ბოსნიელი ოპტიმისტურად არის განწყობილი - მე მოვედი
სეად კოლაშინაცის ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა, ბოსნიელი მცველი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს.

ეს პირველი სიახლეა, რომლითაც "არსენალმა" არსენ ვენგერთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ფანები გაახარა. 23 წლის გარემარბს აქამდე "მანჩესტერ სიტის" უკავშირებდნენ და, თითქოს, გადაწყვეტილიც ჩანდა მისი "ქალაქელეთა" ბანაკში გადაბარგება.

თან, არავისთვის არის საიდუმლო, რომ ხოსეპ გვარდიოლა ფლანგის მცველების ჩანაცვლებას აპირებს. მერე მილანური გუნდები ახსენეს, მაგრამ საბოლოოდ, "მეთოფეებმა" ყველას აჯობეს. მოგეხსენებათ, რომ კოლაშინაცი "არსენალს" არაფერი არ დაუჯდება, რადგან ბოსნიელი გელზენკირხენის "შალკეს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ტრანსფერი 1-ელ ივლისს, ანუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შევა ძალაში, თუმცა ლონდონში კოლაშინაცის პრეზენტაცია უკვე მოეწყო.

"წარმატებები სამომავლოდ და მადლობა 6 შესანიშნავი წლისთვის" - ნათქვამია გერმანული კლუბის განცხადებაში.

"ყველაფერი შეთანხმებულია. ჩვენი ახალი მცველი ივლისიდან გუნდთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებებში ჩაერთვება და ვარჯიშს დაიწყებს" - ესეც "არსენალის" განცხადების ნაწილი.

"მინდა აღვნიშნო, რომ "არსენალს" ბავშვობიდან ვადევნებდი თვალყურს, ტიერი ანრისა და იენს ლემანის პერიოდიდან მოყოლებული. ეს დიდი ტრადიციების კლუბია, რომლის ცნობადობაც ევროპაშიც ყოველთვის მაღალი იყო, და თავისთავად, ინგლისშიც. მიხარია, რომ "მეთოფე" გავხდი. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც შეეცდება, დაეხმაროს გუნდს მიზნების მიღწევაში. ჩემი მთავარი ძალა ხასიათი და მენტალური მზაობაა.

მიმაჩნია, რომ მარცხენა მცველად ყველაზე პროდუქტიული ვარ და თავსაც ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ წინაც შემიძლია თამაში, საკმაოდ მრავალმხრივი ვარ" - აი, ასეთი თავდაჯერებულია კოლაშინაცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
მუქარა კრიმინალური დაჯგუფებებისგან - რეალობა იოზილსა და კოლაშინაცთან დაკავშირებით
გიჟმაჟმა ფანებმა „კიოლნი“ მარცხისგან ვერ იხსნეს
70 ქალი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი.. - The Sun "არსენალის" ვარსკვლავების წვეულების კადრებს აქვეყნებს [VIDEO]
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
იოზილსა და კოლაშინაცზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 ახალგაზრდა დააკავეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
იოზილი და კოლაშინაცი უსაფრთხოების გამო "ნიუკასლთან" არ ითამაშებენ
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა