტალი"), ალექსანდრე რუაძე (სპორტული რადიო "ჯაკო").

შემდგომ თამაშებზე ჟურნალისტების შერჩევისას აუცილებლად იქნება გამოყენებული როტაციის პრინციპი.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრები კალათბურთის და რაგბის ფედერაციების ხელმძღვანელობასთან, რათა განვიხილოთ სარაგბო და საკალათბურთო ნაკრებების გასვლით შეხვედრებზე სპორტულ ჟურნალისტთა მივლინების საკითხში თანამშრომლობის შესაძლებლობები. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი დადებითი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მხარდაჭერა აღგვითქვა.

მიხეილ აბაიშვილი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი

agent 47.
ვ
gia
სირცხვილი და თავის მოჭრა. ფეხბურთელებს რო ვინახავთ ჩვენი გადასახადებიდან არ გვეყოფა და ეხლა ეს უხარისხო და მდორე ჟურნალისტებიც უნდა ვამოგზაუროთ? რა დავაშავეთ, რატომ ვინახავთ ამ ხალხს რატოოო? არც ფეხბურთი იციან იმათმა და არც ამათმა ჟურნალისტიკა, მეც რომ არ შემეძლო წავედი თოხი დავიჭირე და ქვეყანას ვადგები თქვენ რას მიკეთებთ ჩემ ხარჯზე რომ ცხოვრობთ. იპოვეთ საქმე რაც შეგიძლიათ და ნუ გვაზიხართ კისერზე
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
თავადაც ხვდება, რომ უშანსოდაა - პიმბლეტის რეაქცია თოფურიას ნოკაუტზე [VIDEO]
საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
რომელი პოზიციიდან შეუტევს "კვარა" მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
პსჟ-ში რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს ერიდებიან - არჩევანის საფონოვსა და ზაბარნის შორის გაკეთება მოუწევთ
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ - რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...