დღეს მახაჩკალაში, "ანჟი არენაზე" კასპიის თასის ფინალი გაიმართა
დღეს მახაჩკალაში, "ანჟი არენაზე" კასპიის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც "დინამო თბილისის" 14 წლამდელთა შემადგენლობა საფეხბურთო კლუბ "კრასნოდარს" დაუპირისპირდა.

თბილისელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და კუთხურიც ჩამოაწოდეს. ირაკლი აზაროვმა შორიდან დაარტყა, ბურთი კი ოდნავ აცდა კრასნოდარელთა კარს.

"დინამომ" თავისი სათამაშო უპირატესობა მეათე წუთზე გატანილ გოლში ასახა. გიორგი აბუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად გაისროლა და 1:0. შეხვედრის მე- 18 წუთზე ჩხეტიანი ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს კრასნოდარელთა კარში, თუმცა მეკარემ მოიგერია დარტყმული, საპასუხო შეტევაში კი პოპოვი გავიდა ხარშილაძესთან პირისპირ და ანგარიში გაათანაბრა.

ცოტახანში ბაბლუანი ემუქრებოდა ბარდიშის კარს შორეული დარტყმით, მეკარემ ნახტომში მოიგერია ბურთი. საინტერესო და დაძაბული ტაიმი 1:1 დასრულდა (ტურნირზე ტაიმები 30 წუთიანია). მეორე ნახევარი დინამოელთა შეტევით განახლდა და საგოლე მომენტიც შეიქმნა მეტოქის კართან, მაგრამ საბოლოო დარტყმულს ძალა დააკლდა. მომდევნო შეტევაში ბარდიშმა კიდევ ერთი დარტყმული ბურთი მოიგერია. საპასუხოდ კი თბილისელთა კარი გადარჩა გაშვებულ გოლს, კრასნოდარელთა შეტევის შემდეგ ბურთი დინამოელთა კარის ბადეს გარედან მოხვდა.

შეხვედრის 46- ე წუთზე დინამოელთა მორიგი შეტევა შედეგიანი გამოდგა. შეტევის მარცხენა ფრთიდან აზაროვი შეიჭრა საჯარიმოში, ბურთი ბაბლუანს გადააწოდა, მისი დარტყმული კი ზუსტი გამოდგა და ბორის გონჩაროვის გუნდი ისევ დაწინაურდა. ჩვენი გუნდი უფრო გააქტიურდა და მეტოქის მეკარეს არაერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა. ბარდიშმა სიჭინავას საკმაოდ რთული დარტყმა კუთხურზე უკუაგდო.

56- ე წუთზე ბარდიში შეცდა და ჩხეტიანს მართებდა გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული ცარიელ კარიდან მცველმა გამოიტანა. საბოლოოდ დინამოელებმა არ დათმეს უპირატესობა და გადამწყვეტი შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე 2:1.

გიორგი აბუაშვილი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ანატოლი ბანიშევსკის სახელობის პრიზი გადაეცა. (აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მცველის პრიზი ჩვენი გუნდის ლეგენდარული კაპიტნის- ალექსანდრე ჩივაძის სახელობის გახლდათ და იგი ორგანიზატორებმა ნეფთჩის ფეხბურთელს ახმეტოვს გადასცეს)

ბორის გონჩაროვის შეგირდებმა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მთავარი პრიზიც დამსახურებულად მოიპოვეს.

თბილისელებმა ყველა შეხვედრაში იმარჯვეს. შეგახსენებთ ტურნირის ფინალამდე განვლილ გზას. ჯგუფში დინამოელებმა ბაქოს ნეფთჩი 5:1 დაჯაბნეს, მასპინძლებს- ანჟის 2:1 მოუგეს, ხოლო ვლადიკავკაზის იუნოსტი 4:0 დაამარცხეს. ნახევარფინალში კი ჩვენმა გუნდმა როსტოვს 1:0 მოუგო.

U14 დინამო 2:1 კრასნოდარი

გოლი: 1:0 აბუაშვილი 10" 1:1 პოპოვი 18" 2:1 ბაბლუანი 46"

U14 დინამო: ხარშილაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, აზაროვი, სიჭინავა (ქემოკლიძე 53), სიხარულაშვილი (ფაილაძე 57), გაგნიძე, ბაბლუანი (იობაშვილი 47), აბუაშილი, ჩხეტიანი (მელაძე 60)

U14 კრასნოდარი: ბარდიში, დოცენკო, კლიუშკინი, კომარნიცკი, გომზარი, კოროვინი, ბერზიკოვი (სვინცოვი 51), ბუხაროვი (შეპიტი 40), მაქსიმოვი, კომროვი (ბაბინკოვი 59), პოპოვი

მსაჯი: ფ. შეკირხანოვი

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

გურამი
ვულოცავ დინამოს ამ გამარჯვებას. მაგარი აკადემია და მაღალი დონის მოთამაშეები. სულ წარმატებები ბიჭებო. დინამოს გაუმარჯოს. ერთი თავით მაღლა იდგა ყველა მეტოქესთან შედარებით
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები "კასპიის თასზე" იასპარეზებს
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
17-წლამდელთა ნაკრები კასპიის თასზე მეოთხე ადგილზე გავიდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფინალის საგზური აზერბაიჯანს დაუთმო
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა