გორის "დილას" 30 წლის მცველმა გიორგი ფოფხაძემ "ლოკომოტივთან" მატჩში თავის მძიმე ტრავმა მიიღო
ფეხბურთი უკვე ძალიან საშიში გახდა: ლამის არის, ყოველთვე შევიტყოთ ამა თუ იმ ქვეყანაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ. გასაგებია, რომ სანამ ფეხბურთი იარსებებს, ტრავმებიც იქნება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა ფეხბურთელს, მეტოქესთან ორთაბრძოლისას, სიფრთხილეც მართებს...

რა თქმა უნდა, "ლოკომოტივის" ახალგაზრდა მცველ გიორგი გაბაძეს ფიქრადაც არ მოსვლია იმ კონკრეტულ ეპიზოდში გიორგი ფოფხაძისთვის ტრავმის მიყენება, მაგრამ ისე მოხდა, რომ საჰაერო ორთაბრძოლისას ეს ფეხბურთელები ერთმანეთს თავებით შეასკდნენ და...

..."დილა"-"ლოკომოტივის" მატჩის დაწყებიდან ჯერ წუთიც არ იყო გასული, ეს უსიამოვნო ეპიზოდი რომ მოხდა. სამედიცინო დახმარების შემდეგ გაბაძემ მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა, ხოლო ფოფხაძე თავის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანების დიაგნოზით, საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი...

- დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]

საბედნიეროდ, ექიმების დროული ჩარევით, საშინელი ტრაგედია აგვცდა და ახლა ისღა დაგვრჩენია, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ მართლაც ჭეშმარიტ პროფესიონალს, 30 წლის გიორგი ფოფხაძეს! ოღონდ, სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღესდღეობით ვერავინ იტყვის, შეძლებს თუ არა ის... საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას. და თუ შეძლებს, როდის და როგორ მოხდება ეს?

გვჯერა, რომ რეაბილიტიციის ხანგრძლივი პროცესი წარმატებით დასრულდება და გიორგი ფოფხაძესაც ისევ ვიხილავთ მოედანზე. სადაც კი მას უთამაშია, ყველგან პროფესიონალიზმის მაგალითი იყო, ყველგან ძირითადი შემადგენლობის უნივერსალ ფეხბურთელად ვიცნობდით, ბევრი ქართველი ლეგიონერისგან განსხვავებით, იმავე დანიის, პოლონეთისა თუ ავსტრიის უმაღლესი ლიგის გუნდებში წამყვან მოთამაშედაც მიიჩნეოდა...

"დილას" ახალწვეული მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავის ამპლუაში, "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა...

მალე დაბრუნებას გისურვებთ, გიორგი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gori
gmerti gparavdes gio, male gamojanmtelebas gisurveb
gizog
მალე გამოჯანმრთველება გიორგის და მადლობა გიას ასეთი დამოკიდებულების გამოხატვისათვის ტრამვირებული ფეხბურთელისადმი.
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს
გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს